ყველაფერი გაზონის მოვლის შესახებ

მოწესრიგებული მწვანე საფარი, ქუჩასა თუ ეზოში, თვალისთვის საამებელია. თუმცა, პროცესი არც თუ ისე სასიამოვნო იქნებოდა, რომ არა სპეციალური გაზონის მოვლის საშუალებები. შეუიარაღებელი ხელით საქმიანობა ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ხელთათმანიც კი ვერ დაგიცავთ საფრთხეებისგან, რადგან პროცესი მრავალ სირთულეს მოიცავს. თუმცა, თანამედროვე სამყარო ამ თავსატეხებისგან შორსაა და საუკეთესო ალტერნატივას გთავაზობთ. გაზონის მოვლა სხვადასხვანაირი ტიპის ხელსაწყოთ შეიძლება. კომპაქტური ინსტრუმენტის შერჩევით კი ბუჩქის გაკრეჭვას, ბალახის მოთიბვასა თუ სხვა აქტივობებს მარტივად განახორციელებთ.

ბრენდები

ოთხი ბრენდის განსხვავებული ხელსაწყო, ხარისხითა და კომფორტით გამოირჩევა. Dewalt, Crown, Lux garden და Black&Decker- ის ინსტრუენტები ლაღ სამუშაო პროცეს გპირდებათ. გაზონის მოწესრიგებისას მხიარული იქნებით და საქმესაც მარტივად დაძლევთ. ამაში კი მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. მაგალითად, ინსტრუმენტების სიმძლავრე და მაღალი სამუშაო რესურსი. თითოეული ბრენდი ხარისხიან პროდუქტს აწარმოებს, ამიტომ, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

Dewalt DCMW564P2-QW გაზონის საკრეჭი ელემენტზე 2x18V

Dewalt- ის გაზონის საკრეჭი ელემენტით მუშაობს და საქმეს პირნათლად ასრულებს. დიზაინით საკმაოდ დიდი და მოუხერხებელი ჩანს, მაგრამ ფართო მასშტაბის საქმიანობისთვის სწორედ ასეთი დაგჭირდებათ. გამოყენებისას დისკომფორტს არ ქმნის, რადგან ინსტრუმენტის ხელში ჭერა და გადაადგილება არ მოგიწევთ. სპეციალური საბურავის მეშვეობით, სხვადასხვა ადგილზე გადატანა მარტივდება. ამიტომ, თქვენ მხოლოდ მიმართულებას მისცემთ და მსუბუქი ბიძგით გადააადგილებთ. გაზონის საკრეჭი მძლავრია და ნებისმიერი ტიპის საქმეს უმკლავდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასაითებელი ავზის მოცულობაა. ზოგადად, რაც უფრო ტევადი იქნება, მით უკეთესი. Dewalt- ის ხელსაწყო ამ კუთხითაც მოწინავე პოზიციას იკავებს. 55L მაღალი მაჩვენებელია და სამუშაოდ სრულიად კომფორტულია. თიბვის პარამეტრებს რაც შეეხება, 800m2 ფართობზე მუშაობს, 25-86mm სიმაღლესა და 51cm სიგანეს უმკლავდება. მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია რთული საქმისთვის. კომპლექტაციაში 2 ელემენტი, დამტენი და ბალახის შესაგროვებელი მოყვება. გაზონის საკრეჭი მძიმეა, მაგრამ წონა ხელს არაფერში გიშლით. ინსტრუმენტი ფართო მასშტაბიანი სამუშაოსთვის ზედგამოჭრილია.

Dewalt gazonis sakrechi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი         
  • სიმძლავრე - 36V       
  • ელემენტი - 5.0Ah     
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტზე             
  • ავზის მოცულობა - 55 L       
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 800m2 სიმაღლე: 25-86mm სიგანე: 51cm
  • წონა (კგ) - 26.9          

კომპლექტაცია:

  • 2 ელემენტი
  • დამტენი
  • ბალახის შესაგროვებელი

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • ავზის მოცულობა
  • კომპლექტაცია

CROWN CT20113 - მრავალფუნქციური სათიბელა

Crown- ის სათიბელა მრავალფუნქციურია და ამის წყალობით სხვადასხვა საქმეს შეეჭიდებით. ინსტრუმენტი დიზაინით, რადიკალურად განსხვავდება განხილული გაზონის საკრეჭისგან. ხელსაწყოს ოდნავ  სხვა ფუნქციებიც აქვს. კომპლექტაციაში ბენზო ხერხის, ბუჩქის საკრეჭისა და სათიბელას პირები მოყვება. ინსტრუმენტის სამუშაოც ამ ჩამონათვალიდან გამომდინარეობს, კერძოდ, ბუჩქის გაკრეჭვა, ბალახის მოთიბვა და მსგავსი საქმე ეხერხება. ამავდროულად, 2 ტაქტიანი მოტორი და გაგრილების სისტემა აქვს. დიდხანს მუშაობის შედეგად, ზოგჯერ ხელსაწყო ცხელდება და დასვენება სჭირდება. თუმცა, როცა საქმე მოსწრებაზე გაქვს, ამის დრო საერთდ არ რჩება. ამიტომ, გაგრილების ფუნქცია მოვალეობას თავისით ასრულებს და აღარ პაუზდებით. საკმარისად ტევადია ავზის მოცულობითაც და მაღალი აქვს ბრუნვის სიჩქარეც. სწრაფად და მარტივად საქმის შესრულება ბენზო სათიბელას მთავარი ამოცანაა.

Crown mravalfunqciuri satibela

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 900W   
  • გარანტია - 1 წელი                           
  • კვების წყარო - საწვავი         
  • ძრავის მოცულობა - 32.6cc 
  • ავზის მოცულობა - 0.9 L     
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით
  • წონა (კგ) - 11.87

კომპლექტაცია:

  • ბენზო ხერხის პირი
  • ბუჩქის საკრეჭის პირი
  • სათიბელას პირი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი

Lux Garden ბენზო სათიბელა LX-S-52CC Splited shaft

Lux Garden საუკეთესო ბენზო სათიბელას წარმოგიდგენთ. მაინც რაში გამოიხატება ასეთი დახასიათება ? პირველ რიგში, მძლავრი მონაცემები გამოარჩევს. ხელსაწყოს გრძელი ღერძი და ფართო დიამეტრი აქვს. სწრაფი ბრუნვის ფუნქციით, საქმეს მარტივად და მოხერხებულად აკეთებს. ამის მეშვეობით სათიიბელა ღერძს ელვის სისწრაფით ამოძრავებს და ბალახს თიბავს. კომპლექტაციაში ორი საცვლელი პირი და ქამარი მოყვება. ხელსაწყოს ნივთები ისედაც სჭირდება, ამიტომ, ერთ ნაკრებში გაერთიანება მეტად მომგებიანია. ინსტრუმენტს 2 ტაქტიანი მოტორი და გაგრილების სისტემა აქვს. დამატებითი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. ძლიერი მონაცემების მქონე სათიბელას Holst.ge- ზე ხელსაყრელ ფასად შეიძენთ.

Lux-Garden benzo satibela

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა         
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - საწვავი                     
  • ძრავის მოცულობა - 52cc     
  • ავზის მოცულობა - 1.2 l       
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
  • ძუა - 2.5mm   
  • მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით
  • წონა (კგ) - 8.43          

კომპლექტაცია :

  • 2 საცვლელი პირი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კოპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

B&D BESTE630-QS ელ. ტრიმერი 3-IN-1

Black&Decker- ის ხელსაწყოები მუდამ ხარისხსა და კომფორტთან ასოცირდება. გამძლე ელექტრო ტრიმერი კი ამის საუკეთესო მაგალითია. სიმსუბუქე ინსტრუმენტის კომპაქტურობას განაპირობებს. ტრიმერისთვის კი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ხელსაწყო საშუალო სიმძლავრისაა. კარგად მოხმარებადია ეზოსა და შედარებით მცირე მასშტაბის ტერიტორიებისთვის. თუ საქმე ბევრია და დიდხანს მუშაობა  გიწევთ, მაშინ მეტად ძლიერი ინსტრუმენტი დაგჭრდებათ. კომპლექტაციში სპეციალური ძუა მოყვება. ეს კი სწორედ ის მთავარი კომპონენტია, რომლითაც ხელსაწყო მუშაობს. ტრიმერს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

BlackDecker eleqtro trimeri

  • ბრენდი - BLACK&DECKER 
  • პროდუქტის ტიპი - ტრიმერი         
  • სიმძლავრე - 550W   
  • ვოლტი - 220-240V   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
  • ძუა - 1.6mm
  • წონა (კგ) - 3.23          

კომპლექტაცია:

  • ტრიმერის ძუა

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიმსუბუქე
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი

რა უნდა გაითვალისწინოთ გაზონის მოვლის ხელსაწყოებში ?

გარე ტერიტორიაზე ზრუნვა აუცილებელია. ყველაფერი კი გაზონის მოვლით იწყება, თუმცა, მანამდე საქმეზე მორგებული ინსტრუმენდი გჭირდებათ. უპირატესობების დალაგება სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, უფრო მარტივია. თუ საქმე ფართო მასშტაბს ეხება , მაშინ Dewalt გაზონის საკრეჭი დაგჭირდებათ. ხშირად ამ ტიპის საქმიანობა დიდ ტერიტორიას მოიცავს. ჩამოთვლილთაგან კი ამ საქმეს ყველაზე მეტად პირველი ხელსაწყო გაუმკლავდება. თუ ერთიანად ბუჩქის გასაკრეჭად და სხვადასხვა დანიშნულებისთვის გჭირდებათ, მაშინ მრავალფუნქციური და ბენზო სათიბელა სწორი არჩევანია. კომპაქტური ხელსაწყოები საქმეს მაქსიმალურად სწრაფად ასრულებს. მათი გამოყენება მცირე და დიდ ტერიტორიაზე შეგიძლიათ. გაგრილების სისტემა ძალების აღდგენაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, ყველაფერს უმკლავდება. რაც შეეხება ელექტრო ტრიმერს, მსუბუქი და მოსახერხებელია. თუმცა, მაინცდამაინც ფართო მასშტაბის საქმიანობისთვის  განკუთვნილი არ არის. ეზოს მოსავლელად კი საუკეთესო საშუალებაა.

კომპლექტაცია

გაზონის მოვლის ხელსაწყოებს დამატებითი ნივთები სჭირდება. მაგალითად, ტრიმერის ძუა, ელემენტი, დამტენი, ბალახის შესაგროვებელი და ა.შ. მათი მეშეობით საქმიანობა უფრო მარტივია და ზოგჯერ აუცილებლად საჭიროა კიდეც. ამიტომ, თუ ხელსაწყოს კომპლექტაცია არ მოყვება, ცალკე უნდა შეიძინოთ. Holst.ge- ზე ყიდვისას კი პრობლემა გადაჭრილია. თითოეულ ინსტრუმენტს ყველა საჭირო ნივთი თან ახლავს.

რატომ Holst.ge ?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, სადაც ხარისხიანი ხელსაწყოები და სასიამოვნო მომსახურება დაგხვდებათ. ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომი ფასები თქვენს ხელთაა. მთელი საქართველოს მასშტაბით, 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება. ხელსაწყოს სრულიად კომფორტულად, სახლიდან გაუსველად შეიძენთ და რამდენიმე დღეში ნივთი თქვენთან აღმოჩნდება .

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება