ხელის ტრაქტორი - დაგეხმარებათ, შრომას შეგიმსუბუქებთ და არც ცხვარს მოგთხოვთ, არც - ოციანს...

თოხი და ბარი რომ მნდომებოდა, სოფლიდან კი არ გამოვიქცეოდიო, ბევრი იტყვის ხოლმე... სულაც აღარ არის საჭირო თოხი და ბარი, იმდენი დამხმარე რამე გამოიგონა ადამიანმა სოფლის მეურნეობაში (და არა მხოლოდ). აგერ, მოტობლოკი ავიღოთ, რა, არ ეხმარება ადამიანს? ეხმარება და მერე როგორ! თანაც, ყოველგვარი მაღარიჩის გარეშე - არც ცხვარია საჭირო, არც ოციანი და მეორე დღეს - არც ნაბახუსევზე გამოსაყვანი რამე-რუმეები.

მოკლედ, მართლაც საოცარი რამ არის ხელის ტრაქტორი და სწორედ მის შესაძლებლობებზე უნდა მოგიყვეთ ქვემოთ.

რაში დაგეხმარებათ ხელის ტრაქტორი?

ხელის ტრაქტორი, იგივე მოტობლოკი უკიდურესად საჭირო და სასარგებლო დამხმარეა ყველასთვის, ვინც სოფლის მეურნეობას უძღვება, რადგან აგრარული სამუშაოების უზარმაზარ ჩამონათვალთან გამკლავებას არც თუ განსაკუთრებული ძალდატანება სჭირდება.

ასე მაგალითად, გამოიყენება ნიადაგის გაფხვიერებისთვის, მცენარეების დასარგავად, მოსავლის აღებისთვის და ასე გაგრძელება კიდევ დაუსრულებლად შეიძლება. დამატებითი აღჭურვილობა შესაძლებელს ხდის, მოტობლოკი იქცეს, მაგალითად, გაზონის საკრეჭად, თოვლის გამწმენდად და უფრო მეტიც, გადაადგილების საშუალებადაც კი.

შეიძლება ითქვას, რაც უფრო მძლავრია მოტობლოკი, მით მეტი ოპერაციის შესრულება ხერხდება და მით მეტად ეფექტიანია ეს ტექნიკა.

მოტობლოკის კატეგორიები

მოტობლოკების არსებული მოდელები წონის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველში შედის ზემსუბუქი და მსუბუქი მოდელები 40 კილოგრამამდე, საშუალო კატეგორია გახლავთ 40-დან 80-90 კილოგრამამდე, ხოლო მესამე, მძიმე კატეგორიაში შესული მოდელის წონა 350 კილოგრამსაც აღწევს. ასეთი მოტობლოკი დიდი მიწების დამუშავებისთვის არის შექმნილი და როგორც წესი, გამოიყენება დიდ მეურნეობებში საკმაოდ რთული სამუშაოების შესრულებისთვის.

მოტორი

რთული საქმისა და დიდი ტერიტორიის კულტივაციისთვის იდეალურია მძლავრი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი ბენზინისაზე მძლავრია ხოლმე, უფრო ხშირად მაინც ბენზინზე მომუშავე მოდელს ყიდულობენ. სეზონური გამოყენებისთვის და ასევე, საშუალო ფართობის დამუშავებისთვის სწორედ ბენზინის მოდელია უმჯობესი და ფასითაც ბევრად ხელმისაწვდომია. რაც შეეხება აქტიურ და ყოველდღიურ საქმიანობას, დიდი ფერმებისთვის დიზელის ვერსია ჯობიაო, საქმეში ჩახედული ხალხის რჩევაა...

ბენზინი თუ დიზელი?

მიუხედავად იმისა, რომ დიზელის მოტობლოკი უფრო მძლავრია, გაცილებით მოთხოვნადი ბენზინის მოდელებია. სეზონური სამუშაოებისთვის ფერმერთა უმეტესობა სწორედ ბენზინის მოტობლოკზე აკეთებს არჩევანს, ვინაიდან უფრო მეტი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია და ამასთან ერთად, ფასიც უფრო ხელსაყრელი აქვს. ყოველდღიური ინტენსიური სამუშაოებისთვის უპირატესობა დიზელის ვერსიას ენიჭება.

ზეთი მოტობლოკისთვის

ზეთი, რომელიც მოტობლოკის მოვლისთვის არის საჭირო, როგორც წესი, სხვა რეკომენდაციებთან ერთად ინსტრუქციაშია გაწერილი. ზოგიერთი მოდელისთვის საწვავისა და ზეთის ნაზავია საჭირო სწორი პროპორციებით, რაც მოტორის ტაქტებზეა დამოკიდებული. 2-ტაქტიანი ძრავა ნაზავზე მუშაობს, 4-ტაქტიანი - სუფთა ბენზინზე.

ბუნებრივია, უმჯობესია, მოტობლოკში მხოლოდ ხარისხიანი საწვავი და ზეთი გამოიყენოთ. ზოგადად, საპოხ მასალაზე ეკონომიის ნამდვილად გაკეთება არ ღირს.

სიჩქარეები

მოტობლოკის სიჩქარეების დიდი რაოდენობა საშუალებას იძლევა, გარკვეული სამუშაოები კიდევ უფრო იოლად და კომფორტულად შესრულდეს. მაგალითად, პირველი სიჩქარე უნდა იყოს ნელი და რაც შეიძლება მაღალი ბრუნვის, მყარი და მკვრივი ნიადაგის ხარისხიანი დამუშავებისთვის.

მოტობლოკის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფებს შეიძლება ჰქონდეს: 2+1 - ორი წინა და ერთი უკანა სიჩქარე, 3+1 - სამი წინა სიჩქარე და ერთიც - უკანა. ასეთი ვარიანტი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ასევე, 4+2 - ანუ ოთხი წინა და ორი კი - უკანა სიჩქარე, რაც ყველაზე უფრო რთული ოპერაციების შესრულების საშუალებას იძლევა.

უკანა სიჩქარის არსებობა მოტობლოკს უფრო მანევრირებადს ხდის და ხელს უწყობს, შეზღუდულ სივრცეებშიც იმუშაოს.

LEO - მოტობლოკი ფრეზით 99CC-3HP :LPT36-A

LEO motobloki

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 36cm & 130mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814745913
  • წონა (კგ) - 31
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) 0 99cc

LEO - მოტობლოკი ფრეზით LPT45-A :79CC-3HP

LEO motobloki

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - მოტობლოკი
  • სიმძლავრე - 3HP
  • დამატებითი მახასიათებლები - ნიადაგის დამუშავების სიგანე & სიღრმე: 45cm & 5-20cm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814711734
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1.8 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 260mm
  • წარმადობა (Max) - 79cc

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება