ყველაფერი, რაც ჰაერის კომპრესორზე გაინტერესებთ |
ყველაფერი, რაც ჰაერის კომპრესორზე გაინტერესებთ |
ჰაერის კომპრესორი ის ხელსაწყო ნამვილად არ არის, სახლში რომ უნდა გქონდეთ და სულ რომ შეიძლება დაგჭირდეთ. ინსტრუმენტი კონკრეტულ ადგილებსა და სიტუაციებში გამოიყენება. ბინას კარგად იდებს ისეთ ადგილებში, როგორებცაა: ავეჯის საწარმო, სხვადასხვა საამქრო, ავტოსახელოსნო და სხვა. თუ კი რომელიმეს ფლობთ, მაშინ ხელსაწყო აუცილებლად დაგჭირდებათ. თუმცა, სანამ შეიძენთ, მანამდე თვალი რამდენიმე საკითხს გადავავლოთ.
ყველაზე მნიშვნელოვანით დავიწყოთ და სიმძლავრეზე ვისაუბროთ. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ამ მახასიათებელს უნდა მიაქციოთ. ასე ბევრ რამეს დაადგენთ, მაგალითად იმას, თუ სად გამოგადგებათ ესა თუ ის ჰაერის კომპრესორი. თუ კი საქმე დიდ საწარმოსთან გაქვთ და ბევრი სამუშაოა, მძლავრი ხელსაწყო დაგჭირდებათ. ასეთ საქმეს მხოლოდ დიდი ძალის მქონე კომპრესორი ასრულებს. უპრობლემოდ მუშაობს და კარგ შედეგს დებს. თუმცა, ყველა სიტუაციაში მძლავრი ინსტრუმენი არ გჭირდებათ. პატარა საწარმოს საშუალო ძალაც ჰყოფნის. ავტოსახელოსნოში სწორედ მსგავსი ინსტრუმენტი გამოგადგებათ. ჰაერის კომპრესორი საბურავის სწრაფად შეკეთებაში დაგეხმარებათ. ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ თან გქონდეთ. გარდა ამისა, კიდევ ბევრ რამეში გამოიყენებთ.
ტევადობა მეორე მნიშვნელოვანი საკითხია. სიმძლავრესთან ერთად, ეს უკანასკნელიც დიდ როლს თამაშობს. სიმართლე რომ ითქვას, ორივე მახასიათებელი უნდა გაითვალისწინოთ იმისთვის, რომ ხელსასწო სწორად შეარჩიოთ. მძლავრ ინსტრუმენტებს, როგორც წესი, დიდი ავზი აქვს. თუმცა, მხოლოდ ამის იმედად ვერ იქნებით და დაკვირვება მაინც საჭიროა. რთულ საქმეზე აუცილებლად ტევადი ხელსაწყო უნდა დაიხმაროთ.
ხშირად დასმული შეკითხვები:
ჰაერის კომპრესორის შესახებ ბევრი შეკითხვა გროვდება. შევეცდებით რომ თითოეულს პასუხი გავცეთ. დამწყები თუ ხართ და ხელსაწყოებშიც ახლა ერკვევით, ზუსტად განვმარტოთ ტერმინი - ჰაერის კომპრესორი. ინსტრუმენტი საკმაოდ რთულ საქმეს ასრულებს, მაგრამ უპრობლემოდ მუშაობას. მისი მთავარი მოვალეობა სხვა ხელსაწყოების წნევით მომარაგება და ამუშავებაა. კომპრესორს სხვა ინტრუმენტები ემაგრება, მათ კი ჰაერს აწვდის, ენერგიით მუხტავს რომ კარგად იმუშაოს. იმდენად მნიშვნელოვან საქმეს ასრულებს, რომ ამ ყველაფრის გარეშე, ზოგიერთი ხელსაწყო საერთოდ უფუნქციო იქნებოდა. ჰაერის კომორესორი კი ინსტრუმენტებს მარტივად ამუშავებს.
ეს შეკითხვა მეორე ადგილს იკავებს. როცა გავაცნობიერებთ თუ როგორ მუშაობს ხელსაწყო, ისიც გვაინტერესებს, თუ რამდენ ინსტრუმენტს აწვდის სამუშაო რესურს. ეს ყველაფერი უკვე თავად კომპრესორზეა დამოკიდებული. შეიძლება, ერთდროულად, რამდენიმე ინსტრუმენტი აამუშაოს ან სულაც მხოლოდ ერთი. ამას სიმძლავრე და ავზის ტევადობა განსაზღვრავს. თუ კომპრესორს მაღალი მონაცემები აქვს, მაშინ ბევრი ხელსაწყოს ამუშავება შეუძლია. სხვა შემთხვევაში, კი საქმე გაურთულდება. საშუალო ან დაბალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტებს, როგორც წესი, მხოლოდ ერთი ხელსაწყო უმაგრდება.
ძალა უნდა გერჩოდეთ, რომ კომპრესორი მარტივად გადაადგილოთ. არ გაშინებთ, მაგრამ ინსტრუმენტი მართლაც მძიმეა, თუმცა, ეს დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის. ჰაერის კომპრესორი, ძირითადად, ერთ ადგილას უნდა იყოს. მისი ხშირი გადაადგილება, თუ საჭიროება არ მოითხოვს, სავალდებულო არ არის. სადაც ბინას მიუჩენთ, შეიძლება სულ იქ იყოს და სხვა ხელსაწყოები მიიტანოთ მასთან.
გადაადგილება ვახსენეთ და აქვე ისიც ვთქვათ, რომ კომპრესორს კარის ზღურბლთან მოგიტანთ. მეტიც, შესარჩევადაც კი არ გჭირდებათ მაღაზიაში მისვლა. ნივთებს საიტზე არჩევთ და აქედანვე იწერთ. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ ოპერატორებს დაუკავშირდეთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა. საბოლოოდ, საკმაოდ კომფორტული სერვისი გამოდის. წარმოიდგინეთ, ნივთებს ნებისმიერი ადგილიდან არჩევთ, იწერთ და ელოდებით. არ გიწევთ ტრანსპორტირებაზე ზრუნვა, მაღაზიის რიგში დგომა და აქამდე მისასვლელად საცობში ყოფნა. ნივთები თქვენამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მოდის და რაც მთავარია, სრულიად უვნებელი. ხელსაწყოების კუთხით ფართო არჩევანია და მხოლოდ საუკეთესო ბრენდებს იხილავთ. მგონი, კითხვაზე პასუხი, თუ რატომ Holst.ge, ნათელია.
ახლა კი დეტალურად მივყვეთ. Schpindel - ი გერმანული ბრენდია და ხარისხი ნამდვილად არ ეშლება. ყველაფერი საათივითაა აწყობილი და მწყობად მუშაობს. ამჯერად, მხოლოდ ამ ბრენდის ინსტრუმენტებს განვიხილავთ. კიდევ ერთი უპირატესობაა ესაა - ფართო არჩევანი. რაც შეეხება კონკრეტულ მოდელს, ყველაფრითაა აღჭურვილი. ჰაერის კომპრესორი მძლავრია და ერთდროულად, რამდენიმე ხელსაწყოს იტევს. ასევე, ხელს უწყობს ბრუნვის მაღალი სიჩქარე და წნევა. ტევადი ავზი კიდევ ერთი დადებითი მხარეა. ინსტრუმენტი დიდ სააქმროებსა და საწარმოებში თავისუფლად იმუშავებს.
უპირატესობები:
მეორე კომპრესორს მაღალი მონაცემები აქვს. მძლავრია და მაღალ სიჩქარეს ავითარებს. პირველ მოდელთან შედარებით, ნაკლები მოცულობის მქონეა. 100 l არც ძალიან ბევრია და არც ძალიან ცოტა. მოკლედ რომ ვთქვათ, საშუალო ტევადობა აქვს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი ნამდვილი შვებაა. ხელსაწყოს სერვის ცენტრში მიიტანთ და პრობლემას იქ გადაჭრიან.
უპირატესობები:
ბრენდი კიდევ ერთ ჰაერის კომპრესორს გვთავაზობს და ამჯერად, საშუალო მონაცემების მქონეს. სიმძლავრე და მოცულობა დამაკმაყოფილებელია, ოღონდ შედარებით მსუბუქი საქმისთვის. დიდ საწარმოში, სადაც უამრავი საქმე და სისწრაფეა საჭირო, ნაკლებად გამოგადგებათ, თუმცა, სხვა შემთხვევაში საუკეთესოა.
უპირატესობები:
ბოლო ჰაერის კომპრესორზე კი დანამდვილებით ვიტყვით, რომ მხოლოდ მცირე საქმეს ერგება. სხვა შემთხვევაში კი ფერხდება და ისე კარგად ვერ მუშაობს, როგორც საჭიროა. კარგი იქნება, თუ ინსტრუმენტს პატარა სამუშაოს მიანდობთ. ამ სიტუაციაში ნამდვილად არაჩვეულებრივია. დანარჩენი ხელსაწყოების მსგავსად, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
უპირატესობები: