ახლა, როცა მარტის გიჟმაჟობას დავემშვიდობეთ და გაზაფხული ნელ-ნელა უკვე მძლავრობს, რა ჯობია გარეთ გასეირნებას, მეგობრებთან ერთად ვერანდაზე ჩამოსხდომას, საღამოს სიმშვიდით ტკბობას, არა?
ჰოდა, ეს ყველაფერი რომ სრულყოფილი იყოს, შესაბამისი განათებაც აუცილებელია, არა? რისთვის და პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის, ასევე, შესაბამისი განწყობის შექმნისთვის და დიახ, სწორად მიხვდით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გესაუბროთ, როგორიც მაგალითად, გახლავთ - გარე განათება, პროჟექტორი, ლამპიონი და აბა, წავედით:
დაგვეთანხმებით, ძალიან მოუხდება პროჟექტორი ნებისმიერი ზომის შადრევანს, ლამპიონი გაალამაზებს მოკირწყლულ გზას და მეტი რაღა უნდა ადამიანს, რომლისთვისაც მეგობრებთან ყოფნას, კარგ განწყობას, ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს?!
სად არის საჭირო გარე განათება, პროჟექტორი, ლამპიონი?
რა თქმა უნდა, კარგი განათება ზამთარშიც ისევე აუცილებელია, მით უმეტეს, როცა უსაფრთხოებაზეა საუბარი, როგორც წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ რადგან სიცივეში ნაკლებად გვიწევს გასეირნება იქნება, ვერანდაზე წითელი ღვინის წრუპვა თუ მაყალზე ხორცის აშიშხინება, გაზაფხულსა და კარგ ამინდზეც აქცენტი სწორედ ამიტომ გავაკეთეთ.
მაშ, დეტალურად განვიხილოთ, სად გამოიყენება გარე განათება, პროჟექტორი და ლამპიონი, მათი სხვადასხვა სახეობა, რა თავისებურებები და პლუსებით გამოირჩევა პირველი, რატომ უნდა იქნეს არჩეული კონკრეტულ ადგილას მეორე და ასე შემდეგ.
გარე განათება საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად:
- ავტობანები და გზები;
- ქვეითთა ზონები;
- საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გვირაბები;
- პარკები და სკვერები;
- ავტოსადგომები, სპორტული, სამშენებლო და საკონცერტო მოედნები;
- არქიტექტურული ობიექტები;
- კერძო და საზოგადოებრივი ტერიტორიები;
- შენობების ფასადები.
როგორ უნდა შეარჩიოთ განათებისთვის საჭირო მოწყობილობები?
პირველ რიგში, ის უნდა განსაზღვროთ, რა ფუნქციები ენიჭება მოწყობილობებს: წმინდა ტექნიკური, დეკორატიული, ან საერთოდაც, იქნებ უნივერსალური ვარიანტი გჭირდებათ? განათების ნებისმიერი ტიპის მოწყობილობას საკუთარი მახასიათებლები და შესაძლებლობები აქვს:
- ტექნიკური განათება ღამის საათებში ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გამოიყენება. როგორც წესი, ასეთ სანათებს არც ისე გამორჩეული დიზაინი აქვს და დღისით ყურადღებას დიდად არ იპყრობს. შეძენისას ყურადღება გამახვილებულია განათების სიკაშკაშესა და სრულყოფილებაზე;
- დეკორატიული განათება როგორც წესი, გამოირჩევა ნათურების საკმაო რაოდენობით, რომლებიც განათების ორიგინალურ ეფექტებს ქმნიან. მოწყობილობებს შეიძლება ჰქონდეს შეუმჩნეველი გარეგნობა ან მორთული იყოს ნათელი დეკორატიული ელემენტებით;
- კერძო საკუთრებაში ხშირად გვხვდება კომბინირებული ტექნიკური და დეკორატიული განათება. ის ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს: ამშვენებს ადგილს და ზრდის ხილვადობას ღამით.
ჩამოთვლილის გარდა, გარე განათება შემდეგ ჯგუფებად იყოფა:
- ლამპიონი - განათების მთავარი წყაროა ქუჩებისთვის, პარკებისთვის, მაგისტრალებისთვის. საკუთარი სახლის გარე პერიმეტრისთვის გამოდგება ლამპიონები შუქდიოდური მატრიცით, რაც სინათლის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს;
- დეკორატიული შუქდიოდური მოწყობილობები (დიურალაითი, დიურაფლექსი, ბადე) - ჩვეულებრივ, კონტურებისთვის, ხეების, შადრევნების გასაფორმებლად გამოიყენება. ბაღებში უფრო ხშირად თეთრი ნათების მქონე შუქდიოდებს იყენებენ;
- პროჟექტორი - გამოიყენება დიდი ტერიტორიებისა და შენობების გასანათებლად, რაც მათ გამორჩეულ იერს აძლევს და ღამით პრაქტიკულად, სრულიად განსხვავებულს ხდის.
LEDEX LED LDS-50W65K ლამპიონი 50w 6500k IP65 90LM/W

- ბრენდი - LEDEX
- პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ფერის ტემპერატურა - 6500K
- განათების სიმძლავრე - 4500 lm
- გაშლის კუთხე - 120°
- სამუშაო რესურსი - 25000 hrs
- IP დაცვა - IP65
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 4869001292236
- წონა (კგ) - 1.1
- სიმძლავრე (W) - 50
LINUS LED პროჟექტორი 50w 6500k IP65 premium

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ფერის ტემპერატურა - 6500K
- განათების სიმძლავრე - 4200 lm
- გაშლის კუთხე - 120°
- სამუშაო რესურსი - 25000 hrs
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 8719834859129
- წონა (კგ) - 1.7
- სიმძლავრე (W) - 50
LEDEX LED პროჟექტორი 75W 6500K IP65 Black

- ბრენდი - LEDEX
- პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- ფერის ტემპერატურა - 6500K
- განათების სიმძლავრე - 6300 lm
- გაშლის კუთხე - 120°
- სამუშაო რესურსი - 25000 hrs
- გარანტია - 1 წელი
- ენერგოეფექტურობის კლასი - A+
- შტრიხ-კოდი - 4869321315004
- წონა (კგ) - 1.1
- სიმძლავრე (W) - 75
LSL180-1042 LINUS Solar - ლამპიონი 20W 4000K

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ლამპიონი
- ფერის ტემპერატურა - 4000K
- განათების სიმძლავრე - 3000 lm
- ელემენტი - 3.2V/30AH, 6V/30W
- ზომა - 1056x200x92mm
- სამუშაო რესურსი - 36000 hrs
- IP დაცვა - IP65
- დამატებითი მახასიათებლები - მზის პანელი: დატენვის ხანგრძლივობა - 8~10 საათი; მუშაობის ხანგრძლივობა - 2 ღამე/24 საათი
- გარანტია - 3 წელი
- შტრიხ-კოდი - 4869002001042
- წონა (კგ) - 4.59
- კომპლექტაცია - დისტანციური მართვის პულტი
- სიმძლავრე (W) - 20W / 180W