ყველაფერი, რაც ანათებს, ოქრო არ არის, ანუ როგორ შეარჩიოთ ნათურები ოქროსფერი, მოლურჯო, ცივი, თბილი და ასე შემდეგ, განათებით

ნათურა - გამანათებელი მოწყობილობა, სინათლის ხელოვნური წყარო. სინათლე წარმოიქმნება ლითონის (ძირითადად ვოლფრამის) სიფრიფანა სპირალის გავარვარებით, მასში ელექტრული დენის გატარების შედეგად. სპირალის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება დენის ჩართვისას და ის ელექტრომაგნიტურ სითბურ გამოსხივებას იწყებს პლანკის კანონის თანახმად. გავრცელებული შეხედულებით, ნათურა გამოიგონა ტომას ალვა ედისონმა, რომელსაც სიბნელის ეშინოდა. თუმცა ისტორიკოსები რობერტ ფრიდელი და პოლ ისრაელი ასახელებენ ვარვარის ნათურის 22 გამომგონებელს ჯოზეფ სუონსა და ტომას ედისონამდე...

ეს არის ის, რაც „ვიკიპედიაში“ ნათურის შესახებ წერია. ისტორია და თეორია კარგია, მაგრამ მომხმარებელს გაცილებით მეტად აინტერესებს, მაგალითად, რომელია უფრო ეკონომიური, უფრო გამძლე და გამოსადეგი ნათურები. ჩვენც სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს და გეტყვით, როგორ შეარჩიოთ ჩვეულებრივი „ილიჩის ნათურები“, ლედ ნათურები, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვისას, რა მაქსიმალური სიმძლავრე აქვს კონკრეტულ სახეობას და ასე შემდეგ.

სიმძლავრე

ნებისმიერი მანათობელი მოწყობილობა გათვლილია გარკვეული სიმძლავრის მქონე ნათურებზე - მისი მაქსიმალური მაჩვენებელი, როგორც წესი, შეფუთვაზეა ხოლმე მითითებული. დასაშვებზე მეტი სიმძლავრე, დიდი ალბათობით, ვაზნას დაადნობს.

შუქდიოდური ნათურების შეძენისას, ყურადღება მხოლოდ სიმძლავრის მაჩვენებელს არ უნდა მიაქციოთ. მათი სიმძლავრე, ჩვეულებრივ, 18-20 ვატია, ამდენად, შეგიძლიათ, ნებისმიერი იყიდოთ, რადგან ვაზნას არ დააზიანებს. ყურადღება დაუთმეთ სხვა მაჩვენებელს - სინათლის ნაკადს, რადგან სწორედ იგია პასუხისმგებელი ნათების სიკაშკაშეზე. აქვე ისიც ვთქვათ, რომ სინათლის ნაკადის საზომი ერთეული ლუმენი (ლმ) გახლავთ. რაც მეტია ლუმენი, მით განათებული იქნება შენობა. მაგალითად, ნათურა 800 ლუმენიანი ნათურის სიკაშკაშე 60 ვატიანი ვარვარის ნათურის ეკვივალენტურია. ყველაზე მეტი სინათლე 1600-2600 ლმ-ს მქონე ნათურებს აქვს. ღამის სანათისთვის საკმარისია 450 ლმ - ასეთი ნათება რბილი და სასიამოვნო იქნება.

ნათურების სიმძლავრის არჩევისას გათვალისწინებულია ოთახის პარამეტრები:

  • ვარვარის ნათურას ირჩევენ ისე, რომ 1 კვადრატულ მეტრზე მოდიოდეს 18 ვტ;
  • ლუმინესცენტური ნათურები - 8 ვტ-მდე ერთ კვადრატულ მეტრზე;
  • შუქდიოდური ნათურები - 3 ვტ-მდე ერთ კვადრატულ მეტრზე.

ძაბვა

ნათურების უმეტესობა, მათ შორის, ლედ ნათურები, 220 ვოლტიან სტანდარტულ ძაბვაზე მუშაობს. არასტაბილურ, მომატებულ და დაკლებულ ძაბვას უკეთ შუქდიოდური ნათურა უძლებს.

ნაკლებვოლტიან ნათურებს იყენებენ შენობებში, სადაც მომატებული ტენიანობაა.

ფორმა და ფერი

მკაფიო წესები, დიდად, ამ შემთხვევაში, არ არსებობს. ნათურის ფორმისა და ფერის შერჩევა მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. ქვემოთ რამდენიმე ზოგად რეკომენდაციას მოგიყვანთ, ნებისმიერი ტიპის შენობისთვის აქტუალურს:

  • ლოკალური განათებისთვის კარგია რეფლექტორები და სპოტები. მათი დახმარებით სინათლის მიმართული ნაკადი წარმოიქმნება;
  • თანამედროვე სტილის პლაფონები ჰარმონიულად ერწყმის მილისებრ და სპირალისებრ ნათურებს, ვინტაჟური ჭაღებისთვის კი - სანთლისებრი ნათურები გამოდგება;
  • რბილ, გაფანტულ ნათებას მარტივად მიიღებთ მქრქალი აბაჟურით;
  • ყვითელი ან კრემისფერი პლაფონებისთვის უნდა შეარჩიოთ ნეიტრალური ან ცივი ტემპერატურის ნათურები, რათა ოთახი არ ჩაბნელდეს.

ტემპერატურა

სინათლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული, რამდენად კომფორტულად იგრძნობენ თავს ადამიანები შენობაში. მაჩვენებელი კელვინებში იზომება და შეფუთვაზე აღნიშნულია ასო K-თი. კელვინების რაოდენობიდან გამომდინარე, ნათურები სამ კატეგორიად არის დაყოფილი:

  • თბილი

იგულისხმება ნათურები 3500 კელვინამდე. ნათება მოყვითალო შეფერილობის არის. არ ღლის თვალებს, ქმნის მშვიდ გარემოს, ამსუბუქებს საგნების კონტურებს. გამოდგება მისაღები ოთახის, საძინებლის, საბავშვო ოთახის განათებისთვის;

  • ცივი

ნათურები 4500 კელვინიდან. აქვს „გაყინული“ მოლურჯო შეფერილობის მქონე თეთრი ნათება. ცივი სინათლე უფრო კაშკაშაა, ვიდრე თბილი, ამიტომ თვალები მისგან შეიძლება დაიღალოს. ასეთი განათება გამოდგება სამზარეულოში ან აბაზანაში - ყველგან, სადაც მნიშვნელოვანია ობიექტის დანახვა დამახინჯების გარეშე.

  • ნეიტრალური

3500-4500 კელვინი. ალტერნატიული ვარიანტი მათთვის, ვისთვისაც თბილი განათება ზედმეტად ყვითელია, ხოლო ცივი განათება - თვალების მომჭრელი. გამოდგება საცხოვრებელი ფართებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის, სახელოვნებო სახელოსნოებისთვის. ნეიტრალურ შუქს იყენებენ პარიკმახერები, ვიზაჟისტები.

ზომა

ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ნათურა პლაფონში ვერ ჩაეტიოს. ამდენად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მის სიგრძესა და დიამეტრს. სხვა მახასიათებლებთან ერთად, ამ მაჩვენებელს, როგორც წესი, მწარმოებლები შეფუთვაზე უთითებენ.

გასათვალისწინებელი რჩევები

  • დიმერიანი შუქდიოდური ნათურის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ სანათზე, რომელსაც სიმძლავრის ცვლის ფუნქციაც აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათურა იციმციმებს და მწყობრიდან მალე გამოვა;
  • ლუმინესცენტურ ნათურას ცუდად გადააქვს ხშირ-ხშირი ანთება და სრულ სიკაშკაშეს მცირედი დაყოვნების შემდეგ გამოსცემს. ამდენად, არ არის რეკომენდებული მისი დაყენება ისეთ ადგილებში, სადაც სინათლის ანთება-ჩაქრობა ხშირად ხდება;
  • ჰალოგენური ნათურები მგრძნობიარეა ჭუჭყისა და ცხიმის მიმართ. ამდენად, მათი მონტაჟისას აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ხელთათმანები;
  • ვარვარის ნათურის გამოცვლისას გამოიყენეთ დამცავი სათვალე ან თავი გვერდზე გადაატრიალეთ ისე, რომ თუ ნათურა გასკდება, ფრაგმენტები თვალში არ მოხვდეთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ნათურები სახლისთვის

  • ჰალოგენური და ვარვარის ნათურები დიდ ენერგიას მოიხმარენ და გამოიმუშავებენ უფრო მეტ სითბოს, ვიდრე სინათლეს. ისინი შედარებით სწრაფად გამოდიან მწყობრიდან;
  • ლუმინესცენტური ნათურები უფრო ეკონომიურია, მაგრამ პერიოდულად ახასიათებს ციმციმი. ამასთან ერთად, საჭიროებს სპეციალურ უტილიზაციას, სწრაფად იწვება არასტაბილური ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში;
  • შუქდიოდური ნათურები მკვეთრია, მოიხმარს ნაკლებ ენერგიას, იწარმოება განსხვავებულ ფორმებში, ფერებსა და ტემპერატურებში.
  • ვარვარის, ჰალოგენური და ლუმინესცენტური ნათურების სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს განათების მოწყობილობაზე მითითებულ სიმძლავრეს;
  • რაც უფრო მაღალია სინათლის ნაკადის ინტენსივობა ლედ ნათურებს, მით მკვეთრი იქნება სინათლე. ეს მანჩვენებელი ლუმინებში მიეთითება;
  • თბილი ნათურები გამოყოფენ მოყვითალო შუქს და გამოსადეგია ოთახებისთვის, სადაც ადამიანები ისვენებენ. ცივ ნათურებს აქვთ მოლურჯო ელფერი, ერთი მხრივ, ხელს უწყობენ კონცენტრირებას, მაგრამ ამასთან ერთად, მხედველობის გადატვირთვა შეუძლიათ. ნეიტრალური შუქი კომფორტულია თვალებისთვის, დამახინჯების გარეშე გადმოსცემს მიმდებარე ობიექტების ფერებსა და ჩრდილებს;
  • ნათურის შერჩევისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქსელში არსებული ძაბვა, ასევე, კოლბის ფორმა, ფერი, სიგრძე და დიამეტრი.

OSRAM ნათურა ვარვარა გამჭვირვალე 60W 230V E27

OSRAM natura

  • ბრენდი - OSRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 2700K
  • სამუშაო რესურსი - 1000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - E
  • შტრიხკოდი - 4008321665850
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 60
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LEDEX LED38-8918 ნათურა სტანდარტული 9W E27 3000K CLASSIC

LEDEX LED natura

  • ბრენდი - LEDEX
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 750 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 9W=75W
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი - 4869007778918
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 9
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

LINUS Lin80-2957 LED ნათურა სტანდარტული 5W E27 4000K

LINUS LED natura

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 400 lm
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი - 4869002002957
  • წონა (კგ) - 0.1
  • სიმძლავრე (W) - 5

LUXRAM L1557437 LED ნათურა სტანდარტული 6W E27 3000K

LUXRAM LED natura

  • ბრენდი - LUXRAM
  • ნათურის ტიპი - სტანდარტული
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 470 lm
  • სიმძლავრის კონვერტაცია - 6W=45W
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A++
  • შტრიხკოდი - 8714751287437
  • წონა (კგ) - 0.05
  • სიმძლავრე (W) - 6
  • პროდუქტის ტიპი - სტანდარტული

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება