ყველაფერი გამძლე ონკანების შესახებ |
ყველაფერი გამძლე ონკანების შესახებ |
ხარისხიანი ონკანი ყველაფერის ტოლფასია. გამძლე ინსტრუმენტის წყალობით, მშვიდად იქნებით. იმის შიში, რომ მილი დაზიანდება და სახლს ტბად გადააქცევს, სამუდამოდ დაგავიწყდებათ. სხვა შემთხვევაში კი მართლა ასე იქნება. გაფუჭებული ონკანიდან წყალი სწრაფად მოჟონავს, იმდენად რომ უეცრად ვერ უშველით. ამასობაში, მთელი ოთახი წყალში გაეხვევა და ვინ იცის, იქნებ მეზობლამდეც კი ჩააღწიოს.
ბრენდებს რომ თავი დავანებოთ, განსხვავებას შემრევებს შორისაც ვაწყდებით. უფრო გასაგები რომ იყოს გეტყვით, რომ არსებობს აბაზანის, ხელსაბანისა და სამზარეულოს ონკანები. როგორც სახელები გვეუბნება, ხელსაწყოები სხვადასხვა წერტილში მონტაჟდება. მაგალითად, თუ კი ონკანი აბაზანისთვის გჭირდებათ, ამ სივრცისთვის განკუთვნილი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ.
შემრევებს კიდევ ბევრი სხვაობა აქვს. პირველი თვალშისაცემი მახასიათებელი კორპუსი და კარტრიჯია. ძირითადად, ცინკი და კერამიკა ლიდერობს, მაგრამ უჟანგავი ფოლადის კარტრიჯსაც ვხვდებით.
იმაზე კარგი რა უნდა იყოს, როცა ხელსაწყოს დამატებითი ნივთები ახლავს. ორმაგად სასიამოვნო კი ისაა, ინსტრუმენტები ონკანის ფასში რომ შედის. ზოგიერთ შემრევს კომპლექტაცია მოყვება, ზოგს კი არა. ამ ყველაფერს რა განაპირობებს ? საქმე ისაა, რომ ონკანების ნაწილს დამატებითი ნივთები სჭირდება, ნაწილს კი არა. მაგალითად, აბაზანისა და სამზარეულოს შემრევს კომპლექტი ახლავს, სამზარეულოსას კი არა.
ჩამოთვლილი ხელსაწყოების გარდა, ონლაინ ჰიპერმარკეტში ბევრ სასარგებლო ნივთს იხილავთ. ონკანების კუთხითაც ფართო არჩევანია. ლიდერი ბრენდი Kettler - ია. ამჯერად, სწორედ მის ინსტრუმენტებს განვიხილავთ. Holst.ge უფასო საკურიერო მომსახურებასაც გთავაზობთ. რაც მთავარია, მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.
აბაზნის შემრევს კერამკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო არჩევანია. ონკანს ნადები არ ეკარება და პირვანდელ სახეს დიდხანს ინარჩუნებს. ხელსაწყოს შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი მოყვება. ჩამოთვლილი ნივთები აბაზანაში აუცილებლად დაგჭირდებათ, ცალკე შეძენა კი აღარ მოგიწევთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
ხელსაბანის შემრევი ხშირად მოხმარებადია. აუცილებელია გამძლე იყოს და ყველაფერი აიტანოს. Kettler - ის ონკანი პრობლემებს არ შეგიქმნით. კარგად იცის, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ეფექტურობა. ინსტრუმენტს კერამიკული კარტრიჯი და ცინკის კორპუსი აქვს. ასევე, მოქნილი მილი მოყვება.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Kettler - ის სამზარეულოს ონკანი დახვეწილია. შემრევების შემთხვევაში, ზოგჯერ ვიზუალი მნიშვნელოვანია. კონკრეტული ხელსაწყო კი ნებისმიერი ტიპის ინტერიერს დაამშვენებს. ინსტრუმენტს უჟანგავი ფოლადის კორპუსი და კერამიკული კარტრიჯი აქვს. ონკანი მარტივად მონტაჟდება, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
უპირატესობები: