ხელსაწყოების ნაკრები - თუ გსურთ, შრომატევადი საქმე შეიმსუბუქოთ

იმიტომ კი არა, რომ შრომა გვეზარება, არამედ იმის გამო, რომ თუკი არის საშუალება, საქმე აუცილებლად უნდა გავიმარტივოთ. ჯერ ერთი, ამით დროს დავზოგავთ, უფრო მეტ საქმეს მოვასწრებთ და თუკი შეკვეთას ვასრულებთ, წარმოიდგინეთ, როგორი კმაყოფილი იქნება დამკვეთი, როცა დავალებას დათქმულ ვადაზე ადრე ჩავაბარებთ.

სწორედ ამ მხრივ შეუძლია, დიდად დაგვეხმაროს ხელსაწყოების ნაკრები - თანაც, რაც უფრო მრავალფეროვანია, საქმეც კიდევ უფრო მარტივად მოგვარდება.

ჰოდა, რადგან ასეთ სასარგებლო საკითხს შევეხეთ, კიდევ უფრო უკეთ გავარკვიოთ, როგორი შეიძლება იყოს ინსტრუმენტების ნაკრები, რამდენ დეტალიან ნაკრებს გვთავაზობენ მწარმოებლები, რას მივაქციოთ ყურადღება და მოკლედ, დეტალებს საფუძვლიანად ჩავუღრმავდეთ.

როგორი ინსტრუმენტების ნაკრები არსებობს?

დავიწყოთ მარტივი აღწერით და იმაზე ხაზგასმით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, რითაც ხელსაწყოების ნაკრები გამოირჩევა, მისი ყუთიც გახლავთ, რომელიც ძალიან მოსახერხებელია და სხვადასხვა ინსტრუმენტისა თუ დეტალის დაკარგვისგან გვაზღვევს. ჰოდა, ხელსაწყოების ნაკრები სწორედ კომფორტულ ყუთისგან და მასში აკურატულად ჩაწყობილი დეტალებისგან შედგება. რაღა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი დეტალისგან შედგება კომპლექტი, მით უნივერსალურია იგი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე დიდი ნაკრები 500 და მეტ ელემენტსაც კი შეიცავს და ალბათ, არა მხოლოდ ყველა პროფესიონალის, არამედ, ჩხირკედელათა არმიის საოცნებო საჩუქარიც იქნებოდა.

როგორც წესი, ხელსაწყოების დაჯგუფება სამი ტიპის თემატური ნაკრებებით ხდება:

  1. უნივერსალური, საავტომობილო ან სპეციალური კომპლექტი - ეს არის ყველაზე ხშირი გრადაცია, რომელსაც მწარმოებელთა უმეტესობა მიმართავს;
  2. ავტომოყვარულებისთვის, მცირე საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის და სხვა სერიული სამუშაოებისთვის.
  3. ერთიანი ტიპის სხვადასხვა პარამეტრების მქონე ინსტრუმენტების სერია. ხშირად, ასეთი კომპლექტები პროფესიონალური გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.

რა ფუნქციები აქვს ხელსაწყოების ნაკრებს?

ფუნქციები მათ სახელწოდებებს შეესაბამება.

  • უნივერსალური - გამოიყენება საყოფაცხოვრებო ან პროფესიონალური საჭიროებების შემთხვევებში. ხშირად ეს არის მაქსიმალურად დატვირთული კომპლექტები, რომლებიც დიდი რაოდენობით ელემენტებისგან შედგება.
  • საავტომობილო - გამოიყენება როგორც საბაზო ინსტრუმენტი ავტომობილების პროფილაქტიკური სამუშაოების, მცირე რემონტისა თუ კრიტიკულ სიტუაციებში - საბურავის გამოცვლისას, სიგნალიზაციის დაყენებისას და ასე შემდეგ.
  • სპეციალური - სპეციალური ნაკრები უნივერსალური არ არის და შეირჩევა მკაცრად გამოყენების ტიპის მიხედვით. საპასუხისმგებლო მცირე სამუშაოების წარმართვა, ხშირად, შეუძლებელია ასეთი ტიპის ინსტრუმენტების გარეშე.

რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოების ნაკრებს შორის

  • სპეციალიზაცია - განსაზღვრეთ, რისთვის გჭირდებათ ინსტრუმენტების ნაკრები: მცირე მასშტაბების რემონტისთვის, ხეზე მუშაობისთვის, ლითონის დასამუშავებლად, თუ ფარეხში რომ ჩაიკეტოთ და საყვარელი მანქანა თქვენს ჭკუაზე გადააკეთოთ? სწორედ ამ საკითხებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, სწორედ ის ხელსაწყოები შეიძინოთ, რომლებიც ნამდვილად გჭირდებათ.
  • ნივთების რაოდენობა - ინსტრუმენტების ნაკრები შეიძლება შედგებოდეს 2-3 ან 200 და მეტი ელემენტისგან. თუკი ბავშვთან ერთად ჩიტების სახლის აშენებას აპირებთ, დიდი ალბათობით, უარს იტყვით ისეთი ნაკრების შეძენაზე, რომელიც 200 დეტალისგან შედგება, ავტოსერვისისთვის კი არასოდეს შეიძენთ 5-6 დეტალიან კომპლექტს.
  • შევსება - ნაკრებში შეიძლება შედიოდეს ინსტრუმენტების რამდენიმე სახეობა, ასევე, ერთი ტიპის აღჭურვილობა, თუმცა ყველა სხვადასხვა ზომის, ან ერთიცა და მეორეც. პირველი ვარიანტი უფრო მეტად გამოსადეგია სახლისთვის, მაგალითად, ბრტყელტუჩა + გასაშლელი ქანჩის გასაღები + „რულეტკა“. მეორე - ხრახნებთან ან ჭანჭიკებთან ან უბრალოდ, მანქანასთან მუშაობისთვის. მესამე - ავტოსერვისებისთვის და სპეციალიზებული სახელოსნოებისთვის.
  • შეფუთვა - ჩვეულებრივი ნაკრები, როგორც წესი, ბლისტერშია გადაფუთული, უკეთესი კომპლექტი კი ჩემოდნებსა და ლოჟემენტებში თავსდება.

ხელსაწყოების ნაკრების შერჩევისას ეს რჩევები გამოგადგებათ:

  • პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, რა სახის, რა სირთულის მისიები უნდა შეასრულოთ ინსტრუმენტებიც;
  • კარგად გაეცნოთ ყველა წინადადებას, რომლებსაც ხელსაწყოების ნაკრების საუკეთესო მწარმოებლები გთავაზობენ;
  • შეადგინეთ სია, რა უნდა შედიოდეს ნაკრებში;
  • პასუხი გასცეთ შეკითხვას, რა ოდენობის თანხის გადახდისთვის ხართ მზად საუკეთესო ხელსაწყოების შესაძენად;
  • გაეცნოთ მიმოხილვებსა თუ მომხმარებელთა შეფასებებს.

TOLSEN TOL2389-85305 ინსტრუმენტების ნაკრები ჩანთით

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • ზომა - 190x130x250mm
  • შტრიხ-კოდი - 6933528780410
  • წონა (კგ) - 1.78
  • რაოდენობა - 8 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1400-79685 ინსტრუმენტების ნაკრები 95ც-იანი

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხ-კოდი - 6933528787877
  • წონა (კგ) - 7.65
  • რაოდენობა - 95 ცალიანი ნაკრები

TOLSEN TOL1953-85354 ხელსაწყოების ნაკრები 116ც-იანი

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
  • შტრიხ-კოდი - 6933528780199
  • წონა (კგ) - 9.7
  • რაოდენობა - 116 ცალიანი ნაკრები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება