ხარისხიანი ონკანები Holst.ge - ზე |
ხარისხიანი ონკანები Holst.ge - ზე |
სახლი განსაკუთრებული ადგილია. ასეთად კი ჩვენ ვქმნით. მოწყობის პროცესში დეტალებს სათანადო ყურადღებას ვაქცევთ და კომფორტის ზონას ვიწყობთ. თუ გვინდა რომ მუდამ ასეთივე ადგილად დარჩეს, მაშინ ხარისხიან ონკანზე უნდა ვფოკუსირდეთ. თუ კი უხარისხო ონკანს დაამონტაჟებთ, მუდმივად გაფუჭებული იქნება და იდილიაც დაირღვევა. ასეთი შემრევების დაზიანება ხშირია. შედეგად კი დატბორილ ოთახს ვიღებთ. სახლი კი პრობლემურ სივრცედ იქცევა. ასე რომ არ მოხდეს, ჩვენ საუკეთესო ხელსაწყოები დაგახვედრეთ. თითოეული შემრევი დაკვირვებითაა შერჩეული. ამიტომ, შეგიძლიათ მაქსიმალურად მშვიდად იყოთ. ამას Kettler- ის ონკანები უზრუნველყოფს.
სახლი სხვადასხვა განყოფილებებისგან შედგება. მაგალითად, სამზარეულო, სააბაზანო და ა.შ. ყოველ სველ წერტილს თავისი სპეციფიკა აქვს. ამიტომ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელსაწყოები ესაჭიროება. არსებობს აბაზანის, ხელსაბანისა და სამზარეულოს შემრევები. სამივე სხვადასხვა დიზაინისაა და განკუთვნილ ადგილებს ზუსტად ერგება.
დაარსების დღიდან ბრენდს საუკეთესოობის ამბიცია ჰქონდა. მიზნის მიღწევას მუდმივად ცდილობდა და საბოლოოდ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო. Kettler ხარისხიან და სანდო ბრენდად წარმოგვიდგა. თავდაპირველად რამდენიმე ხელსაწყოთი შემოიფარგლებოდა, ახლა კი ჩვენს თვალწინ ინსტრუმენტების მთელი დასტა იშლება. ონკანების მხრივ სრული მრავალფეროვნებაა. შერჩევა როგორც დიზაინის, ასევე მასალის კუთხითაც შეგიძლიათ. ზოგს ცინკის კორპუსი აქვს, ზოგსაც კი უჟანგავი ფოლადის. გამძლეობის კუთხით ყველა საუკეთესოა. დასაწყისში ამდენი ტყუილად კი არ გვისაუბრია. Kettler - ის ონკანები ნებისმიერ გარემოს განსაკუთრებულობას შესძენს. კომპლექტაციის საკითხი კი სასიამოვნო ფაქტია. ზოგიერთ შემრევს დამატებითი ნივთები მოყვება. კომპლექტი კარგი იდეაა, რადგან ცალ-ცალკე შეძენა აღარ მოგიწევთ. მასში კი საჭირო ნივთებია თავმოყრილი.
პირველი შემრევი აბაზანაში მონტაჟდება და ამ პირობებისადმი სრულიად ამტანია. ონკანს კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ეს კი უკვე უპირატესობად ითვლება. კომპლექტაციაში შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი მოყვება. სამივე ნივთი აბაზანის განუყოფელი ნაწილია და აუცილებლად გამოიყენებთ. ონკანი მსუბუქია, ამიტომ მარტივად მონტაჟდება და დიდი ძალით არც ზედაპირს აწვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
შემდეგი ონკანი სამზარეულოსთვისაა განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, უჟანგავი ფოლადის კორპუსისგან შედგება. დრო ხელსაწყოს ვერაფერს აკლებს. რამდენიმე წლის შემდეგაც ახალივით გამოიყურება და ეს ხარისხიანი მასალის დამსახურებაა.
უპირატესობები:
ხელსაბანის შემრები კერამიკული კარტრიჯისგანაა დამზადებული. ცინკის კორპუსი მეტ გამძლეობას მატებს. კომპლექტაციაში მოქნილი მილი მოყვება. ამით კი საქმე უფრო მარტივდება. დანარჩენების მსგავსად, ონკანი მსუბუქი და კომპაქტურია. ასევე, ხელმისაწვდომი ფასიც ვახსენოთ და ისიც ვთქვათ, რომ Holst.ge - ზე სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: