ყური დაგვიგდეთ, ელექტრო სახრახნისის ავკარგიანობაზე ვაპირებთ საუბარს

უნდა ვაღიაროთ, რომ მამაკაცების დიდ ნაწილს, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაური თვისებები აქვს. მაგალითად, მათთვის ცოლის ყველა კაბა ერთნაირია, ხოლო ყველა სახრახნისი - განსხვავებული.

უყვართ მამაკაცებს მსგავსი ინსტრუმენტები და რა გინდათ, რომ ქნათ? ერთი, რაც რჩევის სახით შეგვიძლია, მოგცეთ, თუკი ასეთებს იცნობთ, იმაზე ფიქრით მაინც ნუღარ დაიღლით გონებას, რა აჩუქოთ დაბადების დღისთვის - სახრახნისი, მით უმეტეს, ელექტრო სახრახნისი, ჩინებული საჩუქარი იქნება, ათასგზის შემოწმებული ამბავია!..

როგორ მუშაობს ელექტრო სახრახნისი

სანამ სახრახნისის შესაძლებლობებზე დავიწყებთ საუბარს, ორიოდ სიტყვით მისი მუშაობის თავისებურებებსაც შევეხოთ.

ესე იგი, როგორ მუშაობს ელექტრო სახრახნისი?

წარმოიდგინეთ მისი შიდა ნაწილი, როგორც ელექტროჯაჭვი. როგორც კი ჩამრთველს თითს დააჭერთ, კორპუსის შიდა მხარეს არსებული გადამართველი ელექტროობას ელემენტიდან მოტორისკენ ატარებს. ყოველ ჯერზე, როცა კი ჩამრთველს აწვებით, დენს ინსტრუმენტში გავლის საშუალებას აძლევთ. ძრავი აკუმულატორის ელექტროენერგიას მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის, რითიც უზრუნველყოფს ბრუნვას, რაც თავის მხრივ, ვაზნის მოძრაობისთვისაა აუცილებელი.

სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უსადენო მოწყობილობის უპირატესობებს შორისაა:

Ö კომპაქტურობა;

Ö სიიაფე;

Ö კომფორტულობა;

Ö მსუბუქი წონა;

Ö მაგნიტური წვერი ჭანჭიკების შესამაგრებლად;

Ö სხვადასხვა სიჩქარე განსხვავებული სამუშაოებისთვის.

რომელია უკეთესი: ჩაშენებული, თუ მოსახსნელი ელემენტი?

ინსტრუმენტი ჩაშენებული აკუმულატორით უფრო მსუბუქია, თუმცა მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ, როგორც წესი, გამოცვლა აღარ ხერხდება. ამდენად, მოსახსნელი ელემენტი გაცილებით კომფორტული და ხელსაყრელია. ყიდულობთ ერთ სათადარიგო ელემენტს და როცა ერთით მუშაობთ, მეორეს ტენით. ასევე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩაშენებული აკუმულატორის მქონე მოდელი უფრო კომპაქტური, მსუბუქი და იაფია, თუმცა, სიმძლავრე შედარებით ნაკლები აქვს.

დანიშნულება და გამოყენების სფეროები

ინსტრუმენტის უმთავრესი დანიშნულებაა ხრახნების, ჭანჭიკების, თვითმჭრელებისა და სხვა სამაგრების კედელში, ინტერიერის დეტალებსა და სხვა ზედაპირებში ჩამაგრება. სახრახნისის გამოყენება შეიძლება რემონტის დროს შენობაში, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრის ღიობების მონტაჟისას, ელექტროტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისას, კომპიუტერული აღჭურვილობის მომსახურებისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

თანამედროვე ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღნიშვნას იმსახურებს უსადენო რეჟიმი, რაც საშუალებას იძლევა, მოწყობილობა ძნელმისადგომ ადგილებშიც გამოიყენოთ.

სხვა ყველაფერთან ერთად, ელექტრო სახრახნისი დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობებითაც გახლავთ აღჭურვილი, რაც ინსტრუმენტის გამოყენების სფეროებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ტექნიკური მახასიათებლები

ელექტრო სახრახნისი შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს ფლობს:

  • სიმძლავრე ან ძაბვა - ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის მარგი ქმედების კოეფეიციენტი. მახასიათებლები ცვალებადია და პირდაპირ კავშირშია დამუხტვის დონესთან. რაც უკეთესად არის აკუმულატორი დატენილი, მით აქტიურად და დიდხანს შეიძლება მუშაობა;
  • ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლოატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლოატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
  • ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
  • ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
  • საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.

სახრახნისის კომპონენტები

  • აკუმულატორის ელექტრონული დაცვის სქემა. აღნიშნული კომპონენტი გამოიყენება ლითიუმიანი ელემენტების მქონე სახრახნისებში;
  • რევერსის ღილაკი, რომელიც შპინდელის ბრუნვის მიმართულების გადართვის საშუალებას იძლევა;
  • რედუქტორი, რომელსაც ბრუნვების რეგულირების შესაძლებლობა აქვს;
  • შუგდიოდური განათება და აკუმულატორის დატენვის ინდიკატორი. არ გვხვდება ყველა მოდელში, თუმცა ძალიან სასარგებლო ელემენტები კი გახლავთ;
  • ელექტროძრავი;
  • ჩამრთველი ღილაკი;
  • მთავარი კომპონენტი - ელემენტი, რომელიც როგორც ზემოთაც ვთქვით, შეიძლება იყოს იონური ან კადმიუმის;
  • აკუმულატორის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გამოიყენებთ ინსტრუმენტს. თუკი ის იშვიათად გჭირდებათ, უმჯობესია იონურის შეძენა, ვინაიდან ის გაცილებით კომფორტული გახლავთ.

დადებითი და უარყოფითი მხარეები

ელექტრო სახრახნისი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:

1. არც ისე მოზრდილი, კომპაქტური ზომა, რაც საშუალებას იძლევა, ინსტრუმენტი ხელში ნებისმიერი კუთხით დაიჭიროთ;

2. შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ყველაზე რთულ ადგილებშიც კი გამოიყენოთ;

3. მსუბუქი წონა, რაც საშუალებას იძლევა, სახრახნისი ხელში ხანგრძლივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გეკავოთ;

4. ელექტრო სახრახნისის დახმარებით, შესაძლებელია სასურველ ზედაპირზე მცირე ზომის ელემენტების დამაგრება. მაგალითად, მარტივია ციცქნა ჭანჭიკებთან და ხრახნებთან მუშაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება მყიფე კომპიუტერულ და ელექტროტექნიკასთანაც კი.

დადებითის პარალელურად, სახრახნისს უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, ყველაზე გამოკვეთილი მინუსი დაბალი ბრუნვები და ბრუნვის მომენტია. ასევე, რთულია გრძელ თვითმჭრელებთან მუშაობა.

აუცილებლად გასათვალისწინებელი

- პირველ რიგში, სახრახნისი მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. თუკი კორპუსი რეზინით არის დაფარული, ეს დიდი პლუსია. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთი მოდელი გაცილებით დაცულია დავარდნის შემთხვევაში. ასევე, რეზინი ინსტრუმენტის გამოყენებას გაცილებით მსუბუქს და ბევრად ერგონომიულს გახდის.

- კარგია, თუკი კომპლექტში ორი აკუმულატორი შედის. ბრუნების რეგულირების ფუნქციაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.

- არ უნდა დავივიწყოთ დელიკატური მუშაობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილ და ძვირფას მასალასთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს დაგეხმარებათ წნევის სიდიდის რეგულირების ფუნქცია.

- გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მძლავრია სახრახნისის ძრავი და ელემენტის მოცულობაც მეტია, შესაბამისად, წარმადობაც მაღალია, ვინაიდან ისტრუმენტს მალ-მალე დატენვა არ დასჭირდება.

TOLSEN TOL1689-79010 ელ. სახრახნისი 3.6V Li-ion, 1300mAh

Tolsen saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v
  • ელემენტი - 1.3Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs
  • გარანტია - 3 თვე
  • შტრიხკოდი - 6933528788812
  • წონა (კგ) - 0.68
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 180min
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + საცვლელი პირები

BOSCH სახრახნისი 12V GSR 120Li (2x2,0Ah)

Bosch saxraxnisi

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12v
  • ელემენტი - 2Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06019G8000
  • წონა (კგ) - 0.8
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 14Nm/30Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 20mm/10mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

STANLEY - SCD201D2K-RU ელ. სახრახნისი 2X18V 2Ah Kitbox

STANLEY saxraxnisi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • ელემენტი - 2Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048512494
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-350/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 33mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

CROWN CT21076HMX-4 BMC-ელ.სახრახნისი 20V V-MAX 4Ah

Crown saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20v
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177422910
  • წონა (კგ) - 5.18
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-400/0-1500min
  • ბრუნვის მომენტი - 45Nm/55Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 40mm/13mm
  • ფუნქციები - რევერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება