ხელსაწყოების ნაკრები ნებისმიერ რთულ საქმეში დაგეხმარებათ

როცა ნაკრები მოწოდების სიმაღლეზეა, რამხელა ემოციების მონიჭება შეუძლიათ, არა? საფეხბურთო ნაკრები იქნება ეს, სარაგბო ნაკრები, კალათბურთელთა ნაკრები თუ - ხელსაწყოების ნაკრები... კი, ეს უკანასკნელი სპორტის სახეობა ნამდვილად არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, არანაკლები სპორტული ინტერესის გაჩენა შეუძლია - რთულ რამეს რომ შეერკინები და წინ რომ შეუპოვრად მიიწევ მრავალფეროვანი ინსტრუმენტების დახმარებით. მოკლედ, სრულყოფილი ნაკრები ნებისმიერ რთულ საქმეში დაგვეხმარება და ლელოსაც დაგვადებინებს და გოლსაც შეგვაგდებინებს.

ჰოდა, ახლა ის ვნახოთ, როგორი ინსტრუმენტების ნაკრები შეგვიძლია, შევიძინოთ, რაში გამოგვადგება და შემდეგ უკვე გამარჯვებაც ვიზეიმოთ!..

ხელსაწყოების ნაკრები სახეობების მიხედვით

  • უნივერსალური ინსტრუმენტების ნაკრები - გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოების წარმოებისა და ტექნიკის შეკეთებისთვის. როგორც წესი, მათში შედის ნივთებისა და ხელსაწყოების დიდი არჩევანი, რომელთა რაოდენობა ზოგჯერ 200-ს აღწევს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაგჭირდებათ. ასეთი ნაკრები საკმაოდ მოცულობითი და მძიმეა და ამავდროულად, საკმაოდ ძვირიც ღირს.

კარგ უნივერსალურ ნაკრებში უნდა შედიოდეს: ტორსული მკვნეტარა, ექვსწახნაგა ტორსული გასაღებები, გასაშლელი ქანჩის გასაღებები, სახრახნისები, შიგსახრახნი და ასე შემდეგ.

როგორც დამატებითი ინსტრუმენტები, გამოდგება ბრტყელტუჩები, „რულეტკა“, ჩაქუჩი, ბურღების კომპლექტი, ტელესკოპური მაგნიტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეძენა ცალ-ცალკეც შეიძლება, მაგრამ თუკი მწარმოებელი კომპლექტში გვთავაზობს, უარის თქმა ნამდვილად არ ღირს.

  • საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების ნაკრები - მოიცავს მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთებს სახლში, ავტოფარეხსა თუ აგარაკზე სამუშაოდ. ასეთ ნაკრებში მინიმუმ უნდა იყოს: გასაშლელი ქანჩის გასაღები, აი, „რაზვადნოი კლუჩს“ რომ ვეძახით, რა. ასევე, რამდენიმე ბრტყელტუჩა. ზედმეტი არ იქნება არც ინდიკატორი, ბრტყელტუჩა, ქლიბი და საჭრეთელი.

მართალია, ასეთი ნაკრებით სრულფასოვან რემონტს ვერ წამოიწყებთ, მაგრამ გარკვეულ სამუშაოებს ნამდვილად გაუმკლავდებით.

  • პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრები - როგორც წესი, ყიდულობენ კონკრეტული მიზნებისთვის ან შესაბამისი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის. ჩვეულებრივის გარდა, პროფესიონალურ ნაკრებში სპეციალური ხელსაწყოებიც შედის, რომლებიც სპეციფიკური ტიპის სამუშაოებისთვის გამოიყენება.

ის, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მხოლოდ მაგალითებია და ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მით უმეტეს, გამოცდილმა ავტომოყვარულებმა და საქმის პროფესიონალებმა ჩინებულად იციან, როგორი ნაკრები სჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუკი ხელსაწყოების ნაკრები საჩუქრად გჭირდებათ, ყურადღება შემდეგ მომენტებს უნდა დაუთმოთ:

ნაკრები ავტომობილისთვის:

როგორც წესი, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამასთან ერთად, სრულყოფილია, რადგან მოგეხსენებათ, მანქანებს ბევრი, ძალიან ბევრი რამ სჭირდება. ამდენად, ავტომობილისთვის განკუთვნილ კარგ ნაკრებში უნდა იყოს:

- ტორსული გასაღებები ჭრიალასთან ერთად. შეუცვლელია ყველაფრის რემონტისთვის, სადაც ქანჩი გვხვდება;

- სხვადასხვა ზომისა და კვეთის მქონე სახრახნისების ნაკრები. თუმცა, როგორი სახრახნისებიც არ უნდა იყოს, კლასიკური მაინც შეუცვლელია და მის გარეშე ნაკრები სრულყოფილი ვერასოდეს იქნება;

- კარდანული სახსარი ტორსული გასაღებებით მუშაობისას, თუკი დეტალი მიუდგომელ ადგილასაა;

- ხრახნის საჭრელი;

- ჩვეულებრივი ქანჩის გასაღებების ნაკრები;

- ბრტყელტუჩები;

- ქლიბების ნაკრები;

- გასაშლელი ქანჩის გასაღები, ანუ „რაზვადნოი კლუჩი“, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ადამიანი სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ გენიალური ინსტრუმენტია და ყველგან და ყოველთვის გამოსადეგი;

- არეომეტრი აკუმულატორის მდგომარეობის შესაფასებლად. ზამთარში ამ საჭირო მოწყობილობას ბევრჯერ გაიხსენებთ. ერთი კია, ხელსაწყოების ნაკრებში მას ყოველთვის არ ამატებენ, თუმცა, ცალკე ყიდვას წინ არაფერი უდგას და ყუთში ადგილის მიჩენას - მით უმეტეს.

მანქანის ნაკრები უნდა იყოს კომპაქტურ და გამძლე ყუთში, რომელიც უპრობლემოდ მოთავსდება ავტომობილის საბარგულში.

ელექტროსამონტაჟო ნაკრები

ელექტროსამონტაჟო ნაკრებში შეხვდებით ინსტრუმენტებს, რომლებიც ელექტრიკოსებს არც თუ ისე მარტივ საქმეში უდიდეს დახმარებას უწევს. მათი დახმარებით ადვილია გაყვანილობის მონტაჟი, კვანძების გაკეთება, კაბელებთან და სადენებთან მუშაობა, შტეფსელის როზეტების დაყენება.

სახრახნისების, ბრტყელტუჩებისა და სხვა სტანდარტული საგნების პარალელურად, ნაკრებში უნდა შედიოდეს ხელსაწყოები, მაგალითად, სადენებისთვის გარსის მოსაშორებლად, ასევე, სარჩილავი და ასე შემდეგ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია სახრახნისი ინდიკატორით, რომელიც 1000 ვოლტზეა გათვლილი.

პროფესიონალურ ნაკრებში შეხვდებით სამონტაჟო მოწყობილობებს ტელეფონისა და ინტერნეტისთვის. მაგალითად, ბუნიკის საწნეხს. ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა მულტიმეტრის შეძენა.

საზეინკლო ხელსაწყოების ნაკრები

საზეინკლო ხელსაწყოების ნაკრები ყველაზე მეტად სახლში მიმდინარე სამუშაოებისთვის არის გამოსადეგი. დაგეხმარებათ, მაგალითად, სკამის ან გატეხილი სავარძლის შეკეთებაში, თაროს დაკიდებაში, სანტექნიკის გარემონტებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

როგორც წესი, ასეთი ნაკრები არც ისე დიდია და შეიცავს: სხვადასხვა ზომის ჯვარედინ და ჩვეულებრივ სახრახნისებს, ქანჩებს, მინიმუმ ერთ ცალ გასაშლელი ქანჩის გასაღებს, „რულეტკას“, ბრტყელტუჩას, გაზკბილას.

სადურგლო ხელსაწყოების ნაკრები

სადურგლო ნაკრები, ბუნებრივია, ხესთან მუშაობისთვის არის განკუთვნილი და დაგეხმარებათ, მაგალითად, აგარაკზე ღობის გამართვაში, ავეჯის აწყობაში, აივნის გალამაზებაში და თუ გაგიხარდებათ, ბურატინოს გამოთლასაც წარმატებით მოახერხებთ.

მინიმალურ ნაკრებში შედის: ხერხი, საჭრეთელი, ქლიბების კომპლექტი, ჩაქუჩი, „რულეტკა“ და კუთხოვანა.

TOL2274-85300 ხელსაწყოების ნაკრები ნაჭრის ჩასადებით 9ც-იანი

Tolsen xelsawyoebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხ-კოდი - 6933528780267
  • წონა (კგ) - 1.61
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89ც

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხ-კოდი - 6933528780182
  • წონა (კგ) - 4.25
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1122-85401 ხელსაწყოების ნაკრები 60ც-იანი

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხ-კოდი - 6933528780120
  • წონა (კგ) - 13.5
  • რაოდენობა - 60 ცალიანი ნაკრები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება