წყლის ტუმბოების მიმოხილვა

წყლის ტუმბო არის მექანიკური მოწყობილობა, რომელიც ძრავის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას ჰიდრავლიკურ ენერგიად გარდაქმნის და მუშაობს საერთო მექანიკური ენერგიის გაზრდის მიზნით. დღესდღეობით წყლის ტუმბო ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, ვინაიდან ის ხელს უწყობს როგორც ცხელი, ასევე ცივი წყლის და სხვა სითხის გადატანას სისტემაში.

წყლის ტუმბოს გარეშე ყოველდღიური სამუშაოები რთულდება. წყლის ტუმბოები გამოიყენება საავადმყოფოებში, სკოლებში, შინამეურნეობისას, მრეწველობისას, სოფლის მეურნეობისას და უმეტეს კომერციულ ობიექტებში. წყლის ტუმბოს შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. ეს სტატია, რომელიც წყლის ნასოსის ყიდვის სახელმძღვანელოა, პასუხს გასცემს ყველა თქვენს მიერ დასმულ კითხვას.

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ნებისმიერი წყლის ტუმბოს სახლისთვის ან სხვა მიზნისთვის შეძენამდე:

წყლის ტუმბოს დანიშნულება/ტიპი

პირველი ფაქტორი არის ის გარემო და სადაც წყლის ნასოსი უნდა დამონტაჟდეს. წყალში ჩასაძირი უნდა იყოს თქვენი წყლის ტუმბო თუ ზედაპირის? რა მანძილზეა წყალი მისაწოდებელი წეტილიდან? და ა.შ. ხშირად ახალ მომხმარებლებს უჭირთ იმ ფუნქციების ამოცნობა, რომლებიც საუკეთესოდ იქნება მორგებული მათ საჭიროებებზე.

წყლის ტუმბოს დიაპაზონი

სათავე დიაპაზონი განსაზღვრავს წყლის ტუმბოს შეწოვისა და აწევის მანძილს. წყლის წყარო, საიდანაც წყლის ტუმბომ უნდა მოახერხოს წყლის მოტანა და სადაც ტუმბომ უნდა მიიტანოს წყალი. დიაპაზონი იზომება მეტრებში.

წყლის ნასოსის ნაკადის სიჩქარე

იგი იზომება წარმადობით - მ3 / საათში. 2,4 მ3/სთ ნიშნავს რომ წყლის ტუმბოს შეუძლია 2.4 ტონა წყლის წარმოება ერთ საათში.

წყლის ტუმბოს სიმძლავრე

ის იზომება კილოვატში და არის ელექტროენერგიის რაოდენობა, რომელსაც ტუმბო მოიხმარს მუშაობისას. ტუმბოების უმეტესობის ნორმალური დიაპაზონი საყოფაცხოვრებო აქტივაციისთვის არის 0.5-1.5 HP. ტუმბოს სიმძლავრე იცვლება ტუმბოს სხვა სპეციფიკაციების მიხედვით, მაგრამ ჩვეულებრივ, როგორც დინების სიჩქარის და სათავე დიაპაზონის მატებასთან ერთად, იზრდება სიმძლავრეც.

წყლის ნასოსის შესასვლელისა და გამოსასვლელის ზომა

რა ზომისაც არ უნდა იყოს წყლის ტუმბოს გამოსასვლელი, ისინი ერთნაირად მუშაობს. წყლის ტუმბო წყალს იწოვს შესასვლელი სარქველის მეშვეობით და გამოდევნის მას გამოსასვლელი სარქველიდა. წყლის ტუმბოს ეფექტურობა დამოკიდებულია შესასვლელ სარქველზე, რაც უფრო შეამცირებთ შესასვლელი/შემწოვი შლანგის დიამეტრს, მით უფრო დაქვეითდება ტუმბოს მოქმედება.

ეს ყოველივე ის ძირითადი განმსაზღვრელი მახასიათებლებია, რაც წყლის ტუმბოს შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ბრენდი და ფასი მაინც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია შეძენის გადაწყვეტილების მიღებისას. ჩვენი ონლაინ მაღაზია Schpindel-ის და არამარტო ამ ბრენდის, წყლის ტუმბოებით არის დაკომპლექტებული. მათი შეძენა უმარტივესი პროცედურის გავლით შეგიძლიათ და ჩვენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოდ მოგიტანთ.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel zedapiris wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

ეს ზედაპირის წყლის ტუმბო Schpindel-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წყლის ტუმბოა Holst.ge-ზე. მისი დაბალანსებული მონაცემები, მათ შორის ფასი, გამძლეობა და ხარისხი, ამ ტენდენციის მთავარი განმაპირობებელია. თუ სარდაფი გაქვთ, ან ისეთი ოთახი საიდანაც წყლის ტუმბოს ხმა არ შეგაწუხებთ, მაშინ ზედაპირის წყლის ტუმბო მშვენიერი არჩევანია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel chasadziri wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო       
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 8.5       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h         
  • სიმაღლე (Max) - 12.7     
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

თუ ჩასაძირი წყლის ტუმბო გინდათ შეიძინოთ, Holst.ge-ზე ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ასორტიმენტი დაგხვდებათ. ეს ჩასაძირი წყლის ტუმბო 5700 ლიტრამდე წყალს შეაგროვებს სულ რაღაც ერთ საათში და არამარტო სახლისთვის, არამედ შინამეურნეობის საქმეებშიც ძალიან გამოგადგებათ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • წარმადობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Schpindel წყლის ტუმბო 90/2-34/8-0.37TK

Schpindel arteziuli wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - არტეზიული ჭის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 12.34
  • კვების წყარო - 380V
  • წარმადობა (Max) - 4.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 42

თუ არტეზიული ჭის ტუმბო არის თქვენი შეძენის სამიზნე, Holst.ge-ის ამ წყლის ნასოსის მონაცემები საკმაოდ მიმზიდველია, მით უმეტეს მისი დაბალი ფასის გათვალისწინებით. ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და ხარისხიანია.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება