წყლის ტუმბოს მარტივად შერჩევაში ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგეხმარებათ

კი, აფხიზლებს ხოლმე დილის ყავა ადამიანს, როგორ არა და ნუ, ჩაიც, მაგრამ ყველაზე უფრო ეფექტიანი გამოსაფხიზლებელი რომ წყალია, იცით? როგორ და ჭერიდან რომ წვეთ-წვეთად მოწანწკარებს - ისე გამოგაფხიზლებთ, მისაყოლებელი არც კი გაგახსენდებათ...

უხერხულად გამოვიდა, წყალი ჩვენს მტერს ჩაუვიდეს მეზობლისგან, კაცო! თუმცა, მიხვდებოდით, წყალზე ვაპირებთ საუბარს, უფრო ზუსტად, საუბრის მთავარი თემა ამჯერად წყლის ტუმბო გახლავთ.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გაგაცნობთ: წყალი, ჩვეულებრივი, სუფთა სასმელი წყალი კიბოს გაჩენის რისკებს ერთიორად ამცირებს! კვლევებით დადგენილია, რომ ორგანიზმს, რომელიც საჭირო რაოდენობით წყალს მუდმივად იღებს, 45 პროცენტით ნაკლები აქვს რისკი, რომ მსხვილი ნაწლავის კიბო შეაწუხებს, ხოლო საშარდე ბუშტის კიბოს რისკები 50 პროცენტით მცირდება!..

კარგით, ეს თემაც გვერდზე გადავდოთ და ისევ წყლის ტუმბოები გამოვიტანოთ სააშკარაოზე, მე თქვენ გეტყვით, არ გვეყოფა სიტყვის მარაგი... სიტყვა გინდათ? მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა!..

ტა, ტა, ტა, ტა! წყლის პომპა გვაქვს სასაუბროდ, წყლის პომპა და ხან ზედა სართულზე მცხოვრები უყურადღებო მეზობელი გაგახსენეთ, ხან - წვიმის სინონიმები...

ახლა უკვე ნამდვილად წყლის ტუმბოები განვიხილოთ და იმაზე ვისაუბროთ, რაში და როგორ გვეხმარება ეს დანადგარები, რომ ყველაფერი ცოცხლისთვის აგრერიგად მნიშვნელოვანი რამ მივიღოთ - წყალი!

რისთვის არის საჭირო წყლის ტუმბო?

წყლის ტუმბო შეუცვლელია სახლის სუფთა წყლით უზრუნველყოფისთვის, წყლების გადინებისთვის, გათბობის სისტემის გამართულად მუშაობისთვის, აუზისთვის წყლის მიწოდებისთვის, ბაღ-ვენახის მორწყვისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - როგორც ხედავთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ დანადგარის გამოყენების სპექტრი საკმაოზე მეტად ფართოა.

ლოგიკურია, რომ დავალებების ასეთი მრავალფეროვნება ტუმბოების დიზაინის მახასიათებლებში განსხვავებების მიზეზი ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ ტუმბო საკმაოდ ვიწროდ სპეციალიზდება. ამდენად, დილეტანტისთვის შესაძლოა, რთული იყოს კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად სწორი მოდელის შერჩევა. ჰოდა, Hols.ge ამჯერადაც საჭირო დეტალებს გაგაცნობთ!

რა არის ტუმბო?

ტუმბო - ეს არის მექანიკური მოწყობილობა სითხის ან აირის მიწოდება-ამოტუმბვისთვის დაბლიდან უფრო მაღალ წერტილამდე, მაღალი წნევის ზონამდე, სადაც ნივთიერება თვითდინებით მიღწევას ვერ ახერხებს.

როგორც წესი, ტუმბო თავის თავში წარმოადგენს ჰიდრავლიკურ მანქანას, რომელიც სითხის მოძრაობას მაღალი წნევის დახმარებით უზრუნველყოფს. მოტორის მექანიკური ენერგიის სითხის მოძრაობის მექანიკურ ენერგიად გარდაქმნით, ტუმბოს შეუძლია:

  • გარკვეულ სიმაღლემდე სითხის მიწოდება;
  • ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სითხის მიწოდება;
  • ნებისმიერ დახურულ სისტემაში სითხეს ცირკულირების საშუალებას აძლევს.

წყლის ტუმბოს ტიპები

არსებობს მრავალი სახის ტუმბო, რომლებიც განსხვავდება ტექნიკური მახასიათებლებითა და დანიშნულებით. ტუმბოების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები მოიცავს:

  • მარგი ქმედების კოეფიციენტი;
  • ტუმბოს სიმძლავრე;
  • ამოტუმბული სითხის წარმადობა ან მოცულობა დროის ერთეულზე;
  • სითხის მაქსიმალური წნევა;
  • ტუმბოს წარმოქმნილი წნევა.

დანიშნულების მიხედვით, საყოფაცხოვრებო ტუმბოები იყოფა:

  • სასმელი წყლის ტუმბოები;
  • ტუმბოები დაბინძურებული წყლისთვის, მათ შორის, საკანალიზაციო არხებისთვის.

სუფთა წყლის ტუმბოები ძირითადად გამოიყენება წყალმომარაგების სისტემების, ასევე, საცურაო აუზებისთვის.

დაბინძურებული წყლის ტუმბოებს უფრო ფართო გამოყენება აქვთ: სადრენაჟო ტუმბოები, კანალიზაციის, შადრევნისა და სარწყავი ტუმბოები. მათ შორის, გამოიყოფა ცალკეული ერთეულები, რომლებიც გამოიყენება საშუალო ხარისხის დაბინძურების სითხესთან (მყარი მინარევების შემცველობა წყალში 200 გ/მ3-ზე ნაკლებია) და ერთეულებად, რომლებიც გამოიყენება მაღალი ხარისხის დაბინძურების სითხესთან (წყალში მყარი მინარევების შემცველობა 200 გ/მ3-ზე მეტია).

პირველი ტიპის ტუმბოების გამოყენება არ შეიძლება ძლიერ დაბინძურებული სითხეების ამოტუმბვისთვის - სამუშაო პირობების დარღვევა აუცილებლად გამოიწვევს მექანიკური ნაწილების სწრაფ ცვეთას და მწყობრიდან გამოსვლას. მეორეს მხრივ, ლოგიკას მოკლებულია ძვირის გადახდა ტუმბოში, რომელიც განკუთვნილია მძიმე დაბინძურებისთვის, თქვენ კი სუფთა წყლის დანადგარი გესაჭიროებათ.

ჩასაძირი, ზედაპირისა და ცირკულაციის ტუმბოები

ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის გარდა, საყოფაცხოვრებო ტუმბოებს განასხვავებენ მათი მონტაჟის ადგილის მიხედვით:

  • ჩასაძირი;
  • ზედაპირის;
  • ცირკულაციის.

ჩასაძირი ან წყალქვეშა ტიპის ტუმბოები, როგორც სახელითაც ნათლად ჩანს, მონტაჟდება უშუალოდ სითხეში, სადაც დანადგარს მუშაობა უწევს. ასეთი ტუმბოს კორპუსი მთლიანად ან ნაწილობრივ წყალში უნდა იყოს ჩაძირული. თუ ტუმბო მთლიანად „დაიხრჩო“, ის წყლის ქვეშ გარკვეულ სიღრმეზე მაგრდება (ჩვეულებრივ, ფსკერიდან 0,5–1 მეტრში).

ზედაპირის ტუმბოები დამონტაჟებულია რეზერვუარიდან გარკვეულ მანძილზე, როგორც წესი, შესაბამის შენობაში და უკავშირდება მილის ან შლანგის მეშვეობით.

ჩასაძირი და ზედაპირის ტუმბოები გარე სატუმბ მოწყობილობებს განეკუთვნებიან.

ცირკულაციის ტუმბო არის შიდა მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებულია როგორც წყალმომარაგების ან გათბობის სისტემის ნაწილი და ხელს უწყობს სითხის მიმოქცევას. ასევე, არსებობს სისტემაში წნევის მოსამატებელი ტუმბოებიც.

ელექტრო და თხევად საწვავზე მომუშავე ტუმბოები

მნიშვნელოვანია, წყლის პომპა შეარჩიოთ არა მხოლოდ მისი დანიშნულების ან ტექნიკური მახასიათებლების, არამედ კვების ტიპის მიხედვითაც. მოგეხსენებათ, ხდება ხოლმე, როცა ელექტროენერგია რაღაც მიზეზების გამო ხელმისაწვდომი არ არის, არადა, ტუმბო უნდა მუშაობდეს. ამ შემთხვევაში, ალტერნატივა, საბედნიეროდ, არსებობს - თხევად საწვავზე მომუშავე ტუმბო.

ამგვარად, არსებობს:

  • ელექტრომოტორზე მომუშავე ტუმბო;
  • ბენზინის მოტორზე მომუშავე ტუმბო;
  • დიზელზე მომუშავე ტუმბო.

როგორც წესი, ყველაზე ეკონომიური ვარიანტი დიზელის ტუმბოა, „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა“?! დიზელის მოდელის შემთხვევაში, მოგიწევთ იზრუნოთ საწვავის დროულად შევსებაზე, გარდა ამისა, ექსპლუატაციის დროს დიზელის ტუმბო ძალიან ხმაურიანია. ბენზინის მოდელი ნაკლებად ხმაურობს ვიდრე დიზელის, თუმცა ამ უკანასკნელის ღირებულება შედარებით მაღალია. ელექტრომოტორზე მომუშავე წყლის ტუმბო ყველაზე უნივერსალურია და შესაბამისად, ყველაზე პოპულარულიც.

წყლის ნაკადი სუსტია - რა არის მიზეზი?

წყლის დაბალი წნევის მიზეზები შეიძლება იყოს:

  • წყლის არასაკმარისი რაოდენობა რეზერვუარში. ეს იმას ნიშნავს, რომ დანადგარი მუშაობს, მაგრამ სატუმბ ოპერაციებს ვერ ასრულებს. უყურადღებობის შედეგად, შესაძლოა, ტუმბო მწყობრიდან გამოვიდეს;
  • ჭაბურღილის არასაკმარისი სიღრმე ან ტუმბოს არასწორი ადგილმდებარეობა - ტუმბო უნდა დამონტაჟდეს საკმარის სიღრმეზე, ამიტომ, აღჭურვილობის შეძენამდე, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჭაბურღილის სიღრმე და ზომა დააზუსტოთ;
  • დამცავი ფილტრის არარსებობა - თუ არ არის ფილტრი, რომელიც მოწყობილობას ნაგვის, ქვიშის მოხვედრისგან იცავს, წყალი შეიძლება დაბინძურდეს და მილებში ვეღარ გაიაროს;
  • მილსადენი შესაძლოა, გახვრეტილი იყოს;
  • წყლის ტუმბოს ცალკეული მექანიზმებისა და კვანძების ცვეთა;
  • მემბრანის დაზიანება.

ასევე, დაბალი წნევის მიზეზი შეიძლება არასაკმარისი სიმძლავრის ამძრავი იყოს. სიმძლავრე სატუმბი აღჭურვილობის მთავარი მახასიათებელია. ამდენად, სანამ დანადგარს შეიძენთ, შემდეგი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ: რა მანძილით არის დაშორებული წყალი სახლს თუ იმ ადგილს, სადაც მისი გამოყენება გჭირდებათ, როგორია რეზერვუარის სიღრმე და ასე შემდეგ.

Schpindel - WDP - 400 მინი ტუმბო

Schpindel mini tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)
  • შტრიხკოდი  - 8988864332326
  • წონა (კგ) - 0.75
  • წარმადობა (Max) - 400l/h
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'') 

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 1200091218110
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel chasadziri wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8902275739918
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 12.7
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 2" (50mm)

Schpindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 196cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869631409769
  • წონა (კგ) - 25
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 3.6 l
  • წარმადობა (Max) - 30.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28
  • შემსვლელი - 50mm(2'')
  • გამომსვლელი - 50mm(2'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება