| ყველა თანამედროვე ადამიანს უნდა ჰქონდეს ჯაჭვური ხერხი |
| ყველა თანამედროვე ადამიანს უნდა ჰქონდეს ჯაჭვური ხერხი |
მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ან, რატომ არ უნდა დავუჯეროთ, რა დაგვიშავეს ასეთი, პირველი პრიმიტიული ხერხი ადამიანმა შორეულ წარსულში, ასე 4 ათასი წლის წინ გამოიგონა. საუბარია ქვისგან გამოთლილ ინსტრუმენტებზე, რომელიც პრინციპში, მაშინ სავსებით საკმარისი გახლდათ, თუმცა დღეს რომ თანამედროვე ადამიანს ისევ ქვის ხერხის იმედად იყოს... უჰ, გაფიქრებაც საზარელია! საბედნიეროდ, თანამედროვე ადამიანს ჯაჭვური ხერხი აქვს, რომლითაც მრავალფეროვანი დავალების შესრულება ძალიანაც მარტივად შეიძლება.
დავიწყოთ იმით, რომ ჯაჭვური ხერხი შეიძლება მუშაობდეს ელექტროენერგიაზე, ელემენტებსა და ბენზინზე. განვიხილოთ ეს უკანასკნელი.
ბენზო ხერხი ნებისმიერი ხელოსნისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტი და საშუალებას იძლევა, შევასრულოთ არა მხოლოდ მოცულობითი საყოფაცხოვრებო საქმეები, არამედ გამოვიყენოთ წარმოებასა და ხე-ტყის დამზადებაში. ბენზინსა და ელემენტებზე მომუშავე ხერხი, რომელთა შეძენა Holst.ge-ზე უმარტივესად შეგიძლიათ, ელექტროანალოგებისგან განსხვავებით, ნებისმიერ ადგილზე გამოგადგებათ. აგარაკზე, ტყეში, სამშენებლო მოედანზე ბენზო ხერხი დაგეხმარებათ: მოჭრათ ტოტები და ხეები, გადახერხოთ ბოძები თუ დაფები, მოიმარაგოთ შეშა, ააშენოთ სახლი, ფარეხი...
ელემენტებსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ჯაჭვური ხერხებისგან განსხვავებით, ბენზო ხერხი შედარებით მძიმეა. აქვს უფრო რთული კონსტრუქცია, თუმცა სიმძლავრით, წარმადობითა და ფუნქციურობით ბევრად მიმზიდველია.
როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში გირჩევთ ხოლმე, ამჯერადაც ზუსტად იგივე სიტუაციაა - სანამ ჯაჭვური ხერხის შეძენამდე მიხვალთ, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით, რაში უნდა გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი. კლასიფიკაცია კი ასეთია:
ბენზო ხერხის სიმძლავრე ძრავის ზომაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, რომელსაც ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. სიმძლავრე განისაზღვრება ცხენის ძალით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელობა შევადაროთ ელექტრო „კოლეგებს“, მისი აღნიშვნა კილოვატებშიც ჩვეულებრივად შეიძლება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1 კილოვატში 1000 ვატია.
რაც უფრო დიდია ბენზო ხერხი, სიმძლავრეც, ბუნებრივია, მით მეტია. ხერხი, რომლის ძრავის მოცულობა 50 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრის მაჩვენებელი დაახლოებით 2 კილოვატს უტოლდება. 70 კუბური სანტიმეტრის შემთხვევაში, 3 კილოვატს.
- დიდი ზომის ხერხები რთული სამუშაოსა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის არის შექმნილი. მაგალითად, თუ გჭირდებათ ხერხი შეშის მოსამზადებლად, ღუმელის გათბობისთვის და ადგილობრივ ტერიტორიაზე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის, მაშინ შესაფერისია მოდელი, რომლის სიმძლავრეც 0,7-დან 2 კვტ-მდე მერყეობს. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
- თუ აპირებთ, მაგალითად, მორების დაჭრასა და სერიოზული სამუშაოს წარმოებას, ვთქვათ, სახლის აშენებას, აქ უკვე უმჯობესია, 2,5-დან 3 კვტ-მდე სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი შეარჩიოთ.
- თუკი ხე-ტყესთან მუშაობთ და აუცილებელია, დღეში 8 საათის მანძილზე მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომლის სიმძლავრე 4-6 კილოვატი იქნება.
სახიფათო ფაქტორებია:
ჯაჭვური ხერხის მუშაობის პრინციპის გაგება, მისი ავზის შევსებისა და ექსპლუატაციის დეტალების ცოდნა ადამიანს დიდად წაადგება.
ამდენად, ბენზო ხერხის ჩართვამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია გასათვალისწინებელი:


