ხშირად დასმული კითხვები კიბეებზე |
ხშირად დასმული კითხვები კიბეებზე |
რამდენჯერ გიცდიათ, კიბის სხვა საგნებით აწყობა? მაგალითად, ერთმანეთზე შეერთებული სკამებით ფარდის ჩამოხსნა და ა.შ. შესაძლოა საქმე კარგადაც გამოგსვლიათ, მაგრამ აუცილებლად შიშით შეასრულებდით. თვალი მუდამ სკამისკენ გექნებოდათ და ყოველ ზედმეტ მოძრაობაზე გულიც აგიჩქარდებოდათ. ამდენ ამბავს კი არ ჯობია, საქმის მარტივად და კომფორტულად შესრულება ?! ცხადია, კი. სწორედ ამიტომ არსებობს კიბე, ხელსაწყო, რომელიც ფარდასაც უსაფრთხოდ ჩამოგახსნევინებთ, ყურძენსაც დაგაკრეფინებთ და ა.შ. ინტრუმენტის ირგვლივ თავს ბევრი კითხვა იყრის. ვაპირებთ, ყველაფერს ნათელი მოვფინოთ. მოემზადეთ და დავიწყოთ.
წარმოიდგინეთ, უზარმაზარი კიბე, რომელიც კარში ძლივს ეტევა. ეს-ესაა ოთახში შემოიტანეთ, მაგრამ ვერ შლით, რადგან მაღალია და ჭერი ხელს უშლის. ამ უსიამოვნების თავიდან არიდება კი ნამდვილად შესაძლებელია. მოკლედ, ასეთი განიერი და მაღალი კიბეები, როგორც წესი, შიდა სივრცისთვის განკუთვნილი არ არის. ოთახში უფრო პატარა და კომპაქტური კიბეა საჭირო. გარწმუნებთ, რომ მსგავსი ხელსაწყოები პრობლემას არ შეგიქმნით და კარგადაც გამოიყენებთ.
სიმართლე ითქვას, სპეციფიკური ასარჩევია, მაგრამ ჩვენ აქ რისთვის ვართ ?! ყველაფერში ახლავე გაგარკვევთ. როგორც შიდა სივრცისთვის არ გამოდგება ყველანაირი კიბე, ასეა გარეთა ტერიტორიაც. ვეჭვობთ, პატარა და მცირესაფეხურიანი კიბეებს აქ ვერ გამოიყენებთ. უფრო მაღალი ინსტრუმენტები დაგჭირდებათ. მაგალითად, ხიდან ხილის ჩამოსაკრეფად, მრავალსაფეხურიანი ხელსაწყოა საჭირო, რათა კენწეროსაც კი მიწვდეთ.
ჩამოთვლილი სხვაობების გარდა, კიბეები ერთმანეთისან მასალითაც განსხვავდება. ზოგიერთი ალუმინისგან მზადდება, ზოგიც კი მეტალისგან. ჩვენ რეკომედაციას ორივეს ვუწევთ. დარწმუნებულები იყავით, რომ Holst.ge - ზე მოხვედრილი პროდუქცია, ცუდი ვერანაირად ვერ იქნება. კიბეები, სხვადასხვა მეთოდით, მრავალჯერაა დატესტილი და გეტყვით, რომ ყველაფერი მწყობრშია.
გსმენიათ Sarayli - ის ინსტრუმენტებზე ? თუ კი, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ სანდო ბრენდია და ხარისხიანი ხელსაწყოები აქვს. თუ აქამდე არა, ახლა უკვე იცით, რომ შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ. Sarayli- ის კიბეები გამძლე და კომფორტულად გამოსაყენებელია. კარგ ინსტრუმენტებს ზუსტად ეს მოეთხოვება.
შეძენილ კიბეს სახლში მოგიტანთ, სრულიად უფასოდ, თქვენ კი მაღაზიის რიგებსა და სხვა უსიამოვნებებს, თავიდან აირიდებთ. კარგად ჟღერს, ხომ ასეა?! დიახ, ეს ყველაფერი სიმართელა და ბონუსად იმასაც დავამატებთ, რომ საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თქვენს ადგილმდებარეობას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ყველგან მოგაგნებთ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს დიდი დრო არ სჭირდება. თბილისის მასშტაბით ნივთები მომხამრებლებამდე სულ მალე მიდის, რეგიონებში ოდნავ მეტი აგვიანდება, თუმცა, ბევრი მაინც არა. ასეთი სერვისით უამრავ დროს ზოგავთ. მაღაზიაში წასვლის სანაცვლოდ, შეგიძლიათ სხვა საქმე გააკეთოთ და ა.შ. ამასთანავე, კიბის ტრანსპორტირება მარტივი სულაც არ არის. თქვენ შეიძლება იწვალოთ, მაგრამ ჩვენი კურიერები უკვე გამოწვრთნილები არიან. მოკლედ, Holst.ge - ზე ყველაფერი მარტივადაა.
Sarayli - ის პირველი კიბე, გარე სივრცისთვის იდეალურია. ინსტრუმენტს კარგი მონაცემები აქვს. ალუმინისგან დამზადებული ხელსაწყო, დროთა ცვლას უძლებს და მარტივად არ ცვდება. პარამეტრებიც შესანიშნავია. კიბეს საკმაოდ ბევრი საფეხური აქვს, ამიტომ, მწვერვალების დასაპყრობად მზად არის.
უპირატესობები:
მეორე კიბე ძალიან კომპაქტურია და გადაადგილება დისკომფორტს არასდროს შეგიქმნით. ხელსაწყო მეტალისგანაა დამზადებული და სიმტკიცეს დიდხანს ინარჩუნებს. ინსტრუმენტი ოთხ ნაწილად იკეცება და დანარჩენებისგან ამით გამოირჩევა. კიბის გადაადგილება ბევრად მარტივია. ასევე, მცირე სივრცეს იკავებს და პრობლემა ადგილის მიჩენაც არ იქნება.
უპირატესობები:
ბოლო ხელსაწყოც გარეთა სივრცისთვისაა განკუთვნილი. საკმაოდ დიდი ინსტრუმენტია, ამიტომ, ეზოში კარგად გამოიყენებთ. კიბე ალუმინისგანაა დამზადებული და დანამდვილებით ვიცით, რომ საიმედოა.
უპირატესობები: