ხარისხიანი და უსაფრთხო კიბე - რას შეძლებთ და რას ვერ შეძლებთ მის გარეშე?

ერთი შეხედვით, კიბე უბრალო ნივთად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გარეშე ბევრი საქმეა წარმოუდგენელი. თაროების დაკიდება იქნება ეს თუ - დალაგება, ფარდების შეცვლა, მცირე და მასშტაბური სარემონტო სამუშაოები - ყველა ასეთ სიტუაციაში სწორედ კიბე გვჭირდება, რაც მთავარია - ხარისხიანი და უსაფრთხო, რომელსაც Holst.ge-ზე მარტივად შეარჩევთ და შეიძენთ.
სწორად შერჩეული კიბე არა მხოლოდ ამარტივებს საქმეებს, არამედ ამცირებს სიმაღლიდან ჩამოვარდნისა და ტრავმების რისკს. სწორედ ამიტომ, მისი არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მასალა, სიმაღლე, სტაბილურობა და დანიშნულება - იქნება ეს საოჯახო საქმეებისთვის თუ პროფესიონალური სამუშაოსთვის.

როცა საქმე სიმაღლეს ეხება, პირველ ადგილზე რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ არის ხარისხიანი კიბეები აუცილებელი ნივთი როგორც სახლში, ისე ოფისსა თუ სახელოსნოში. თანამედროვე მოდელები მსუბუქი, გამძლე და კომფორტულია - ისე რომ ერთი შეხედვით მარტივი აქსესუარი რეალურად დიდ როლს თამაშობს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როგორი კიბეები არსებობს

1. თავისუფლად დასადგამი კიბეები - აქვთ საკუთარი საბჯენი ფეხები, რაც მოწყობილობის დამხმარე ზედაპირზე მიმაგრების აუცილებლობას გამორიცხავს. ასეთი კიბეები მაღალი ხეებიდან მოსავლის აღებისას, ასევე, ტოტების გასხვლისას გამოიყენება.

2. დასამაგრებელი დახრილი კიბეები - სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი კიბის სპეციალური სახეობა, რომლის ზედა ნაწილისთვის დამატებითი პლატფორმა არის გათვალისწინებული. საყრდენი პლატფორმის დანიშნულებაა, მასზე, მაგალითად, საღებავით სავსე ქილის განთავსება.

3. დასაკიდი კიბეები - ასეთი მოდელის თავისებურება ის გახლავთ, რომ მოჰყვება სპეციალური სამაგრი მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა, კიბე სასურველ ზედაპირზე დაეკიდოს. დამაგრების შემდეგ, კიბის გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ასეთი კიბისთვის მობილურობა დამახასიათებელი არ არის, რადგან კონკრეტულ ადგილზე დამაგრების შემდეგ, ხანგრძლივი დროით გამოიყენება.

4. დასამაგრებელი ვერტიკალური კიბეები - ეს ყველაზე მარტივი სახეობაა, რომლის დახმარებითაც, სახლის სხვენზე მოხვედრა ოპერატიულად შეიძლება.

განხილული კიბეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზედაპირის დატვირთვის პარამეტრია. საყოფაცხოვრებო ან სამეურნეო მიზნებისთვის განსაზღვრული კიბეებისა და კიბე პლატფორმებისთვის ეს პარამეტრი 2000 პასკალზე დაბალი არ უნდა იყოს.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კიბის შეძენის დროს?

მზადდება სხვადასხვა მასალისგან, უძლებს სხვადასხვა დატვირთვას, განსხვავდება კონსტრუქციით - მოკლედ, მრავალი სახის კიბე არსებობს, ძირითადი კლასიფიკაცია კი შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით ხდება:

  • დანიშნულების;
  • სიმაღლის;
  • კონსტრუქციის;
  • მასალის.

კიბეები შეიძლება იყოს:

  • ცალმხრივი - საფეხურები მხოლოდ ცალ მხარესაა განლაგებული;
  • ორმხრივი - საფეხური ორ მხარეზეა განლაგებული, რაც მუშაობისთვის მეტად კომფორტულია როგორც ერთი, ისე ორი ერთდროულად მომუშავე ადამიანისთვის.

კიბეს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ზედა ნაწილში განლაგებული სპეციალური პლატფორმა - ეს ბევრად პრაქტიკული და საიმედოა, ვიდრე უბრალოდ, ერთმანეთზე მიერთებული ორი ძელი.

უსაფრთხოების ძირითადი წესები

  • ყოველთვის განათავსეთ კიბე მყარ და ბრტყელ ზედაპირზე;
  • არ გამოიყენოთ ზედმეტად დახრილ ან არასტაბილურ ადგილას;
  • არ გადააჭარბოთ მწარმოებლის მიერ მითითებულ მაქსიმალურ დატვირთვას,.
  • თუ გიწევთ სიმაღლეზე ხანგრძლივი მუშაობა, შეამოწმეთ, რომ საფეხურები არ იყოს დაზიანებული ან დასველებული.

კიბე მარტივი, მაგრამ აუცილებელი ნივთია, რომელიც ყოველდღიურ საქმეს გაცილებით მარტივსა და უსაფრთხოს ხდის.
სწორად შერჩეული მოდელი არა მხოლოდ კომფორტს, არამედ სანდოობასაც უზრუნველყოფს - იქნება ეს ალუმინის დასაკეცი ვარიანტი თუ პროფესიონალური კიბე.
გაითვალისწინეთ თქვენი საჭიროებები, სივრცე და უსაფრთხოების სტანდარტები - და ახალი კიბე მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x11 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 2470mm სიმაღლე გაშლისას: 4090mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009844
  • წონა (კგ) - 12
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

ალუმინის კიბე Industrial (A TYPE) 2x7 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849007666
  • წონა (კგ) - 11.5
  • საფეხურების რაოდენობა - 2x7

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x11 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 5170mm სიგანე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009462
  • წონა (კგ) - 12.5
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება