გამძლე წყლის ტუმბოები LEO-საგან |
გამძლე წყლის ტუმბოები LEO-საგან |
არ აქვს მნიშვნელობა სახლისთვის გინდათ წყლის ნასოსი, თუ კომერციული ფართისთვის, ან იქნებ, მეურნეობისთვის, თქვე ყველა შემთხვევაში გინდათ, რომ ხარისხიანი და გამძლე წყლის ტუმბო, ხელმისაწვდომ ფასად შევიძინოთ. აღნიშნული მახასიათებლებით სწორედ LEO-ს წყლის ტუმბოები გამოირჩევა.
LEO არის მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც აწარმოებს ტუმბოების სრულ ასორტიმენტს. ის დაკავებულია ახალი დიზაინების შექმნითა და დარგის განვითარებით. LEO-ს ტუმბოები იყიდება 140-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონში ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შუა აღმოსავლეთში, აფრიკაში და ა.შ.
სფეროები, რომელშიც LEO-ს წყლის ტუმბოების გამოიყენება არის: მშენებლობა, ნავთობქიმიური მრეწველობა, სამთო, მეტალურგია, ხანძარსაწინააღმდეგო, სოფლის მეურნეობა, სამოქალაქო წყალმომარაგება, დრენაჟი და ა.შ.
რომ შევაჯამოთ, LEO არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელიც წყლის ტუმბოებს აწარმოებს, ფოკუსირებულია მხოლოდ მის წარმოებაზე და მუდმივად ცდილობს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და დანერგვას საკუთარ პროდუქციაში. სწორედ ეს აქცევს LEO-ს წყლის პომპას ერთ-ერთ საუკეთესოდ.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცნობთ კომპანია LEO-სა და მისი წყლის პომპას, მაინც უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი იქამდე, სანამ ჩვენთვის სასურველი წყლის ნასოსის შეძენის გადაწყვეტილებას მივიღებთ. უამრავი დეტალი, რომელთა გათვალისწინებით, წყლის პომპა უნდა მოარგოთ ინსტალაციის გარემოს, თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ.
უპირველესი, რაც წყლის პომპას შესახებ უნდა ვიცოდეთ არის, რომ ის ორი სახის არსებობს: ზედაპირის წყლის ნასოსი და ჩასაძირი წყლის ნასოსი.
ზედაპირის წყლის ნასოსი - მარტივი მისახვედრია რომ ამგვარი ტიპის წყლის ტუმბო წყლისგან მოშორებით, ზედაპირზე იდგმება და სპეციალური ამოსატუმბი შლანგის საშუალებით იწოვს წყალს, რომელსაც მეორე მილის საშუალებით გამოდევნის დანიშნულების წერტილამდე. ამგვარი ტიპის წყლის ნასოსი, შეიძლება ითქვას ნაკლებად პრაქტიკულია ხმაურის და დამტვერიანების გამო. მეორეს მხრივ, კარგად ერგება ნებისმიერ გარემოს და ზედაპირის წყლის ტუმბოს შემოწმება და პროფილაქტიკა ადგილზევე შესაძლებელია.
ჩასაძირი წყლის ტუმბო უნდა მოთავსდეს წყალში, შესაბამისად, აღარ საჭიროებს მილს მის ამოსატუმბად. ასეთი ტიპის წყლის პომპა უფრო მძლავრია, რადგან მთლიანი ენერგია მიმართულია წყლის გამოსადევნად. ჩასაძირი წყლის პომპა ნაკლებად ზიანდება გარე ფაქტორებისგან, ზედაპირის წყლის პომპასგან განსხვავებით, თუმცა შედარებით მარტივად ილექება.
წყლის პომპას სიმძლავრე განსაზღვრავს მის შესაძლებლობებს, მაქსიმალურ დატვირთვას, წყლის ჭავლის სიმძლავრეს, წარმადობას და ა.შ. ასევე, მძლავრი წყლის პომპა მოიხმარს მეტ ელექტრო ენერგიას და შესაბამისად, ნაკლებად ენერგოეფექტურია. თქვენს შესასრულებელ სამუშაოზეა დამოკიდებული, რამდენად მძლავრი წყლის პომპა დაგჭირდებათ. მაგალითად, თუ საშუალო ან პატარა სახლის სისტემისთვის გჭირდებათ წყლის პომპა, მაშინ დაბალი სიმძლავრის გამოგადგებათ - მოგაწოდებთ საკმარისი რაოდენობის წყალს და იმუშავებს ეკონომიურად. თუმცა, თუ სოფლის მეურნეობისთვის გჭირდებათ წყლის ნასოსი, რომელსაც სარწყავი სისტემების წყლით მომარაგება დაევალება, მაშინ მაღალი სიმძლავრის, წნევისა და წარმადობის წყლის პომპა დაგჭირდებათ.
წყლის ტუმბოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მისი წარმადობაა. წარმადობა განსაზღვრავს თუ რამდენი წყლის მოწოდება შეუძლია წყლის ტუმბოს დროის გარკვეულ მონაკვეთში. შესაბამისად, წარმადობა წყლის ტუმბოს მიერ შექმნილ წნევაზეც მეტყველებს. წყლის ტუმბოს წარმადობა თითქმის სიმძლავრის მსგავსი მახასიათებელია, რადგან თუ დიდი ობიექტის წყლით მომარაგება, ან სარწყავი სისტემების გამართვა გინდათ, მაშინ მაღალი წარმადობის წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. ხოლო, თუ მცირე კომერციული ფართის ან სახლის წყლით მომარაგება გნებავთ, მაღალი სიმძლავრისა და წარმადობის წყლის პომპა არ იქნება ოპტიმალური ვარიანტი, რადგან თქვენ ვერ გამოიყენებთ მის სრულ შესაძლებლობებს, თუმცა კომუნალურ გადასახადებში ბევრად მეტს გადაიხდით.
ყველა წყლის ტუმბოს მახასიათებლებში მინიშნებული აქვს მუშაობის მაქსიმალური სიმაღლე. ეს მახასიათებელი განსაზღვრავს წყლის ტუმბოს მაქსიმალურ სიმაღლეს, სადაც მას შეუძლია წყლის მიწოდება. ეს მნიშვნელოვანი დეტალია წყლის ტუმბოს შეძენისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარკვეული სიღრმიდან იღებთ წყალს, ან მაღალ სიმაღლეზე გინდათ წყლის სისტემის გამართვა. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურ სიმაღლის გადაჭარბებით, შესაძლოა წყლის ტუმბომ იმუშაოს, თუმცა იმუშაოს შეზღუდული დროით და ძრავის დიდი დატვირთვის გამო გაფუჭდეს. ეცადეთ, თქვენს მიერ შერჩეული წყლის პომპა და მისი მაქსიმალური სიმაღლე მინიმუმ 15-20 მეტრით აღემატებოდეს თქვენს მიერ შეთავაზებულ სამუშაო სიმაღლეს. ასეთ შემთხვევაში, თქვენი წყლის პომპა ხანგრძლივად, დიდი დროის განმავლობაში იმუშავებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნებისმიერი მომხმარებლისთვის საყურადღებოა გარანტია. წყლის პომპა არის ის ნივთი, რომლის ხშირი შეძენა, დემონტაჟი და ახლის ინსტალაცია პრობლემურია და ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. ამიტომაც გარანტია და საგარანტიო ფურცელი არის, რაც კიდევ უფრო დაგვარწმუნებს წყლის პომპას ხარისხში და გამძლეობაში. თუ მწარმოებელი და გადამყიდველი კომპანია არ ენდობა წყლის ტუმბოს, მაშინ ვერც თქვენ ენდობით. ამიტომაც, აირჩიეთ ისეთი წყლის პომპა, რომელსაც მინიმუმ 1 წლიანი გარანტია მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ დაზღვეული იქნებით წყლის ტუმბოს ნებისმიერი ქარხნული წუნის გამო დაზარალებისგან.
Holst.ge-ზე LEO-ს წყლის ტუმბოების დიდ არჩევანს შეხვდებით. ეს მწარმოებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე და ჩვენც, მისი დაბალი ფასების და მაღალი ხარისხის შეთავაზება ქართველი მომხმარებლებისთვის გადავწყვიტეთ. დღეს, LEO-ს წყლის ტუმბოები ყველაზე გაყიდვადი წყლის ტუმბოებია Holst.ge-ზე და ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა ეცნობა მის ღირსებებს, ხდება ლოიალური ამ ბრენდის მიმართ. ჩვენი საიტი გთავაზობთ LEO-ს წყლის ტუმბოების დიდ არჩევანს. რამდენიმე მათგანს კი აქვე განვიხილავთ.
ეს მცირე ზომისა და დაბალი სიმძლავრის წყლის ტუმბო, საუკეთესოა პატარა სახლის ან საოფისე ფართის წყლით მომარაგებისთვის. არის ძალიან იაფი და ენერგოეფექტური. ზედაპირისაა და მისი დამონტაჟებისთვის მცირე ფართის გამოყოფა დაგჭირდებათ, როგორიცაა საკუჭნაო და მსგავსი. წყლის ტუმბოს მაქსიმალური ამოტუმბვის სიღრმე 8 მეტრია. ამიტომაც, ამ მოდელის შეძენა მიზანშეწონილია ავზის გამოყენების შემთხვევაში.
უპირატესობები:
LEO-ს ეს წყლის ტუმბო ასევე ენერგოეფექტურობითა და დაბალი ფასით გამოირჩევა. მაქსიმალური სიმაღლე, სადაც წყლის მიწოდება შეუძლია 35 მეტრია. არის ზედაპირის წყლის ტუმბო, თუმცა აქვს ძალიან დაბალი ხმა მუშაობისას. ამიტომაც არ იწვევს დისკომფორტს.
უპირატესობები:
კიდევ ერთი ზედაპირის წყლის ტუმბო, თუმცა წინა ორთან შედარებით ბევრად მძლავრი და მაღალი წარმადობით. ეს მოდელი თავისუფლად მოემსახურება დიდ საოფისე ფართს და სახლს. მიუხედავად მაღალი სიმძლავრისა და წარმადობისა არის ენერგოეფექტური და ეკონომიური.
უპირატესობები:
ეს მოდელი ჩასაძირი წყლის ტუმბოა და არის ძალიან მძლავრი, მაღალი წარმადობის წყლის პომპა, რომელიც სარწყავ სისტემებსა და დიდ კომერციულ საქმიანობას, თავისუფლად მოამარაგებს წყლის უწყვეტი ნაკადით. ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია საამქროების, საწარმოების მფლობელებსა და სოფლის მეურნეობით დაკავებული პირებში.
უპირატესობები: