ყველაფერი, რაც ჰაერის კომპრესორზე უნდა იცოდე

ხელსაწყოების სამყაროში მოგზაურობა საინტერესოა. ინსტრუმენტებს უკეთ ეცნობი და იგებ, რაში შეიძლება გამოიყენო. ამჯერად, ავეჯის საამქროებსა და სხვადასხვა საწარმოებს ვესტუმრებით. ჰაერის კომპრესორის სამყაროს თვალს გადავავლებთ და სასარგებლო რჩევებსაც მოვისმენთ.

სად ბინადრობს ჰაერის კომპრესორი ?

ხელსაწყო დიდ სივრცეებს ერგება. ისეთივეს, როგორიც შეიძლება ავეჯის საამქრო იყოს. მსგავს დაწესებულებებში ფართოდაა გავრცელებული და მის გარეშე არაფერი გამოდის. ხელსაწყო ზომითაც დიდია და ბევრსაც იწონის. ამიტომ, ფართო ტერიტორია სჭირდება. თუმცა, ყველა ერთნაირი არ არის. ნაკლები მონაცემების მქონე ინსტრუმენტებიც არსებობს და მათაც თავისი ადგილი აქვს. ჰაერის კომპრესორს ავტოსახელოსნოებშიც გადააწყდებით. დაზიანებულ საბურავს ხელსაწყო პირვანდელ სახეს უბრუნებს. ამას კი სულ რამდენიმე წუთს ანდომებს. საქმეს სწრაფად აკეთებს და უკმაყოფილოს არავის ტოვებს.

როგორია კომპრესორის მუშაობის პრინციპი ?

კომპერესორი მძლავრი ხელსაწყოა. მისი მთავარი ფუნქცია მომარაგებული ჰაერის გაზიარებაა. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, თუმცა, საქმე რთულად სულაც არ არის. კომპრესორს სხვა ხელსაწყოები ემაგრება. მათ კი ჰაერით ამარაგებს. ინსტუმენტები ნაკადს მართავს და სათანადო მიმართულებით უშვებს. თითოეული რესურსებს სათანადოდ იყენებს. კომპრესორის გარეშე კი ყველაფერი წყალში ჩაიყრებოდა. მთავარ როლს სწორედ ის ასრულებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოს შეძენამდე ?

გასათვალისწინებელი ამბების სიაში პირველი მოცულობაა. მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ზოგიერთი კომპრესორი ერთს კი არა, ერთდროულად, რამდენიმე ხელსაწყოს იმაგრებს. ეს მოცულობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი აქვს, შესაძლებლობებიც იზრდება. 200 ლიტრი საკმაოდ მაღალი მაჩევენებელია. დიდი საწარმოებისთვის კი სწორედ ასეთია განკუთვნილი.

  • სიმძლავრე

სიაში მეორე სიმძლავრეა. შერჩევისას ამ მაჩვენებელსაც სათანადო ყურადღება დაუთმეთ. მოცულობასთან ერთად, ეს უკანასკნელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არსებობს დიდი საშუალო და დაბალი სიმძლავრის კომპრესორები. თითოეულს განსხვავებული სამუშაო სივრცე აქვს. ყველა სხვადასხვა ტიპის ადგილზეა კომფორტულად. მძლავრი კომპრესორები დიდ დაწესებულებებში გამოიყენება. ასეთი ადგილები სამუშაოდ მეტად დატვირთულია. ხელსაწყოები მთელი დღის განმავლობაში საქმეშია ჩაფლული. შესაბამისად, ინსტრუმენტმა დატვირთვას უნდა გაუძლოს და გამართულად იმუშაოს. მცირე საქმისთვის კი საშუალო ან დაბალი სიმძლავრეც საკმარისია. წარმოდგენილი ხელსაწყოები პროფესიონალებია, მთავრია საქმე სწორად მიუსადაგოდ.

  • წნევა

საინტერესოა თუ როგორი წნევით აწოდებს ჰაერს. ამიტომ, ცოტაოდენს ამაზეც ვისაუბრებთ. მაჩვენებელი თითქმის ყველას ერთი და იმავე აქვს. კონკრეტულად კი 8 bar - ი. ეს ხელსაწყოებისთვის განკუთვნილი ნორმალური წნევაა. ჰაერის კომპრესორი მას კარგად იყენებს.

  • წონა

წონის საკითხი პრობლემური არ არის, თუმცა, კომპრესორები საკმაოდ მძიმეა. როგორც უკვე ვთქვით, ზომითაც დიდია. ამოტომ, ფართო ტერიტორია სჭირდება. დიდ დაწესებულებებში კი ადგილი ყოველთვის გამოინახება. ეს გადაუჭრელი პრობლემა სულაც არ არის. ზუსტად ასეა წონაც. ხელსაწყოს ხშირი გადაადგილება არ მოგიწევთ. თავდაპირველად, მხოლოდ მორგების პროცესშია საჭირო. სიმსუბუქე ფიზიკურად შეუძლებელია. ხელსაწყო ძლიერი ძრავით მუშავდება და სხვა მახასიათებლებიც მაღალი აქვს. ეს კი ზომასა და წონაზე აისახება.

რომელი ბრენდებია წარმოდგენილი ?

Holst.ge - ზე მხოლოდ რჩეული ბრენდებია განთავსებული. ისეთები, როგორებიცაა: Schpindel. Crown და  Tolsen. ამჯერადაც სწორედ ამ სამეულს წარმოგიდგენთ. საიტზე კიდევ უფრო მეტი კომპრესორია. ამიტომ, თუ ჩამოთვლილი ხელსაწყოები თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგება, სხვა კომპრესორებიც მოგვეპოვება.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 200L

Schpindel სახელგანთქმული ბრენდია. მისი სამშობლო გერმანიაა. ცნობილი კი ხარისხითაა. ხელსაწყოები მარტივად არ ცვდება და დიდხანს მუშაობს. კონკრეტული მოდელი კი სხვა მხრივაც განსაკუთრებულია.  კომპრესორს დიდი ავზი აქვს, კერძოდ, 200 ლიტრიანი. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ინსტრუმენტი დიდი საწარმოებისთვის გამოიყენება. რთულ საქმეებთან მიშვება შეიძლება. არაფერს უშინდება და პროფესიონალურად მუშაობს. ამაში სიმძლავრეც ხელს უწყობს. ამ კუთხითაც მაღალი მაჩვენებელი აქვს. კომპრესორი ხელსაწყოებს ჰაერის ნაკადს სწრაფად გადასცემს. ამაში წნევა და ბრუნვის სიჩქარე ეხმარება. ორივე მახასიათებელი დამაკმაყოფილებელი აქვს. წონით 115 კილოგრამია, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. თუმცა, ამ მონაცემების მქონე ხელსაწყოს, სიმსუბუქე როგორ უნდა მოვთხოვოთ ?! საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ რომ ყველაფერი მწყობრში აქვს, ამიტომ, შეძენას ნუ დააყოვნებთ.

Schpindel kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 115
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 200 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სამუშაო რესურსი
  • წნევა
  • მოცულობა
  • გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

როგორც ყოველთვის, Schpindel ერთი შემოთავაზებით არც  ახლა შემოიფარგლება. ბრენდი კიდევ ერთ ჰაერის კომპრესორს წარმოგიდგენთ. შედარებითი დაბალი მონაცემები აქვს, უფრო სწორად, მოცულობა. თუმცა, 100 l საშუალო მაჩვენებლად ითვლება. სიმძლავრე იმავე აქვს, რაც წინა მოდელს. ამ კუთხით ვერავინ დაიწუნებს. წნევა და ბრუნვის სიჩქარეც ნორმალურია. Schpindel - ის ხელსაწყოები გამძლეობით გამორჩეულია. ნებისმიერი ინსტრუმენტი სწორედ ასეთი უნდა იყოს. თუ კი გადატვირთულად მუშაობს ვერ გაუძლებ ს და მარტივად გაფუჭდება, ყველაფერი წყალში იყრება. მძლავრ კომპრესორებს საკმაოდ მაღალი ფასი აქვს, ამიტომ, დიდხანსაც უნდა იმუშაოს და სხვა მხრივაც საუკეთესო იყოს. ზოგჯერ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ამის წინასწარ განსაზღვრა არავის შეუძლია. ასეთი სიტუაციებისთვის კი ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრ
  • მოცულობა
  • წარმადობა

CROWN CT36029-ჰაერის კომპრესორი 50L

Crown კიდევ უფრო დაბალი მოცულობის კომპრესორს გთავაზობთ. ხელსაწყო 50 ლიტრიანია. სიმძლავრეც შედარებით ნაკლები აქვს. პროფესიონალურად მუშაობაში ხელი მაინც არ ეშლება, თუმცა დიდი საწარმოებისთვის განკუთვნილი არაა. მისი სამუშაო არეალი უფრო მცირეა. თუ კი ყველაფერს ახლა იწყებთ და პატარა საამქრო გაქვთ, მაშინ კარგად გამოიყენებთ. დანარჩენებთან შედარებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 28
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • წარმადობა - 135 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა
  • გარანტია

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

ბლოგს ყველაზე მცირე კომპრესორით ვასრულებთ. Tolsen - ის ხელსაწყო 24 l - იანია. სიმძლავრე საშუალო ნიშნულზეა. წნევა ზუსტად ისეთივე აქვს, როგორიც დანარჩენებს. ბრუნვის სიჩქარე კარგად სამუშაოდ, სრულიად საკმარისი აქვს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მართალია დიდ საწარმოებში ვერ გამოიყენებთ, მაგრამ მცირე სამუშაოებისთვის საუკეთესოა.

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი               
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 188 l/min         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • წნევა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება