ყურადღება - იძებნება ბეწვა ხერხის კონკურენტი |
ყურადღება - იძებნება ბეწვა ხერხის კონკურენტი |
საინტერესოა, ჰყავს თუ არა ბეწვა ხერხს კონკურენტი? საქმეში ჩახედულ ხალხს თუ ვკითხავთ, თითქმის ყველა ამბობს, რომ არა, ბეწვა ხერხი უკონკურენტოა, თუმცა, გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ მთლად ბოლომდე ჩანაცვლება არა, მაგრამ რაღაც ოპერაციები, შესაძლოა, სხვადასხვა ინსტრუმენტმა მაინც შეასრულოს. მთავარი ამბავი ამ ყველაფერში ის არის, რომ როცა შესაძლებელია, ერთი ხელსაწყოთი უამრავი ოპერაცია შესრულდეს, ცალკეული დავალებისთვის სამი და ოთხი ინსტრუმენტი რატომ უნდა ვეძებოთ?
მოკლედ, იძებნება ბეწვა ხერხის კონკურენტი და სანამ კვლევა-ძიებას ვინმე მიხედავს, ჩვენ ამ ჩინებული ხელსაწყოს შესაძლებლობების შესახებ ვისაუბროთ.
ბეწვა ხერხი, იგივე ლობზიკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია ხის მასალის, „დეესპეს“, ლამინატის, ლითონის, კერამიკისა და თაბაშირმუყაოს დასაჭრელად. ერთი შეხედვით, ლობზიკი საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტია, თუმცა, შერჩევა - არც თუ ისე იოლი. საქმე ის გახლავთ, რომ იოლად შეარჩევთ ბეწვა ხერხს მაშინ, როცა მის ძირითად მახასიათებლებსა და ფუნქციებში ერკვევი. არანაკლებ მნიშვნელოვანია დაგეგმილი სამუშაოების სირთულისა და ინტენსივობის გააზრება.
მთავარი დანიშნულება - ჩამოთვლილი და არა მხოლოდ ამ მასალის პირდაპირი და ფიგურული ჭრა გახლავთ. ლობზიკი გამოსადეგია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე პროფესიონალური სახელოსნოსთვის თუ მასშტაბურ წარმოებაში. გამოყენების სფეროზეა დამოკიდებული, რამდენად მძლავრი და პროდუქტიული ხელსაწყოს შეძენა არის საჭირო.
ნაკლებად მძლავრი მოდელები მინიმალური დამატებითი ფუნქციებით პერიოდულად სახლში მუშაობისთვის გამოდგება. მცირე საწარმოში უმჯობესია, შედარებით მძლავრი მოდელი შეირჩეს, ხოლო რაც შეეხება მასშტაბურ წარმოებას, ამ შემთხვევაში, პროფესიონალურ ბეწვა ხერხს კონკურენტი არ გააჩნია.
ბეწვა ხერხი, მით უფრო, ელექტრო ბეწვა ხერხი რომ მართლაც ძალიან გამოსადეგი ხელსაწყოა, ისიც მიუთითებს, რომ ელექტროინსტრუმენტების ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ელექტროლობზიკებით, რომლებიც განსხვავებულია გამოყენების ხასიათით, ტექნიკური მახასიათებლებით, კვების ტიპებითა თუ კონსტრუქციული თავისებურებებით. გამოყენების ხასიათის მიხედვით, ელექტროლობზიკი ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ:
- საყოფაცხოვრებო ელექტროლობზიკი;
- პროფესიონალური ელექტროლობზიკი;
- სამრეწველო ელექტროლობზიკი.
კვების ტიპების მიხედვით ხელსაწყო ასე იყოფა:
- ქსელური;
- აკუმულატორიანი.
არსებობს ელექტრო ბეწვახერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.
ხელის ბეწვა ხერხის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს კორპუსის გარეგნობას, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული კომფორტი გამოყენებისას და კვეთის ხარისხიც კი. გარეგნულად კორპუსი შეიძლება იყოს:
ახლა უკვე იცით, როგორ შეარჩიოთ კომფორტული და უნივერსალური ბეწვა ხერხი.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ და კიდევ უფრო რომ გაგიადვილდეთ საქმე, რამდენიმე ვარიანტს აქვე შემოგთავაზებთ: