ყველაფერი ბეწვა ხერხის შესახებ

ხისა და ბეტონის მასალასთან მუშაობა მარჯვე ხელსაწყოებს მოითხოვს. პროცესი რთულია, მაგრამ სათანადოდ შერჩეული ინსტრუმენტი, მუშაობას ამარტივებს. ალტერნატიული ხელსაწყოები არ განიხილება, რადგან ბეწვა ხერხზე უკეთ, ამ საქმეს ვერაფერი ასრულებს. მხოლოდ მას შეუძლია სრული სიზუსტითა და ოსტატობით მუშაობა. ხერხის მძლავრი და მჭრელი პირები რთულად დასამუშვებელ მასალასთანაც, მაქსიმალური სიღრმით მუშაობს. ნებისმიერი დეტალი მწყობრში მოჰყავს და ამავდროულად, თქვენს მოტივაციაზეც ზრუნავს. საუკეთესო ინსტრუმენტთან მუშაობა ლაღი და კომფორტულია.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge ?

ონლაინ ჰიპერმარკეტში მხოლოდ ხარისხიან ხელსაწყოებს გადააწყდებით. ბაზარზე არსებული უამრავი ბრენდიდან, საუკეთესოებმა Holst.ge- ზე მოიყარა თავი. მრავალფეროვნებაში აუცილებლად იპოვით სასურველი მახასიათებლების მქონე ინსტრუმენტს. ასეთივე ფართო არჩევანია ბეწვა ხერხის შემთხვევაშიც. Dewalt, Stanley, Crown და B&D ხარისხის გარანტია. კონკურენტული გარემოდან გამომდინარე, ბრენდები საუკეთესო შემოთავაზებებს აგრძელებენ და ერთმანეთს ტოლს არ უგდებენ.

Dewalt DWE349-KS ბეწვა ხერხი 650W

Dewalt- ის ბეწვა ხერხი, დიდ პროექტებზე მუშაობისთვის გამოგადგებათ. შრომატევად საქმეებს შეგიმსუბუქებთ და სამუშაო განწყობას შეგიქმნით. ამის ძალას სიმძლავრე აძლევს. 650W ენერგია საკმაოდ მაღალია, ამიტომ, სხვადასხვა მასალასთან მარტივად მუშაობს. კონკრეტულად, ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს უმკლავდება. მეტი სიღრმით კი ხის მასალასთან საქმიანობს. ზომითა და წონით საკმაოდ მოხერხებულია. სიმსუბუქე და დახვეწილი დიზაინი კომპაქტურობას მატებს. მაღალი აქვს ბრუნვის სიჩქარეც. ამის მეშვეობით კი საქმეს სწრაფად და ეფექტურად ასრულებს. კომპლექტაციაში მტვრისგან დამცავი მოყვება. მუშაობის პროცესში სისუფთავე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ამიტომ სპეციალური ხელსაწყო ამაში დაგეხმარებათ. წონით საკმაოდ მსუბუქია. 2.38 კილოგრამი ბეწვა ხერხისთვის, ნორმალური წონაა.  ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Dewalt lobziki

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 650W   
  • ზომა - 20mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3200min     
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm
  • წონა (კგ) - 2.38          

კომპლექტაცია:

  • მტვრისგან დამცავი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გარანტია
  • კომპლექტაცია

STANLEY SJ60-RU ელ. ბეწვა ხერხი 600W

Stanley- ის ბეწვა ხერხი მხოლოდ ხესა და მეტალზე მუშაობს. რთულად მისადგომ მასალას თავისუფლად უმკლავდება და მაქსიმალური სიღრმით ამუშავებს. მაღალი აქვს ხერხვის კუთხეც. საბოლოოდ კი, სიმძლავრისა და ამ უკანასკნელის კომბინაცია საუკეთესო შედეგს დებს. Stanley- ის ბეწვა ხერხით დიდ პროექტებზე, შეუფერხებლად იმუშავებთ. ამისთვის ხელსაწყოს ყველა საჭირო მონაცემი აქვს. მაღალი ბრუნვის სიჩქარე, სისწრაფეში ხელს უწყობს. ინსტრუმენტი მასალას ეფექტურად, მოკლე დროში ამუშავებს. ხერხი საშუალო ზომისაა და დახვეწილი დიზაინი აქვს. მსუბუქი ხელსაწყო უპრობლემოდ გადაადგილდება და დამატებითი ძალისხმევა არ სჭირდება. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის აღმოჩენისას,  პრობლემა მარტივად გადაიჭრება. 

STANLEY lobziki

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 500-3000min
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 75mm მეტალი: 10mm
  • წონა (კგ) - 2.672

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • გარანტია

CROWN CT15212-ელექტრო ხერხი "ლობზიკი" 550W

Crown ხარისხით ცნობილი ბრენდია. ნებისმიერი ხელსაწყო გამძლე და კომფორტულია. ბეწვა ხერხი მრავალფეროვან მასალასთან საქმიანობს. კონკრეტულად, ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს ამუშავებს. სიღრმე ყველასთან განსხვავებული აქვს. მაგალითად, ხესთან მეტად მეობრობს, ვიდრე ლითონთან. საბოლოოდ, კი ყველაფერს თავს ართმევს. ასევე, ძლიერი კვების წყარო და ბრუნვის სიჩქარე აქვს. ამიტომაც, გამართულად მუშაობს და სრულიად კომპაქტურია. კომპლექტაციაში საცმი და მტვერსასრუტის ადაპტერი მოყვება. დამატებითი ნივთები საქმეში ეხმარება. მათი შეძენა ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. განხილული ბეწვა ხერხები მათ გარეშეც მუშაობს, მაგრამ კონკრეტულ მოდელს ესაჭიროება. ხელსაწყო მსუბუქი და მეტად მოქნილია. გრძელვადიან საქმეზე შეუფერხებლად მუშაობს. ყველაფერთან ერთად, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. Holst.ge- ზე გამძლე ლობზიკს, ხელსაყრელ ფასად შეხვდებით.

Crown bewva kherkhi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 550W   
  • ზომა - 18mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min     
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 60mm
  • წონა (კგ) - 1.9

კომპლექტაცია:

  • საცმი
  • მტვერსასრუტის ადაპტერი  

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სიმსუბუქე
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

B&D KS501-QS ელ. ხერხი 400W

Black and Decker- ის ბეწვა ხერხი შედარებით დაბალი სიმძლავრისაა. გრძელვადიანი სამუშაოებისთვის კი მეტად ძლიერი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ამიტომ, ფართო მასშტაბიან პროექტებზე ნაკლებად გამოგადგებათ. მცირე სამუშაოსთვის კი  საუკეთესო ვარიანტია. სახლის  პატარა საქმეებსაც არაჩვეულებრივად ითვისებს. ბეწა ხერხი ხეზე, ფერად ლითონსა და მეტალზე მუშაობს. ყველაზე ნაკლები სიღრმით მეტალს ამუშავებს, მეტით კი ხეს. სხვა ხერხებთან შედარებით, განსაკუთრებით მსუბუქია. თუ ხელში მისი დიდხანს დაჭერა მოგიწევთ, ეს დისკომფორტს არ გამოიწვევს. კომპლექტაციაში საცვლელი პირი მოყვება. სხვადასხვა მასალასთან მუშაობისთვის, განსხვავებული ზედაპირი სჭირდება. ერთი მათგანით კი ნაკლები ეფექტურობით მუშაობს. ცალკე შეძენა რომ არ მოგიწიოთ, ამიტომ, Black and Decker-ს ბეწვა ხერხს ყველაფერი მოყვება. ერთ-ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტიაა.

BlackDecker bewva kherkhi

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი     
  • სიმძლავრე - 400W   
  • ზომა - 19mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ფუნქციები - ხერხვის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 65mm ფერადი ლითონი: 10mm მეტალი: 5mm
  • წონა (კგ) - 1.4

კომპლექტაცია:

  • საცვლელი პირი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა მასალასთან მუშაობს ბეწვა ხერხი ?

ჩამოთვლილი ხელსაწყოები სამი სახის მასალასთან მუშაობს. ხეს, ფერად ლითონსა და მეტალს მაქსიმალური სიღრმით ამუშავებს. თითოეულ ლობზიკს განსხვავებული მახასიათებელი აქვს. ზოგიერთი ფერად ლითონს უკეთ ეწყობა, ვიდრე მეტალს ან პირიქით. შესაძლოა ინსტრუმენტი საერთოდ არ მუშაობდეს კონკრეტულად რომელიმე მასალაზე. ამიტომ, შერჩევისას სამუშაოს სპეციფიკა ზუსტად განსაზღვრეთ. შემდეგ კი სასურველ ბეწვა ხერხს მარტივად იპოვით.

როგორი სიმძლავრის უნდა იყოს ლობზიკი ?

რომელიმე სიმძლავრის გამორჩევა შეუძლებელია, რადგან ყველა სხვადასხვა მიზნით გამოიყენება. მაგალითად, Dewalt- ის ლობზიკი ყველაზე მძლავრია. ამ ხელსაწყოსთვის კი  დაუძლეველი არაფერია. ხელსაწყო როგორც მცირე, ასევე დიდ სამუშაოებზე გამოგადგებათ. თუმცა, თუ დამწყები ხართ და ჯერ მხოლოდ პატარა პროექტები გაქვთ, მაშინ Black and Decker- ის ლობზიკი დააგეხმარებათ.

რატომ მოყვება კომპლექტაცია ?

ლობზიკების უმეტესობას დამატებითი ნივთები სჭირდება. თუ ხელსაწყოს არ მოყვება, მაშინ ცალკე შეძენა მოგიწევთ. Holst.ge- ის ხელსაწყოებს საჭირო ნივთები, კომპლექტაციის სახით, თან ახლავს. ცალკე შეძენა და დამატებითი თანხის გადახდა კი აღარ გიწევთ.

ხელმისაწვდომი ფასი

მრავალფეროვან არჩევანში სასურველი ფასის პოვნაც იგულისხმება. ხელმისაწვდომი ფასები დამატებითი  უპირატესობაა, რის გამოც Holst.ge- ის არჩევა გაგიმარტივდებათ. ხარისხიანი ინსტრუმენტები და ხელმისაწვდომი ღირებულება, თქვენს სურვილზეა მორგებული.

რატომ Holst.ge ?

სამყაროს ცვლასთან ერთად კომფორტს მეტად შევეჩვიეთ. უკეთესია ყველაფერი რომ სახლიდან გაუსვლელად ხდება და ნაკლები ენერგია იხარჯება. Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია და სწორედ ასეთ პირობებს გთავაზობთ. საიტიდან გამოწერის მეშვეობით, მიტანის სერვისით ისარგებლებთ და ხელსაწყოც მაშინვე თქვენთან გაჩნდება.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება