ხარისხიანი სანათები ხელმისაწვდომ ფასად

მრავალი სანათიდან საუკეთესოს პოვნა რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. რამდენიმე წესის ცოდნით, პროცესი უფრო გამარტივდება. ამ ინფორმაციას კი, ჩვენ ჩამოგიწერთ და თვალი ყურადღებით მიადევნეთ. მაშ ასე, დავიწყოთ.

გაითვალისწინეთ სანათების სიმძლავრე

რას უნდა გადახედოთ პირველად, თუ არა სიმძლავრის მაჩვენებელს ? სანათებისთვის ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სწორედ სიმძლავრეზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მკაფიოდ იქნება სივრცე განათებული და რა მანძილს მისწვდება სხივები. აქ კი ორი ვარიანტი გვაქვს. თუ გინდათ, რომ ოთახი მძლავრად გაანათოთ, მაშინ მაღალი მონაცემების მქონე სანათი დაგჭირდებათ. მეორე შემთხვევაში კი დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. თუ მხოლოდ კონკრეტული ადგილისთვის გსურთ და მთელი სივრცის განათება გეგმაში არ გაქვთ, ნაკლები მონაცემებიც მისაღებია.

აირჩიეთ მაღალრესურსიანი ხელსაწყო

სამუშაო რესურსები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამეა. მისი უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, ამიტომ აუცილებლად გადახედეთ. მარტივად რომ ვთქვათ, სანათები მაღალი რესურების მქონე უნდა იყოს. ასეთი ინსტრუმენტები ეფექტურად მუშაობს, დიდხანს ძლებს და საქმეს თავს კარგად ართმევს. არც მარტივად ზიანდება და შეცვლა დიდხანს არ დაგჭირდებათ. დაბალი რესურსების მქონე ხელსაწყოსთან კი, ყველაფერი საპირისპიროდაა. ჩვენთან კი მხოლოდ რჩეული ბრენდები და ინსტრუმენტებია თავმოყრილი. ამიტომ, რომელიც არ უნდა აირჩიოთ, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს ხელში საუკეთესო ხელსაწყო ხვდება.

ყურადღება მიაქციეთ ფერის ტემპერატურას

როცა საქმე სანათებს ეხება, ფერის ტემპერატურა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. სანათები ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განსხვავდება, მაგრამ რამდენიმე საკითხი მეტად მნიშვნელოვანია. ხელსაწყოები სხვადასხვა ფერში ანათებს. ძირითადად, ორგვარად, ყვითლად (თბილი ) და თეთრად (ცივი ნათება) არჩევანი მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ვერ გეტყვით რომ თბილი ნათება სჯობს, ან ცივი, რადგან ინდივიდუალურადაა. ადამიანთა ერთ კატეგორიას ყვითელი ფერი მოსწონს, ნაწილს კი თეთრი სინათლე.

შეიძინეთ ხარისხიანი სანათი

თუ ხელსაწყო ხარისხიანი არ არის, ყველაფერს აზრი ეკარგება. ასეთი ინსტრუმენტები დაუსრულებელ პრობლემებში გაგხვევთ, ეს კი არავის გვაწყობს. ჩვენი რჩევა იქნება, მხოლოდ მრავალჯერ დატესტილ ბრენდებს ენდოთ. ისეთებს, რომლებიც სახელგანთქმულია და ზუსტად იცით, რომ გამძლე ინსტრუმენტებს უშვებს. ერთი რამ ცხადია, Holst.ge- ზე მხოლოდ ხარისხიანი სანათებია, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად შეარჩიოთ.

Holst.ge - ის უპირატესობები

სიმართლე ითქვას, ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ ადგილს ხარისხიანი ინსტრუმენტები იკავებს. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი სხვა დადებით მხარეზეც გიამბობთ. მეორე და უმნიშვნელოვანესი კომფორტი და სიმარტივეა. წარმოიდგინეთ, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და ელოდებით.  რაც მთავარია, ეს პროცესი დიდხანს არ გრძელდება, რამდენიმე დღეში ნივთები თქვენთან იქნება. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. კიდევ უფრო კარგი ამბავი ის არის, რომ 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. გამოწერილ ხელსაწყოებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მიიღებთ. გარდა ამისა, თუ თანხა დაგაკლდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. წვრილმან დადებით მხარეებს კი, შერჩევისას თავად აღმოაჩენთ.

LINUS-12325 String light 15m/45s

Linus - ის ნათურების შესახებ ხომ გსმენიათ ? მართლაც ისეთი საუკეთესოა, როგორც ახასიათებენ. ბრენდი ხარისხიანი პროდუქტით თავიდანვე გამოირჩეოდა. ინსტრუმენტები დიდხანს ძლებს და რაც მთავრია, გარემოს სასიამოვნო ფერებს სძენს. ამჯერად, სიმებიან განათებას წარმოგიდგენთ. ხელსაწყო სხვადასხვა ადგილისთვისაა განკუთვნილი, თუმცა განსაკუთრებით ეზოს უხდება. ასევე, შეიძლება აივანიც გაალამაზოთ და Linus- ის ფერებში გაანათოთ. იდეალურია კაფესა და მსგავსი ადგილებისთვისაც. ხელსაწყო მყუდრო და საიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. სანათი საკმაოდ დიდ ტერიტორიას სწვდება, რადგან გრძელია და ბევრ ნათურას იტევს.  ხელსაწყოს ბევრი უპირატესობა აქვს, მაგალითად, მაღალი სამუშაო რესურსები. ეს კი ნათურისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყველაფერი იმას მიუთითებს, რომ ხელსაწყო დიდხანს იმუშავებს და მარტივად არ გაფუჭდება.

LINUS String light

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - სიმებიანი განათება     
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • კვეთა - 0.75mm         
  • ვაზნის ტიპი - E27   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - 65
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 3.96         
  • კომპლექტაცია - ნათურების გარეშე
  • სიმძლავრე (W) - 800
  • ვაზნების რაოდენობა - 45 ცალი     
  • ვაზნებს შორის დისტანცია - 0.33m

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სიგრძე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ვაზნების რაოდენობა
  • გარანტია

LINUS LP-EX-4500B- LED panel LEDP 45W 4000K Ra80 595*595 IP20

როგორც უკვე ვთქვით, ბევრნაირი სანათი არსებობს. ამჯერად, შიდა მონტაჟის პროდუქტს ვეცნობით. ხელსაწყო ოთახისთვისაა განკუთვნილი და სივრცეს იდეალურად ერგება. სანათი ოთხკუთხედი ფორმისაა და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ეს კი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება. წინასწარ ამას ვერავინ მიხვდება, ხარვეზი მუშაობის დროს ვლინდება. მართალია იშვიათი მოვლენაა, მაგრამ თუ თავს იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას გადაგიჭრით.

LINUS LED panel

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - შიდა მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფორმა - ოთხკუთხედი         
  • ფერის ტემპერატურა - 4000K         
  • განათების სიმძლავრე - 4000 lm     
  • ჭრის ზომა - 595X595 mm     
  • გაშლის კუთხე - 120°
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 2.105       
  • სიმძლავრე (W) – 45

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • ენერგოეფექტურობა
  • გაშლის კუთხე
  • მაღალი რესურსები
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

LEDEX-55202 Surface Voilet 18W 6500k 400mm

დროა სხვა ბრენდსაც გავეცნოთ, ამიტომ Ledex - ის პროდუქტებზე გადავდივართ. ხარისხი აქაც მაღალია და არც სამუშაო რესურსები აკლებს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, ენერგოეფექტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ელექტროენერგიას არ მოითხოვს. ინსტრუმენტს მაღალი განათების სიმძლავრე აქვს და ოთახის თითოეულ დეტალს  გამოკვეთს. გამძლე სანათი დიდხანს მუშაობს და ეფექტურობას ბოლომდე ინარჩუნებს.

LEDEX Surface Voilet

  • ბრენდი - LEDEX       
  • პროდუქტის ტიპი - ბრა       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 1080 lm     
  • ზომა - 400x100 mm   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.9
  • სიმძლავრე (W) – 18

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • ენერგოეფექტურობა
  • სიმძლავრე
  • გარანტია

LINUS LBT8-4065 LED Batten Light 40W 1200mm 6500K 230V two row

ისევ Linus - ის ინსტრუმენტით დავასრულოთ. ამჯერად, ოდნავ განსხვავებულ ხელასწყოს გთავაზობთ. სანათი გრძელია და ინტერიერს განსაკუთრებით უხდება. სადა ფერისაა და ყველანაირი ტიპის ჭერს ერგება. დანარჩენების მსგავსად, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ხელსაწყო უველანაირად გამართულია და პრობლემებს არ ქმნის. აქვე შეგახსენებთ, რომ Holst.ge- ზე შეგიძლიათ სანათები სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ და უფასო მიტანით ისარგებლოთ.

LINUS LED Batten Light

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - Led T8 სანათი 
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • ფერის ტემპერატურა - 6500K         
  • განათების სიმძლავრე - 3400 lm     
  • ზომა - 1200 mm       
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20         
  • გარანტია - 1 წელი   
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+   
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) – 40

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • მაღალი რესურსები
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება