ხარისხიანი ონკანების ფართო არჩევანი

როცა სახლში ხარისხიანი ონკანი გაქვთ, ჩათვალეთ რომ ყველაფერი მწყობრშია. ასე იმიტომ არის, რომ უხარისხო ინსტრუმენტი დიდი თავის ტკივილია. მართალია ნებისმიერი ხელსაწყოს შემთხვევაში ასეა, მაგრამ ონკანი მაინც ლიდერობს. რატომ ვუსვამთ ხაზს ამ საკითხს ? ნამდვილად საყურადღებოა და წინააღმდეგ შემთხვევაში სავალალო შედეგამდე მივდივართ. აბა, წარმოიდგინეთ, მწყობრიდან გამოსული ონკანი, ტბად გადაქცეული სახლი და საჩხუბრად მომზადებული მეზობელი. დაგვეთანხმებით, რომ წასაკითხადაც  ცუდია და რეალობად ქცევაზე აღარც ვსაუბრობთ. თქვენ კი გაგიმართლათ და ჩვენთან მოხვდით. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ხარისხიან პროდუქტს გთავაზობთ. ისეთ გამძლეს, რომ მარტივად არ გაფუჭდეს და მეზობელთან კამათიც თავიდან აირიდოთ. თუმცა, არის საკითხები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

რომელი სველი წერტილისთვის გჭირდებათ ონკანი ?

ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია, რადგან ყველა სველ წერტილს სხვადასხვა ონკანი აქვს. თუ კი შემრევი სამზარეულოსთვის გჭირდებათ, მაშინ სპეციალურად ამ სივრცისთვის განკუთვნილი ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ონკანს ვერ გამოიყენებთ, რადგან აბაზანის შემრევი სამზარეულოს ვერანაირად ვერ მოერგება. ასევე, განსხვავებულია ხელსაბანის ონკანიც. ეს საკითხი მარტივი მოსაგვარებელია. თქვენ უბრალოდ გვითხარით, თუ რომელი ადგილისთვის გჭირდებათ და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.

მოყვება თუ არა კომპლექტაცია ?

დამატებითი ნივთები ონკანების უმეტესობას თან ახლავს. რომელ მოდელებსაც სჭირდება, ყველას მოყვება. მაგალითად, აბაზანის შემრევის კომპლექტაციაში შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი შედის. სამივე ნივთი ისეთია, რომ აბაზანაში აუცილებლად დაგჭირდებათ. უფრო მეტიც, მათ გარეშე წარმოუდგენელია. კარგი კი ის არის, რომ ცალკე შეძენა არ მოგიწევთ. თქვენ მხოლოდ შემრევის საფასურს იხდით და დამატებითი ნივთები ამ ფასში ერთიანდება. ამავდროულად, ყველა ხელსაწყო ხარიხიანი და გარანტირებულად დიდხანს იმუშავებს. ხელსაბანისა და სამზარეულოს შემრევის შემთხვევაში განსხვავებული სიტუაციაა. აქ მხოლოდ მოქნილი მილია საჭირო, შესაბამისად, სწორედ ეს ხელსაწყო ახლავს.

რამდენად ხარისხიანი მასალისგან მზადდება კორპუსი და კარტრიჯი ?

ხელსაწყოების ამ ნაწილებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ონკანები იმის მიხედვით ფასდება თუ რამდენად ხარისხინია კორპუსი და კარტრიჯი. აქ კი ცინკი და კერამიკა ლიდერობს. ინსტრუმენტების უმეტესობა სწორედ ამ ორი მასალისგანაა დამზადებული. დანამდვილებით ვიტყვით, რომ მართლაც კარგია. წყალთან ორივე მასალა კარგად ურთიერთობს და დიდხანს ძლებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ონკანების ნაწილს ნადები მარტივად ედება და შემდგომ გასუფთავებაც ჭირს. Holst.ge - ზე წარმოდგენილი ონკანები ასეთები არ არის. თითოეული ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა და დროთა სვლას კარგად უძლებს.

რომელია ლიდერი ბრენდი ?

წარმოდგენილი ყველა ონკანი ბრენდ Kettler - ს ეკუთვნის და ტყუილად არა. ასე იმიტომ დალაგდა რომ შემრევების კუთხით ლიდერია. ბრენდი მრავალფეროვან არჩევანსა და ხარისხიან ხელსაწყოებს გვთავაზობს. მთავარი სწორედ ეს არის. თითოეული ინსტრუმენტზე პასუხისმგებლები არიან და როცა Kettler - ის ონკანს იძენთ, იცით, რომ დიდხანს არ გაცვდება და კარგად იმუშავებს. ეს კი ამ შემთხვევაში უმთავრესია. გემახსოვრებათ, თუ რა პრობლემებს იწვევს უხარისხო ხელსაწყო. ამაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. დროა, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის უპირატესობებზე გადავიდეთ.

Holst.ge - ის უპირატესობები:

  • ხელსაწყოების დისტანციურად შეძენა

დისტანციურ რეჟიმს უკვე დიდი ხანია მოვერგეთ და თან ისე ძალიან რომ ზოგჯერ სახლიდან გასვლაც კი აღარ გვსურს. თუმცა, რა უნდა ქნა, როცა სასწრაფოდ გჭირდება ონკანი, ინსტრუმენტების ნაკრები, სახრახნისი, კიბე და სხვა მსგავსი ხელსაწყოები ? კარის ზღურბლთან ხომ არავინ დაგახვედრებთ ? გგონიათ პასუხი უარი იქნება ? მაშინ გეტყვთ რომ ცდებით, რადგან Holst.ge ზუსტად ამისთვისაა შექმნილი. ადამიანების კომფორტს ხელს მაქსიმალურად უწყობს. სწორედ ამიტომ, სიხარულით გაცნობებთ, რომ ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. შეგიძლიათ ტელევიზორს უყუროთ და პარალელურად, ონკანი შეუკვეთოთ. ამისთვის მხოლოდ მობილური ან კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ. შემდეგ ყველაფერი მარტივია, ჩვენს საიტს ხსნით და სასურველ ხელსაწყოს არჩევთ. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი დისტანციურად ხდება, მაღაზიაში მისვლის გარეშე.

  • საკურიერო მომსახურება ყველგან

შემთხვევით ხომ არ გეგონათ, რომ ონლაინ გამოწერა მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი ? არა, ასე არ არის. საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ ნივთი გამოიწეროთ და ჩვენ ყველგან მოგაწვდით. შეძენილი ნივთები კარის ზღურბლთან მალე დაგხვდებათ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი საკურიერო მომსახურება უფასოა. ეს წესიც ყველგან ვრცელდება, როგორც დედაქალაში, ასევე, რეგიონებში.

  • სასიამოვნო მომსახურება

ამ უკანასკნელს დიდი როლი აქვს. რა სჯობს კარგად მომსახურებას, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღებასა და სწორ რჩევებს ?! ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ამ ყველაფერს გთავაზობთ. Holst - ის ოპერატორები არაფერს დაიშურებენ. თუ ზუსტად არ იცით, როგორი ნივთი უნდა შეიძინოთ, ამაშიც დაგეხმარებიან და სასურველ მოდელამდე მიგიყვანენ. უმჯობესია, თუ ყველაფერს თავად გამოცდით და ვფიქრობთ, აუცილებლად კმაყოფილი იქნებით.

KETTLER-15954 KT-3580B-2 აბაზანის შემრევი Jane

ბევრი აბაზანის შემრევი არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტულის მსგავსი ცოტაა. იქნებ არც კი არსებობდეს და განუმეორებელი იყოს. ონკანის დასახასიათებლად შეიძლება ასეთი სიტყვები გადაჭარბებული გეგონოთ, მაგრამ მართლაც ძალიან კარგია და ყველაფერი სრული სიმართლეა. ხელსაწყოს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი. ინსტრუმენტს გამძლე კარტრიჯი და კორპუსი აქვს. მოკლედ, ყველა პირობას აკმაყოფილებს და კარგადაც მუშაობს.

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER 
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი       
  • წონა (კგ) - 1.59         
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი       
  • სერია - Jane   
  • მოდელი - KT-3580B-2

კომპლექტაცია:      

  • შხაპის ყურმილი
  • საშხაპე მილი
  • კედლის სამაგრი

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • ცინკის კორპუსი
  • ხარისხიანი მასალა
  • კერამიკული კარტრიჯი

KETTLER-15947 KT-3580B-1 ხელსაბანის შემრევი Jane

ხელსაბანის შემრევს მართლაც მაღალი ხარისხი სჭირდება, რადგან ხშირმა გამოყენებამ არ დააზიანოს. თუ ამ კონკრეტული მოდელივით გამძლე იქნება, მაშინ ვერაფერი ავნებს. ხელსაწყოს კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ეს უკვე კარგი უპირატესობაა, რადგან იმას ნიშნავს, რომ საქმე ხარისხიან ინსტრუმენტთან გვაქვს. ონკანს მოქნილი მილი მოყვება. დამატებითი ნივთი მეტ კომფორტს შეგიქმნით და საქმე იდეალურად აეწყობა.

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი   
  • წონა (კგ) - 1.05333333333333
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი       
  • სერია - Jane 
  • მოდელი - KT-3580B-1          

კომპლექტაცია:      

  • 40cm მოქნილი მილი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი           

KETTLER-15992 KT-0410B-6 სამზარეულოს შემრევი Yulia

ამ დახვეწილ სამზარეულოს შემრევზე რას იტყოდით ? კარგი ინსტრუმენტია, ეს ნამდვილად ვიცით. ცინკის კორპუსი აქვს და ნადებს არ იკიდებს. დიდხანს ძლებს, წყალთან კარგად ურთიერთობს და კომპაქტური გამოსაყენებელია. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამზარეულოს ონკანი.

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი           
  • წონა (კგ) - 0.76         
  • კორპუსი - ცინკი       
  • სერია - Yulia 
  • მოდელი - KT-0410B-6

კომპლექტაცია:      

  • 40cm მოქნილი მილი

უპირატესობები:

  • ხარისხიანი კორპუსი
  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა

KETTLER-32636 გამშვები ონკანი ნახევარი ბრუნით Premium 1/2''x1/2''

თქვენს წინაშეა შესანიშნავი გამშვები ონკანი. ხელსაწყო გამართულად მუშაობს და რაც მთავარია, დიდხანს ძლებს. მწყობრიდან მარტივად არ გამოდის და ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ინსტრუმენტს ლატუნის კორპუსი აქვს. კორპუსი კი ნახევარი ბრუნითაა. მოკლედ, საუკეთესო ხელსაწყოებს გიტოვებთ, არჩევანი კი თქვენზეა.

Kettler gamshvebi onkani

  • ბრენდი - KETTLER   
  • პროდუქტის ტიპი - გამშვები ონკანი         
  • ზომა - 1/2''x1/2''       
  • წონა (კგ) - 0.1
  • კარტრიჯი - ნახევარი ბრუნით       
  • კორპუსი - ლატუნი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება