ყველაფერი რაც დრელის შესახებ უნდა იცოდე

ერთი შეხედვით ბევრი რამაა მარტივი, მაგრამ საქმის პირისპირ აღმოჩენისას, სხვაგვარად ვფიქრობთ. თუმცა, სირთულეებს არასდროს შეუშინდეთ. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ალტერნატიულ გზას აუცილებლად იპოვით. როცა საქმე კედლის დანგრევას ეხება, თვალწინ ხმაური, მომოფანტული მტვრის ნაწილაკები და თავდაუზოგავი შრომა წარმოგვიდგება. ფაქტს ვერ შევცვლით, მაგრამ მცირე კომფორტის გამონახვა მაინც შესაძლებელია. ამისთვის კი დრელი გამოიგონეს.სრულყოფილი ხელსაწყო სახვრეტ- სანგრევი საქმისთვის. ინსტრუმენტი თქვენს წინ აღმართულ კედელს გააქრობს, თან სრულიად მარტივად. მყარად ნაგებ მასალასაც კი თავისუფლად ხვრეტს. მთავარი სწორად შერჩევაა.

რა ფუნქციები აქვს დრელს ?

სამყაროში ბევრნაირი დრელი არსებობს. უთვალავი არჩევანი გაქვთ, ჩვენ კი საუკეთესოებს გთავაზობთ. ხელსაწყოს ფუნქცია კედლის გახვრეტა ან ჩამონგრევაა. ყველას განსხვავებული მახასიათებელი აქვს, იდენტურის პოვნა რთულია. ამიტომ, საქმესაც სხვადასხვაგვარად ითავსებს. მაგალითად, ზოგიერთ დრელს ბურღვისას დარტყმის ფუნქცია აქვს. ასევე, ცალკეც ბურღავს და დამატებით ნახსენები თვისება ემატება. ან შეიძლება მხოლოდ ბურღვის ფუნქცია ჰქონდეს.

როგორი დრელი უნდა შეიძინოთ კედლის სანგრევად ?

კედლის გახვრეტაზე რთული ჩამონგრევაა. შესაბამისად, ამ საქმისთვის მხოლოდ მძლავრი დრელები გამოგადგებათ. დაბალი მაჩვებელის შემთხვევაში კი ამ საქმეს ვერ გაწვდება. ამის ძალა ფიზიკურად არ შესწევს. ასევე, ყურადრება მისაქცევია ხელსაწყოს ფუნქციები. რთული სამუშაოსთვის აუცილებელია ბურღვასთან ერთად, დარტყმაც ახასიათებდეს. თუ ასეა, მაშინ კედლის ნგრევა არ გაუჭირდება. ამ საქმისთვის სწორედ ასეთი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ.

რა მასალაზე მუშაობს დრელი ?

დრელის მუშაობის არეალი საკმაოდ ფართოა. ხელსაწყო სამი ტიპის მასალასთან ურთიერთობს. ესენია: ბეტონი, ხე და მეტალი. ბურღვის სიღრმე ყველგან განსხვავებულია. ზოგი მეტად, ზოგი კი  ნაკლებად ამუშავებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალურად ღრმად ხეს ბურღავს. ყველაზე არამეგობრული მეტალთან მიმართებაშია. მასალის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკლები სიღრმით მუშაობს. თუმცა, რასაც აკეთებს, ყოველთვის ხარისხიანად.

რაში დაგეხმარებათ კომპლექტაცია ?

ყველას არა, მაგრამ ზოგიერთ დრელს კომპლექტაცია მოყვება. ამაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოიაზრება. ხელსაწყოები დრელს საქმეს უმარტივებს. სიღრმის კონტროლი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამიტომ, ინსტრუმენტი ნივთებით უფრო ეფექტური ხდება. დამატებით სახელურსაც მარტივად მოირგებთ და მოხერხებულად იმუშავებთ.

რაში გამოიყენებთ დაბალი სიმძლავრის დრელს ?

რამდენიმე შემთხვევაში მაქსიმალური სიმძლავრე, აუცილებელი არ არის. რიგი საქმეებს შედარებით სუსტი დრელითაც შეასრულებთ. თუ ხელსაწყო სახლისთვის გჭირდებათ და უბრალოდ კედლებია გასახვრეტი, მსგავსი დრელი სწორედ ასეთი სიტუაციისთვისაა. ან თუ მცირე პროექტზე მუშაობთ და მთების გადადგმა არ გევალებათ. ნაკლები საქმეს იდეალურად ასრულებს. ასევე, დამწყებთათვის საუკეთესო არჩევანია. ამ დროს პირველ ნაბიჯს დგამთ და მცირე საქმით იწყებთ. მაღალი სიძლავრის დრელი კი სავალდებულო არაა. ამაში ნაკლები მონაცემების მქონე ხელსაწყოც დაგემხარებათ.

სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი ხელსაწყო?

დრელების ფართო არჩევანი Holst.ge - ზეა. თან დარწმუნებულები იყავით, რომ საუკეთესო ხარისხის ინსტრუმენტს შეიძენთ. გამძლე ხელსაწყოებით კმაყოფილი დიდხანს იქნებით. ეს ყველაფერი კი სახლიდან გაუსვლელად. ერთდროულად დროსა და ენერგიას დაზოგავთ. საკურერო მომსახურება კი 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასოა.

Dewalt - DWD024QS ელ.დრელი 701W

განხილვის საათავეში Dewalt - ის დრელია. სიმძლავრისა და მუშობის სიღრმის მიხედვით, პირველობას ნამდვილად იმსახურებს. მართალია ამაზე ძლიერი ხელსაწყოც არსებობს, მაგრამ ჩამოთვლილებს შორის ლიდერია. ბრუნვის მაღალი სიჩქარე ყველაფერში ხელს უწყობს. ამას კი დარტყმის სისწრაფეც ემატება. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. მაქსიმალური სიღრმით ხეს ბურღავს, მინიმალურით კი მეტალს. ინსტრუმენტი საკმაოდ მსუბუქია, ამიტომ მუშაობისას არ დაგამძიმებთ. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ნივთების მეშვეობით ბევრად უკეთ ფუნქციონირებს. არც ცალკე ყიდვა გჭირდებათ, რადგან კომპლექტში ყველაფერი გაერთიანებულია. დრელი კედლის არა მხოლოდ გახვრეტაში, არამედ ჩამონგრევაშიც დაგეხმარებათ. ფუნქციურად ცალკე ბურღვის და ასევე, ბურღვისას დარტყმის უნარი აქვს.

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm
  • წონა (კგ) - 2.63          

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • სიჩქარე
  • მუშაობის სიღრმე

STANLEY SDH700-RU ელ.დრელი-ჩაქუჩით 700W

Stanley - ის დრელი საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა. რთულ საქმესთან შესაჭიდებლად, საკმარისი სიმძლავრე აქვს. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. დრელს ორივე ფუნქცია აქვს. ერთდროუალდ ბურღვა და ბურღვისას დარტყმა გამოსდის. სამშუშაო მასალა კი ბეტონი, ხე და მეტალია. საქმეს გულდასმით ეკიდება და პროფესიონალურად მუშაობს. კედლის სანგრევადაც გამოდგება. თუმცა, უფრი მძლავრი დრელებით,  ეს საქმე უკეთ გამოვა. კომპაქტურობაში ხელს დიზაინიც უწყობს. სამუშაოდ მსახერხებელია და დისკომფორტს არასდროს იწვევს.

STANLEY dreli

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 700W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min         
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა             
  • დარტყმის სისრაფე - 0-46300min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/30mm/13mm
  • წონა (კგ) - 2.35          

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • ხარისხი
  • სიჩქარე
  • კომპაქტურობა

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch ყველასთვის ნაცნობი და გამორჩეული ბრენდია. საუკეთესო ხელსაწყოებით თავის მოწონება ნამდვილად შეუძლია. ამჯერად, საშუალო სიმძლავრის დრელს წარმოგიდგენთ. პოფესიონალი ინსტრუმენტი დეტალებსაც კი გულდასმით ბურღავს. კედლის ჩამოსანგრევადაც გამოდგება, მაგრამ ამისთვის მეტად მძლავრი  უკეთესია. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ზოგჯერ გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება და მუშაობის პროცესში თავს ქარხნული წუნი იჩენს. საგარანტიო ტალონი კი ამისთვისაა. დრელის ხელმისაწვდომი ფასი აღნიშვნას იმსახურებს. ხარისხიან ხელსაწყოს ყველანაირად კომფორტულად შეიძენთ.Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით   
  • სიმძლავრე - 570W   
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა             
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm
  • წონა (კგ) - 1.7

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • ხარისხი

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

Tolsen - ის ელექტრო დრელი დაბალი სიმძლავრისაა. კედლის ჩამოშლა მისი საქმე ნამდვილად არ არის. ამისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ინსტრუმენტებია განკუთვნილი. თუმცა, ხვრეტის ამბავი მისთვისაა ზედგამოჭრილი. ამიტომ, მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს. ბურღავს და დარტყმის ძალა აღარ აქვს. სიჩქარე კი ნორმალურ ნიშნულზეა. ხელსაწყო ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. კომპლექტაცია კი საერთოდ არ აქვს. ამ მონაცემების ხელსაწყოს ნაკლებად ან სულ არ სჭირდება. ერთ წლიანი გარანტია უცვლელია და Tolsen - ის ამ მოდელსაც აქვს. სამუშაო რესურსი მაღალია, ფასი ხელმისაწვდომი, კომფორტულად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10m
  • წონა (კგ) - 1.5

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება