ყველაფერი ჯაჭვური ხერხის შესახებ |
ყველაფერი ჯაჭვური ხერხის შესახებ |
რა ასოციაციები ჩნდება სიტყვა ხერხზე? არა, ფილმები და ა.შ. დაივიწყეთ. ჯაჭვური ხერხი სულ სხვა დანიშნულების ხელსაწყოა და საქმესაც მარჯვე ოსტატივით ასრულებს. ინსტრუმენტი ხესთან სამუშაოდ გამოიყენება. კერძოდ, მორებს ჭრის და მართალია ჭერში ვერ აწყობს, მაგრამ ამას მის გარეშეც მოახერხებთ. სოფლის ერთი ბოლოდან, მეორეში ყურმოკრული უცნაური ხმა, სწორედ ხერხს უკავშრდება. განსაკუთრებული შრიამული შემოდგომას იწყება. თუ ამ პროცესს ერთხელ მაინც შესწრებიხართ, დავიწყება შეუძლებელია. ზამთრის სამზადისში ჩართულ ადამიანებს, საქმის მოსასწრებად, მძლავრი ხელსაწყოები სჭირდებათ. სწორედ ასეთებს გთავაზობთ Holst.ge
Crown- ის ჯაჭვური ხერხი საწვავის მეშვეობით მუშაობს. 2 ტაქტიანი მოტორის წყალობით მეტად მძლავრია. შესაბამისად, ხელსაწყოსთვის რთული საქმე მარტივდება. ზოგიერთი მასალა პრობლემური დასამუშავებელია. ასეთ დროს დაბალი სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი ნამდვილად არ იქნება კომფორტული. თუმცა, Crown- ის ხელსაწყო ყველა პრობლემას დაგავიწყებთ. გარდა სიმძლავრისა, საკმაოდ დიდი ტევადობის ავზი აქვს. 55l მოცულობა სავსებით საკმარისია ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის. სწრაფად ბრუნვის უნარი კი მეტად ეფექტურია. ხელსაწყოს ერთწლიანი გარანტია მოყვება.
უპირატესობები:
Tolsen- ის ჯაჭვური ხერხი კიდევ უფრო მძლავრია. ამიტომ, რთულია ისეთი საქმის გამოძებნა, რომელსაც ვერ შეასრულებს. გამორჩეულია ავზის მოცულობითაც. საწვავის ხშირად ჩამატება არ დაგჭირდებათ და კომფორტულად მოერგებით. ასევე, 2 ტაქტიანი მოტორი და მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს. რაც შეეხება წონას, მსუბუქი არ არის, მაგრამ მძლავრი მონაცემებიდან გამომდინარე, ნორმალური სიმძიმისაა. ხელსაწყოს ერთწლიანი გარანტია აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემა მარტივად მოგვარდება.
უპირატესობები:
Lux garden საუკეთესო ჯაჭვური ხერხების წარმოებით ცნობილია. ბრენდის გამძლე ხელსაწყოები, ყოველთვის სწორი არჩევანია. განხილულების მსგავსად, კონკრეტული ბენზო ხერხიც 2 ტაქტიანია, მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და საწვავით მუშაობს. ასევე, საშუალო წონისაა და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ამ ყველაფერს ხელმისაწვდომი ფასიც ემატება. ხარისხიანი ჯაჭვური ხერხის შეძენა, ხელსაყრელ ფასად შეგიძლიათ.
უპირატესობები:
სანამ საქმე ჯაჭვურ ხერხამდე მივიდოდა, მანამდე ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. ადრე რკინის მასალისგან დამზადებულ ხელსაწყოს იყენებდნენ. სპეციალურად გამოჭრილი და ბასრი იყო. ამიტომ, ხის დასაჭრელად გამოდგებოდა. თუმცა, არაკომფორტული და საშიშიც კი გახლდათ. ხშირად თხელი ლოთონისგან დამზადებული რკინა იდრიკებოდა და საფრთხეს ქმნიდა. გარდა ამისა, გამოყენება მეტად შრომატევადია. მთლიანად თქვენს ძალაზეა დამოკიდებული, თუ რამდენაც სწრაფად შეასრულებთ საქმეს. ჯაჭვური ხერხის წარმოებამ კი, პრობლემები ერთი ხელის მოსმით გააქრო. სწრაფად და ეფექტურად მომუშავე ხელსაწყო ბევრად კოფორტულია.
მნიშვნელობა არ აქვს ხარისხს, გამძლეობას და სხვა მახასიათებლებს, ქარხნული დეფექტი ნებისმიერ ხელსაწყოს შეიძლება ჰქონდეს. წინასწარ განსაზღვრა კი შეუძლებელია, რადგან მუშაობის პროცესში მჟღავნდება. ამიტომაც, ყველა ჯაჭვურ ხერხს ერთ წლიანი გარანტია აქვს. ეს დრო ქარხნული წუნის გამოსავლენად, სავსებით საკმარისია. ასეთ შემთხვევაში, გარანტია ხელსაწყოს შეკეთებაში ან გამოცვლაში დაგეხმარებათ.
ხარისხი რომ არა, ჩამოთვლილ ბრენდებს Holst.ge- ზე ვერ გადააწყდებოდით. Crown, Tolsen და Lux garden საუკეთესოთა შორის იკავებს ადგილს. სამუშაო პროცესში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეთ და საქმესასც სიამოვნებით მიჰყვებოდეთ. ამაში მარჯვე ინსტრუმენტი ხელს გიწყობთ, ამიტომ, მათში ეჭვი არ შეგეპაროთ.
ხელსაწყოს სიმძლავრეს სწორედ მოტორი მატებს. ჩამოთვლილი ინსტრუმენტები 2 ტაქტიანი ძრავით გამოირჩევა. ეს კი მაღალი მაჩვენებელი და გამართული მუშაობის განმაპირობებელია. თითოეული ბრენდის ბენზო ხერხს, დანარჩენი მაჩვენებლებიც მაღალი აქვს.
ბენზო ხერხის შემთხვევაში სიმძლავრე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორც წესი, დაბალი მაჩვენებლის ხელსაწყო ძლიერ დატვირთვას ვერ უძლებს. შემდეგ სამუშაო რესურსს კარგავს და ისეთი ეფექტური ვერ არის, როგორიც უნდა იყოს. ასეთი მომენტები დისკომფორტს იწვევს. ამიტომ, სამუშაოს სირთულე წინასწარ განსაზღვრეთ. თუ ფართო მასშტაბის საქმე გაქვთ და მთელი დღის განმავლობაში ხელსაწყოს იყენებთ, მაშინ მაღალი სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი დაგჭირდებათ. თუმცა, მცირე საჭიროებებისთვის ნაკლებად მძლავრი ინსტრუმენტსაც კარგად გამოიყენებთ. ასეთ დროს სრულიად საკმარია.
ტევადი მოცულობა ნაკლებ დაკარგულ დროს ნიშნავს. ავზის შესავსებად წამდაუწუმ საქმისთვის თავის დანებება, კომფორტული სულაც არ არის. განხილული ჯაჭვური ხერხებიდან, მსგავსი პრობლემა არცერთს ახასაითებს. თითოეულს საკმარისი ტევადობა აქვს და დიდი დროით მუშაობს.
რა მნიშვნელობა აქვს ბრუნვის სიჩქარეს ჯაჭვური ხერხისთვის ? ბრუნვის მაჩვენებელი სწორედ ის მახასითებელია, რომელიც ხელსაწყოს სწრაფად ამუშავებს. რაც უფრო კარგად ტრიალებს ჯაჭვი, მასალა უფრო ეფექტურად მუშავდება. ამიტომ, ბრუნვის მაღალი მახასიათებელი გასათვალისწინებელია.
სიმსუბუქე მეტად კარგია, მაგრამ ხელსაწყოსაც გააჩნია. მძლავრი ჯაჭვური ხერხი საშუალო წონისაა.( დაახლოებით 7-8 კგ) არსებობს შედარებით ნაკლები წონის ინსტრუმენტებიც, თუმცა უფრო დაბალი მონაცემებისაა. ბენზო ხერხი საქმეს სწრაფად აკეთებს, ამიტომ, სიმძიმე გადაუჭრელი პრობლემა არ არის. მთავარი ხელსაწყოს ხარისხია.