| ხშირად დასმული შეკითხვები ჰაერის კომპრესორზე |
| ხშირად დასმული შეკითხვები ჰაერის კომპრესორზე |
ჰაერის კომპრესორის ირგვლივ, თავს ბევრი შეკითხვა იყრის. ვეცდებით ყველას ვუპასუხოთ, ამიტომ, წინ საინტერესო საკითხავი გელით. მაშ ასე, ნაბიჯ- ნაბიჯ გავყვეთ.
კომპრესორი უნიკალური ხელსაწყოა. ის რომ არა, რიგი საქმეები საერთოდ არ გამოვიდოდა. ინსტრუმენტი დიდ ენერგიას ფლობს, რასაც შემდგომ სხვა ხელსაწყოებს უნაწილებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მათ ამუშავებს, წნევით ავსებს და საქმეს სწრაფად ასრულებინებს. სწორედ ამიტომ, კომპრესორი ბევრ სიტუაციაშია საჭირო.
ინსტრუმენტი სხვადასხვა სივრცეში დაგჭირდებათ, მისი გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა. პირველი ადგილი, სადაც კარგად გამოიყენებთ ავტოსახელოსნოა. გინახავთ თუ არა, როგორ სწრაფად კეთდება დაშვებული საბურავი ? ეს სიჩქარე სწორედ კომპრესორის დამსახურებაა. ამ შემთხვევაში, საქმე მის გარეშეც შესრულდება, მაგრამ ბევრი დრო დასჭირდება. ინსტრუმენტი კი გამოსავალს სწრაფად გაპოვნინებთ. გარდა ამისა, ჰაერის კომპრესორი ავეჯის საამქროებსა და სხვა მსგავს საწარმოებში გამოგადგებათ. სიმართლე რომ ვთქვათ, მისი ქონა აუცილებელიც კია. საქმეს სწრაფად ასრულებს და ცოტა დრო გჭირდებათ. ეს კი დიდი უპირატესობაა, რადგან ხშირად მსგავსი სამუშაოები ბევრ დროსა და რესურსს მოითხოვს. ჰაერის კომპრესორი კი ყველაფერს ამარტივებს.
ინსტრუმენტის შეძენამდე აუცილებელია, ყველა მახასიათებელს გულდასმით გაეცნოთ და ხელსაწყოები ერთმანეთს შეადაროთ. სწორედ ასე შეარჩევთ ჰაერის კომპრესორს სწორად. პირველ რიგში, თვალი სიმძლავრეს გადაავლეთ, რადგან ფრიად საყურადღებო საკითხია. ბევრნაირი სახის ინსტრუმენტი არსებობს, ზოგი მძლავრია, ზოგიც ნაკლებად. ჩვენ კი ერთს გირჩევთ, თუ ხელსაწყო რთული სამუშაოსთვის გჭირდებათ, მაშინ მაღალი სიმძლავრის მქონე შეარჩიეთ. მაგალითად, თუ დიდი საამქროებისთვის ეძებთ, სწორედ ასეთი ინსტრუმენტები დაგჭირდებათ. მათზე არა მხოლოდ ერთის, არამედ რამდენიმე ხელსაწყოს დამაგრებაა შესაძლებელი. თუ საქმე ცოტაა და არც ისე რთული, მაშინ საშუალო ან დაბალი ძალის მქონე კომპრესორი გამოგადგებათ. მსგავსი სახის ხელსაწყოები მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს იმაგრებს, მაგრამ გულდასმით მუშაობს. გარდა ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ მოცულობა, რადგან ეს მახასიათებელიც მნიშვნელოვანია. ასევე, კარგი იქნება, თუ ცოტაოდენ დროს ბრუნვის სიჩქარეს, წნევასა და სხვა მახასიათებელსაც დაუთმობთ.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს მივადექით. ეს კითხვა ხშირად ისმის და პასუხს არ დავაყოვნებთ. Holst.ge ის ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც ყველა ინსტრუმენტი ხარისხიანია. ცხადია, გამონაკლისია არც ჰაერის კომპრესორია. ჩვენთან სანდო ბრენდების ხელსაწყოებს გადააწყდებით. ამიტომ, ამ საკითხზე ფიქრით თავს ნუ დაიღლით. სწორ ადგილას ხართ, ამას დანამდვილებით ვამბობთ.
კითხვა- პასუხის რეჟიმიდან, კონკრეტულ ხელსაწყოებზე გადავინაცვლოთ. პირველი სიაში Schpindel - ის კომპრესორია. გერმანული ბრენდი ხარისხს არ აკლებს. რაც შეეხება თავად ინსტრუმენტს, მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ დიდ საამქორებში თავისუფლად გამოიყენებთ. რთულ საქმეს არასდროს თაკილობს და მუდამ კარგად ასრულებს.

უპირატესობები:
როდის იყო Schpindel-ი მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს სჯერდებოდა?! მეორე კომპრესორი საშუალო სიმძლავრისაა. ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი პრობლემას გადაჭრის.

უპირატესობები:
ბოლოს კი დაბალი ძალის მქონე კომპრესორით ვასრულებთ. უმჯობესია, ხელსაწყო მსუბუქ სამუშაოებში ჩართოთ. ამას თავს კარგად ართმევს, თან ისე კარგად რომ ვერაფერს დაუწუნებთ.

უპირატესობები: