ხელსაწყოების ნაკრების უპირატესობები |
ხელსაწყოების ნაკრების უპირატესობები |
ინსტრუმენტების ნაკრების შეძენა ბევრად მომგებიანია, ვიდრე ნივთების ცალ-ცალკე რჩევა. ცხადია, ისეთ ხელსაწყოებს ვგულისხმობთ, რომლებიც კომპლექტში ერთიანდება. სათითაოდ შეძენა კი პირველ რიგში დროს გვართმევს. გარდა ამისა, არის ერთი საინტერესო ფაქტი. ასე ყიდვის შემთხვევაში ბევრად მეტს იხდით. მაგალითად, თუ ქანჩის გასაღების სათადარიგო პირები გსურთ, ცალ-ცალკე შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდებათ. ნაკრებში კი ყველა ერთადაა თავმოყრილი. გზადაგზა დეტალებს გაგაცნობთ და ინსტრუმენტების ნაკრების უპირატესობებში მეტად დარწმუნდებით.
აი, სწორედ რაოდენობაშია მკვეთრი განსხვავება. კომპლექტში შემავალ ნივთებს სიმძლავრე, სიჩქარე და მსგავსი თვისებები არ აქვს. სხვა ინსტრუმენტების ხსენებისას ვიტყოდით, რომ ჩამოთვლილი მახასიათებლების გადახედვა აუცილებელია. ხელსაწყოების ნაკრების შემთხვევაში როგორ ვიქცევით ? ამ დროს ყურადღება რაოდენობაზე უნდა გაამახვილოთ. არსებობს 119 ცალიანი ნაკრები და ბევრად მცირე, 9 ცალიანიც. საქმიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. ასე უფრო მარტივად გაიგებთ, თუ როგორი გჭირდებათ. გარდა ამისა, 46- იანი და 22 ცალიანი ნაკრებიც არსებობს. არჩევანი დიდია, ამიტომ, თქვენთვის საჭიროს აუცილებლად იპოვით.
ნაკრებში მარტივად გამოსაყენებელი ინსტრუმენტები შედის. ხელსაწყოებს ელექტროენერგია არ სჭირდება. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ნათქვამია ერთი ინსტრუმენტების ნაკრები ყველა სახლში უნდა იყოსო და არ შეიძლება უარვყოთ. ნამდვილად ასეა, რადგან ბევრ რამეში გამოგადგებათ. თან კაცმა არ იცის როდის დაგჭირდებათ. ინსტრუმენტებით ონკანს, საკეტსა და კიდევ ბევრ რამეს შეაკეთებთ.
ქანჩის გასაღების ნაკრები განსხვავებულ ინსტრუმენტებს მოიცავს. უამრავ სათადარიგო პირსა და სხვა საჭირო ნივთებს გადააწყდებით. ამ ფუნქციას ჩვეულებრივი ხელსაწყოების ნაკრები ვერ შეითავსებს. თუ ქანჩის გასაღების ნაკრები გჭირდებათ, ყურადღება მიაქციეთ, სტანდარტულ კომპლექტს არ არჩევდეთ. ყველას აწერია თუ რისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ, გარჩევა მარტივია.
ინსტრუმენტების ნაკრების წაღება ყველგან შეგიძლიათ. ალბათ, შემდეგი კითხვა გაგიჩნდებათ: სხვა ხელსაწყოებზეც ასე არ არის ? ნაწილობრივ ასეა, თუმცა აქ საქმე სულ სხვა რამეშია. ნაკრების გადაადგილება დისკომფორტს არ იწვევს. ხელსაწყოები მსუბუქი და პატარაა. მძიმე ერთიანობაშიც კი არ არის. 112 ცალიანი ნაკრების წონა მხოლოდ 4.2 კილოგრამია. დანარჩენები მეტად მსუბუქია. ნებისმიერ მანძილზე უპრობლემოდ ატარებთ. ამდენი სხვადასხვა ინსტრუმენტი ერთ ყუთშია. თუ გამოყენებისთანავე თავის ადგილას დააბრუნებთ, ხელსაწყოს დაკარგვის შანსი ნულამდეა. სწორედ ეს ანიჭებს უპირატესობას. ცალ-ცალკე ძებნა არ მოგიწევთ, ყველაფერს მარტივად იპოვით, ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანთ და ბევრად კმაყოფილი იქნებით.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ ნაკრებს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. სხვაობას ბრენდი, რაოდენობა და კიდევ რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. არავის გაუკვირდება, თუ 119 ცალიანი ნაკრები უფრო ძვირი იქნება, ვიდრე 9- იანი. ასეთ შემთხვევაში, მკვეთრი სხვაობა ბუნებრივია. არაადეკვატური ღირებულება კი არცერთს აქვს. არ ვიცით, სხვა მაღაზიებში როგორაა, მაგრამ Holst.ge - ზე ნამდვილად ასეა.
როგორც სხვა ხელსაწყოების შემთხვევაში, ხარისხი აქაც ყველაფერია. კომპლექტში შემავალი ინსტრუმენტები მყარი მასალისგანაა დამზადებული. უშუალოდ გაკეთების პროცესზე კი ბევრია დამოკიდებული. საუკეთესო შედეგისთვის, უამრავი წვრილმანია გასათვალისწინებელი. სხვას ვერაფერს ვიტყვით. მთავარი სწორედ ეს არის. ამ პროცესს თვალ- ყური ვადევნეთ და სანდო ბრენდები უკვე ვიცით. მოგვიანებით ვინაობასაც გაგიმხელთ.
პირველ რიგში, მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით. ისეთ ძვირფას რამეზეც იზრუნებს, როგორიცაა დრო. უფრო ზუსტად იმაზე, რომ ტყუილად არ გაფლანგოთ. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და გამართულ მომსახურებას გთავაზობთ. ნივთების შესაძენად მაღაზიაში წასვლა, რიგში დგომა და ათასი დამღლელი პროცედურის გავლა, დაივიწყეთ. Holst.ge - დან ხელსაწყოებს იწერთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. საკუერიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. ეს ყველაფერი არ არის. კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი უნდა გითხრათ. 50 ლარზე მეტ შენაზენზე, უფასო მიტანა ვრცელდება. ინსტრუმენტებს რამდენიმე დღეში მიიღებთ. რეგიონებშიც მაქსიმალურდ სწრაფად ნაწილდება. მოკლედ, ყველაფერი იდეალურადაა აწყობილი. ყველაზე კარგი ისაა, რომ მაღაზიაში ყოველთვის ვერ წახვალთ და საიტიდან ნებისმიერ დროს გამოიწერთ. მნიშვნელობა არ აქვს დღე იქნება თუ ღამე, Holst.ge მუდამ ხელმისაწვდომია.
ბრენდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. ყველა სანდო როდია, მაგრამ Holst.ge- ზე შეძენისას ეს ფრაზა დაივიწყეთ. სანამ ხელსაწყოები საინტზე განთავსდებოდა, მანამდე მრავალჯერ დატესტილია. თუ მოლოდინს გაამართლებდა და კარგი აღმოჩნდებოდა, კუთვნილ ადგილს დაიკავებდა. განთავსებულმა ინსტრუმენტებმა კი ტესტი წარმატებით გაიარეს. სწორედ ამიტომ, მოხვდნენ საიტზე. როგორც აღმოჩნდა, ხარისხიანი ბრენდი ბევრია. Holst.ge - ზე Tolsen-ს, Stanley – სა და schpindel - ის ხელსაწყოების ნაკრებს იხილავთ. თითოეული ბრენდი მხოლოდ ერთს კი არა, მრავალ კომპლექტს გთავაზობთ. ამჯერად, Tolsen - ის ნაკრებებს გაგაცნობთ. დეტალურად განვიხილავთ და არჩევანიც გაგიმარტივდებათ. სხვა ბრენდების სანახავად კი თვალი საიტს გადაავლეთ.
119 ცალიან ნაკრებს ამ ბლოგში ვეღარ შეხვდებით. ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე ბევრი ხელსაწყო Tolsen - ის კომპლექტშია. პროფესიონალებისთვის აუცილებელი ნაკრებია, ასევე დამწყებთათვისაც საჭიროა. 119 ინსტრუმენტით სხვადასხვა საქმეს შეასრულებთ და გაიწაფებით. ყველა ნივთი გამოსადეგია და არავინ იცის როდის გამოგადგებათ. თადარიგის დაჭერა კი ყოველთვის კარგია. თუ კი უეცრად დაგჭირდებათ, ადგილზე გექნებათ.
უპირატესობები:
Tolsen - ის მეორე ნაკრები სულ სხვა ტიპისაა. ის ქანჩის გასაღებისთვისაა განკუთვნილი და სათადარიგო პირები ახლავს. 22 ცალიანია, რაც მაინცდამაინც ბევრი არ არის. საშუალო რაოდენობაა და მოგვიანებით ბევრად დიდ ნაკრებსაც ვნახავთ. მანამდე კი ორი სიტყვა კონკრეტულ მოდელსაც ეკუთვნის. ინსტრუმენტები პატარა ზომისაა და კომპაქტურია. გამოსაყენებლად მარტივია, ასევე, ნაკრებიც უპრობლემო გადასაადგილებელია.
უპირატესობები:
დაპირებული დიდი ნაკრები სწორედ ესაა. ქანჩის გასაღები 46 სათადარიგო პირით, იდეალური ვარიანტია. პროფესიონალებს აუცილებლად დასჭირდებათ, დამწყებთათვის კი პატარაც საკმარისია. Tolsen - ის ინსტრუმენტები ხარისხიანია და დიდხანს ძლებს. თითოეული ხელსაწყო ამ უპირატესობას ფლობს. ნაკრების შემთხვევაშიც ასეა. იმედგაცრუება ნამდვილად არ გელით. კონკრეტული მოდელი მსუბუქია, მხოლოდ 1.45 კილოგრამს იწონის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან წაიღებთ. გადაადგილება სრულიად უპრობლემოა. ინსტრუმენტები არ დაგამძიმებთ და დისკომფორტი უცხო იქნება.
უპირატესობები:
9 ცალიან ინსტრუმენტებზე გსმენიათ რამე ? თქვენს წინაშე ყველაზე პატარა ნაკრებია. ვერც კი წარმოიდგენთ, რა საჭირო ხელსაწყოებს მოიცავს. ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი ნივთებია და მითუმეტეს, თუ ამ სფეროთი ხართ დაინტერესებული. დანარჩენებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მეტი რომ არ შეიძლება, ისეთი კომპაქტურია. თუ პატარა ნაკრები გსურთ, ზუსტად ის არის, რასაც ეძებთ. Holst.ge - ზე კი უმარტივესად შეიძენთ.
უპირატესობები: