ხარისხიანი ჰაერის კომპრესორები Holst.ge- ზე

დიდი დაწესებულებების ამუშავებას, ასეთივე ძალა სჭირდება. მაგალითად, თუ ავეჯის საამქრო ან სხვა საწარმო გაქვთ, ჰაერის კომპრესორი აუცილებლად დაგჭირდებათ. ხელსაწყოს ავტოსახელოსნოშიც გამოიყენებთ. თუ დაშვებული საბურავის სწრაფად შეკეთება გსურთ, კომპრესორი ელვის სისწრაფით ასრულებს. მუშაობის პრინციპი კი მარტივია. ინსტრუმენტს სხვა ხელსაწყოები ემაგრება და მათ ჰაერის ნაკადს აწვდის. შედეგად მაღალი წნევა წარმოიქმნება და ჰაერიც არჩეული მიმართულებით ნაწილდება. კომპრესორის უპირატესობა სისწრაფეა. გარდა ამისა, კიდევ ბევრი დადებითი თვისება აქვს. თუმცა, გამორჩეული მაინც ეს არის.

რა მნიშვნელობას ატარებს მოცულობა ?

კომპრესორისთვის მოცულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანებისთვის ჰაერი. ამ მახასიათებელზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ზოგიერთი კომპრესორი მხოლოდ ერთ ხელსაწყოს იმაგრებს და ერთდროულად რამდენიმესთან შესაჭიდებლად, საკმარისი ძალა არ აქვს. მოცულობის როლი სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი. თუ კი ხელსაწყო მძლავრია, სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს და ამას დამატებული ტევადია, მაშინ რამდენიმე ხელსააწყოს იმაგრებს. ეს კი მეტად მომგებიანია. ამიტომ, თუ დიდი საწარმო გაქვთ, ასეთივე მოცულობის კომპრესორი დაგჭირდებათ. მაგალითად, 200L კარგი მაჩვენებელია.

რამდენად კომპაქტურია ჰაერის კომპრესორი ?

ჰაერის კომპრესორების უმეტესობა მძიმეა. ის ხელსაწყოები, რომლებსაც მაღალი სიმძლავრე, მოცულობა და სხვა მახასიათებლები აქვს, ყოველთვის მეტს იწონის. ნაკლებად მძლავრი ინსტრუმენტები კი სიმსუბუქით ხასიათდება. როცა კომპაქტურობაზე ვსაუბრობთ, პირველი სწორედ ეს ფაქტორი გვახსენდება. ჰაერის კომპრესორი ზომითაც დიდი ხელსაწყოა, ამიტომ, მისი გადაადგილება მარტივი არ არის. ამ თვალსაზრისით ნამდვილად არაკომპაქტურია. თუმცა, ინსტრუმენტს ხშირი გადაადგილება არ დასჭირდება. მუშაობის პროცესში არც ხელში ჭერაა საჭირო. შესაბამისად, წონით გამოწვეული დისკომფორტი გვერდზე გადადის. საბოლოოდ, ვერ ვიტყოდით რომ კომპაქტური ინსტრუმენტია, მაგრამ იმდენად გამოსადეგია, რომ ყველაფერს აბათილებს.

ბრუნვის სიჩქარე

ზოგადად, ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ხელსაწყოა. თუმცა, სიჩქარეებს შორის განსხვავებას მაინც ვპოულობთ. მაღალი მაჩვენებლის მქონე ინსტრუმენტი, ბევრად სწრაფად მუშაობს.  როცა საქმის შესრულება მოკლე დროში გვსურს, სწორედ ამ სიტუაციისთვისაა გათვლილი. ბრუნვის სიჩქარეს წნევაც ემატება და კომპრესორი ეფქტურად საქმიანობს.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

ჩამოთვლილი კომპრესორები ზღვაში წვეთია იმასათან შედარებით, რაც Holst.ge - ზე დაგხვდებათ. ამჯერად, მხოლოდ 4 ხელსაწყოს განვიხილავთ. საიტზე კი ბევრად მეტია. არჩევა როგორც დიზაინის, ასევე მონაცემების მიხედვით შეგიძლიათ. ასეთ ფართო არჩევანში თქვენთვის სასურველსაც იპოვით. ინსტრუმენტები, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხისაა. თითოეულს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. ამიტომ, ხელსწყოები თქვენს სამსახურში დიდხანს იქნება.

როგორ უნდა შეიძინოთ Holst.ge - ზე ხელსაწყოები ?

ტექნოლგიების ეპოქაში ყველაფერი მარტივია. ციფრული ველები ამის საშუალებას გვაძლევს. Holst..ge ონლაინ ჰიპერმარკეტია. ნივთებს ადგილზე ვერ ნახავთ, მაგრამ საიტზე თვალს შეავლებთ და აქედანვე გამოიწერთ. ეს კი უმარტივესი პროცესია. არჩეულ ნივთს საყიდლების კალათში ათავსებთ და გადახდის გვერდზე გადადიხართ. ბარათის მონაცემების შეყვანა რამდენიმე წუთის საქმეა. შემდეგ კი მიზანს აღარაფერი აკლია. მხოლოდ ლოდინი დაგრჩენიათ. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ, ეს კი კომოფრტულია. მითუმეტეს, თუ მაღაზიებში უთავბოლო სიარული,  დროის  კარგვად მიგაჩნიათ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. დიდხანს ლოდინიც არ მოგიწევთ და ნივთები თქვენთან რამდენიმე დღეში იქნება.

TOLSEN TOL1907-73128 ჰაერის კომპრესორი 200L

Tolsen -  ის ჰაერის კომპრესორი ყოვლისშემძლეა. მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე ფართო გასაქანი აქვს. ხელსაწყო იმედანად მძლავრია, რომ რამდენიმე ინსტრუმენტის ჰაერით მომარაგება შეუძლია. სხვა კომპრესორები თუ ერთს იმაგრებს, ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უკეთაა. ხელსაწყო მთელი დღის განმავლობაში მუშაობს. საქმეს შეფერხებების გარეშე ასრულებს. დიდი შესაძლებლობები აქვს, ამიტომ პატარა სივრცეში მისი ჩაკარგვა უსამართლობაა. ფართო ასპარეზს იმსახურებს. სწორედ ამიტომ, დიდ საამქროებში კარგად გამოიყენებთ. ზუსტად ასეთი სივრცეებისთვისაა გათვლილი. იმ ადგილისთვის, სადაც ბევრს იმუშავებს. ამაში კიდევ უფრო რომ დარწმუნდეთ, სხვა მახასიათებლებსაც თვალი შევავლოთ. მაგალითად, მოცულობას, იმ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. Tolsen - ის ჰაერის კომპრესორი 200 ლიტრიანია. ეს კი მაღალი მაჩვენებელია. ინსტრუმეტი ძლიერი წნევითა და წარმადობითაა აღჭურვილი.

Tolsen kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 102
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar 
  • წარმადობა - 250 l/min         
  • ცხენის ძალა - 3HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • მოცულობა
  • გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

მეორე ჰაერის კომპრესორი კიდევ ერთ ხარისხიან ბრენდს, Schpindel- ს ეკუთვნის. ხელსაწყო მძლავრია. ამ მხრივ დასაწუნი არაფერი აქვს. თუმცა, მოცულობით საშუალო ზომისაა. 100 ლიტრი სწორედ ასეთი მაჩვენებელია. საქმეში კი სულაც არ მოიკოჭლებს. დანარჩენი მახასიათებლები მაღალი აქვს. ბრუნვის სიჩქარე მწყობრშია. ამის მეშვეობით სწრაფად მუშაობს. დამატებით ხელს წნევა აწვდის. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს კი ერთგვარი დაზღვევაა. შესაძლოა საერთოდ არ დაგჭირდეთ. თუმცა, თუ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, მაშინ საგარანტიო ტალონი გამოგადგებათ. ორიოდე სიტყვა ხარისხზეც ვთქვათ. Tolsen - ის ჰაერის კომპრესორი საუკეთესო მასალისგანაა დამზადებული. გულდასმით აწყობილი ხელსაწყო გამძლეა. მრავალი წლის მანძილზე, თქვენს გვერდით იქნება და რთულ საქმეეს გაგიმარტივებთ.

Schpindel kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • წნევა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel - ის ხარისხზე უკვე ვისაუბრეთ და სწორედ ამიტომ, რა უნდა ქნათ თუ ამ ბრენდის ხელსაწყო გსურთ, მაგრამ ისეთი მძლავრი არა ? ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. ამჯერად, იმავე ბრენდის შედარებით დაბალი მონაცემების მქონე ხელსაწყოს წარმოგიდგენთ. სიმძლავრეც ნაკლები აქვს და მოცულობაც. თუ პატარა საწარმოსთვის გსურთ, დაბალი მონაცემები პრობლემა არაა. ასეთ ადგილას იმდენად ბევრი საქმე, რომ კომპრესორმა ვერ გაუძლოს, არ იქნება. ამიტომ, მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • წნევა
  • გარანტია

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

ჩამოთვლილებს შორის ყველაზე დაბალი მოცულობის ხელსაწყო, ასე გამოიყურება. Tolsen - ის ჰაერის კომპრესორს დიდი გასაქანი არ აქვს და ვერც რამდენიმე ხელსაწყოს დაიმაგრებს. თუმცა, სხვებისნაირი წნევა და ერთ წლიანი გარანტია აქვს. მარტივ საქმეს თავს კარგად ართმევს. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხარისხსა და მაღალ სამუშაო რესურსზე აღარაფერს ვამბობთ. მოკლედ, თუ საქმე მარტივ საქმესთან გაქვთ, Tolsen - ის ჰაერის კომპრესორი გზას გაგიკვალავთ.

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 188 l/min         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • გარანტია
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება