ხელსაწყოების ნაკრების ფართო არჩევანი Holst.ge - ზე

ხელსაწყოების ნაკრები ხშირად გამოყენებადი ყუთია. ოდნავ ჯადოსნური და კომპაქტური. ზომით არც ისე დიდია, მაგრამ ყველაფერს იტევს. უფრო ზუსტად, ყველა წვრილმან ხელსაწყოს. მსგავსი ნივთები კი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეთ. ნაკრებში დამჭერები და სხვა სახის დამხმარეებია მოთავსებული. ონკანის, კარადისა თუ სხვა მნიშვნელოვანი დეტალის შეკეთებაში, უპირობოდ დაგეხმარებათ. ხელსაწყოების ნაკრების შესახებ, რამდენიმე ფაქტი უნდა იცოდეთ. მაშ ასე, ყურადღებით.

შეიძლება ნებისმიერი ინსტრუმენტების ნაკრები არ გამოგადგეთ!

ხელსაწყოებს არაფერს ვერჩით, ყველა ხარისხიანია, მაგრამ საქმე სულ სხვა რამეშია. ყველა ინსტრუმენტის ნაკრები ერთნაირი არ არის. თითოეული განსხვავებულ ნივთებს მოიცავს. სწორედ ამიტომ არ გამოგადგებათ ნებისმიერი ნაკრები. ყურადღებით უნდა შეარჩიოთ და გაიგოთ თუ რომელი ნივთი შედის კომპლექტში. ამის გაგება მარტივია და ვიზუალურ მხარეზე დაკვირვებითაც შეძლებთ. ნაკრების ფოტოებზე ინსტრუმენტები ნათლად ჩანს. თუ არადა, ოპერატორები დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. მთავარია შეძენამდე დაფიქრდეთ, თუ როგორი სახის ნაკრები მოგერგებათ.

ხელსაწყოების ნაკრებზე გარანტია არ ვრცელდება

ამ ფაქტში უცნაური არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ გარანტია თითქმის ყველა ინსტრუმენტს ახლავს. ხელსწყოების ნაკრებს არც მოტორი, სიმძლავრის მაჩვენებელი, კვების წყარო და მსგავსი მახასიათებლები აქვს. საქმე მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. კონკრეტულად ის, თუ რამდენად სწრაფად იმუშავებთ და ა.შ. მსგავსი საკითხები ნაკრებში შემოავალ ხელსაწყოებს ვერ დაეკისრება. აქედან გამომდინარე, ვერც ქარხნულ დეფექტს აღმოუჩენთ. იმის შანსი რომ ინსტრუმენტი გაფუჭდეს, თითქმის არ არსებობს. ამიტომ, გარანტიაც არ სჭირდება.

ნებისმიერი ხელსაწყოების ნაკრები კომპაქტურია

ინსტრუმენტების ნაკრები კომფორტისთვის შეიქმნა. ხელსაწყოების ცალ-ცალკე შეძენა არ გიწევთ და ყველაფერი კომპლექტი ერთიანდება. აქედან გამომდინარე, ყველანაირად კარგი უნდა იყოს. რა გასაკვირია რომ კომპაქტურობაც მოეთხოვება?! გპირდებათ, რომ ზედმეტად არ შეგაწუხებთ და საქმეს პირნათლად შეასრულებს. გადასაადგილებლად მარტივია. მიუხედავად იმისა, რომ წონაც განსხვავებულია, მძიმე არცერთზე ითქმის. კომპაქტურობას ნებისმიერი ხელსაწყოების ნაკრები ინარჩუნებს.

რამდენ ცალიანია ნაკრები ?

რამდენიმე სახის ნაკრები არსებობს. პირველი კატეგორია დიდია და 116 ცალ ხელსაწყოს იტევს. წარმოიდგინეთ ამდენი გამოსადეგი ნივთი ერთად. მსგავსი კომპლექტი პროფესიონალებისთვის აუცილებელი ატრიბუტია. არც მოყვარულები იტყვიან უარს. მოკლედ, ასეთ კომპლექტს ყველა გამოიყენებს. მეორე სახის ნაკრები საშუალო რაოდენობის ხელსაწყოებს იტევს. ეს დაახლოებით 46 ინსტრუმენტს გულისხმობს. საკმარისი რაოდენობაა და კონკრეტული საქმისთვის განკუთვლი ხელსაწყოები შედის. მაგალითად, ეს შეიძლება ქანჩის გასაღების ნაკრები იყოს. ამავდროულად, სათადარიგო პირები მოყვება და თავად მოარგებთ. მესამე კატეგორიაში კი ცოტა ხელსაწყოა. დაახლოებით 9 ცალი. კომპლექტის ფასები ამის მიხედვით იცვლება. რაც მეტი ინსტრუმენტია, უფრო ძვირი ღირს. ლოგიკურიცაა რომ ასე იქნება. თუ ფასი დამაბრკოლებელი ბაიერი იქნება, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ.

ხელმისაწვდომი ფასი აქვს თუ არა ?

ხელსაწყოების ნაკრების კიდევ ერთი განმასხვავებელი ფასია. თითოეულ კომპლექტს სხვადასხვა ღირებულება აქვს. საქმე იმაშია, თუ რამდენ ხელსაწყოს მოიცავს. როგორც უკვე ვთქვით, დიდი ხელსაწყოების ნაკრები მეტად ძვირია. მაგალითად, 94 ცალიანი ნაკრები მეტი ღირს, ვიდრე 46 - იანი. თუ სხვა ხელსაწყოებს ფასი სიმძლავრის მიხედვით ეცვლება, ამ შემთხვევაში ყველაფერი რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ისარგებლებთ თუ ვერა განვადებით ?

არის შემთხვევები როცა ხელსაწყოები სასწრაფოდ გვესაჭიროება, მაგრამ საკმარისი თანხა არ გვაქვს. არადა, მათ გარეშე საქმე ფუჭდება და რამე უნდა მოვიფიქროთ. ასეთ დროს განვადება საუკეთესო საშუალებაა. თანხის ერთიანად გადახდა არ მოგიწევთ და სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ. Holst.ge - ზე შეძენისას ამ სერვისითაც ისარგებლებთ.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

სამყაროს გაციფრულებას ბევრი დადებითი მხარე აქვს. სახლიდან გაუსვლელად უკვე ყველაფერზე ხელი მიგვიწვდება. დროსაც ვმართავთ და მოსაწყენ საქმეებში არ ვფლანგავთ. ხელსაწყოების შესაძენად მაღაზიაში წასვლა კი სწორედ ასეთია. ადგილზე შერჩევა მეტ დროს გვართმევს და თუ რიგი დაგვხვდა, მითუმეტეს. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და ინსტრუმენტებს სახლიდან გაუსვლელად იწერთ. დროსა და ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ინტერნეტთან წვდომაა. თითოეულ ხელსაწყოს მახასიათებლები აწერია. ამის მეშვეობით მონაცემებს ერთმანეთს შეადარებთ და თქვენთვის სასურველს შეიძენთ. კითხვების შემთხვევაში ოპერატორებს დაუკავშირდებით და პსაუხებსაც მალე მიიღებთ. ხელსაწყოების გამოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. პლატფორმა გამართულია და პრობლემაც არასდროს იქმნება. ყველაფერია იმისთვის, რომ ნივთები კომფორტულად შეიძინოთ.

ორიოდე სიტყვა ბრენდებზე

Holst.ge - ზე მხოლოდ ის ბრენდები ხვდება, რომლებიც საუკეთესოდაა აღიარებული. უხარისხო ხელსაწყოების ადგილი აქ არ არის. საიტზე ფართო არჩევანია და შეზღუდული არაფერში ხართ. თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუ რომელი ბრენდის ინსტრუმენტი გსურთ. ხელსაწყოების ნაკრების მხრივაც მრავალფეროვნებაა. ამჯერად, Tolsen - ის კომპლექტს გაგაცნობთ. წინასაწარ გეტყვით, რომ ხარისხზე ბევრი არ იფიქროთ. თითოეული გამძლე მასალისგანაა დამზადებული. ყურადღება მხოლოდ ნაკრებში შემავალ ინსტრუმენტებზე გაამახვილეთ, რადგან სხვადასხვაა.

TOLSEN TOL1953-85354 ხელსაწყოების ნაკრები 116-იანი

Tolsen - ის ხელსაწყოების ნაკრები 116 ცალიანია. საუკეთესოა, რადგან ამდენ ხარისხიან ინსტრუმენტს იტევს. პროფესიონალებისთვის მაინც ყველაზე მეტადაა გამოსადეგი. როცა მსგავსი საქმიანობა ყოველდღიურობაა, საუკეთესო ნივთებით უნდა აღიჭურვოთ. 116 ცალიანი ინსტრუმენტების ნაკრები კი ყველაფერში დაგეხმარებათ. კომპლექტი განსხვავებულ ხელსაწყოებს აერთიანებს. ზუსტად ისეთებს, სხვადასხვა საქმიანობისას რომ გამოიყენებთ. მთავარი დადებითი თვისება სწორედ ესაა. ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შეგასრულებინებთ. მრავალფეროვანი არჩევანი აქვს და ამ უპირატესობით სარგებლობს. ხელსაწყოები კომპაქტურია. თითოეულს მარტივად გამოიყენებთ და დისკომფორტი არასდროს შეგექმნებათ. დაახლოებით 9.7 კილოგრამია, მაგრამ 116 ცალიანია ნაკრებისთვის დამახასიათებელი წონაა. თუმცა, ისეთი არაფერია და მაინც კომფორტულად გამოიყენებთ.

Tolsen instrumentebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 9.7
  • რაოდენობა - 116 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • რაოდენობა
  • ხარისხი
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1672-15145 ქანჩის გასაღბის ნაკრები სათადარიგო პირებით 94 ც

მეორე ხელსაწყოების ნაკრები, პირველს დიდად არ ჩამორჩება. კონკრეტული მოდელი 94 ნივთს მოიცავს. ფუნქციურად კი რადიკალურად განსხვავებულია. ქანჩის გასაღების ნაკრებია და სათადარიგო პირები ახლავს. ამიტომ, თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, ზუსტად თქვენი შესაფერისი ყოფილა. ინსტრუმენტები ზომითაც კომპაქტურია. წონაც შედარებით ნაკლებია. დაახლოებით 6.5 კილოგრამია. მარტივი გადასაადგილებელია და წაღება ყველგან შეგიძლიათ.

Tolsen qanchis gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4'';1/2''         
  • წონა (კგ) - 6.5
  • რაოდენობა - 94 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • კომფორტულობა

TOLSEN TOL34-15138 ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46ც.-იანი

თანდათან რაოდენობა ცოტავდება. ამჯერად, 46 ცალიან ნაკრებს გთავაზობთ. კონკრეტული მოდელიც ქანჩის გასაღებსა და სათადარიგო პირებს მოიცავს. შესაძლოა 94 ცალიანი სულაც არ გჭირდებათ, ამიტომ ალტერნატივა უნდა არსებობდეს. სწორედ ასეთია Tolsen - ის მეორე კომპლექტი. ამავდროულად, მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ეს კი საქმეს უფრო ამარტივებს. ნაკრები მსუბუქია. 1.45 კილოგრამს თითქმის ვერც იგრძნობთ. ამიტომ, თუ გადაადგილება ხშირად გიწევთ, სიმძიმის პრობლემაც მოხსნილია.

Tolsen qanchis gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4''   
  • წონა (კგ) - 1.45         
  • რაოდენობა - 46 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ზომა

TOLSEN TOL656-85301 ხელსაწყოების ნაკრები 9ც.-იანი

ბოლო ნაკრები 9 ცალიანია და სტანდარტულ ხელსაწყოებს მოიცავს. ყველა გამძლე მასალისგანაა დამზადებული. სხვებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამიტომ, ეს ბარიერი აღარ იქნება. მსუბუქი და კომპაქტურია. ზუსტად ისეთ ხელსაწყოებს მოიცავს მოყვარულებსა და პროფესიონალებს ერთნაირად რომ გამოადგება. გადადება არ ღირს და დროა მალე შეიძინოთ. წინ საინტერესო საქმეები გელოდებათ.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 1.4
  • რაოდენობა - 9 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება