| ყველაზე გამძლე დამაგრძელებლები Holst.ge-ზე |
| ყველაზე გამძლე დამაგრძელებლები Holst.ge-ზე |
ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დამაგრძელებელი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. უფრო მეტიც, აუცილებელია რომ სახლში ერთი მაინც მოგვეპოვებოდეს. ხელსაწყო თქვენს კომფორტზე ზრუნავს. ისეთი შემთხვევა თუ გქონიათ, როცა შენს საყვარელ ადგილას მოკალათდები, ტელეფონით ხელში, უეცრად აღმოაჩენ რომ დასატენია და ადგილის დათმობა გიწევს. ჰოდა, როცა გვერდით დამაგრძელებელი გაქვს, დისკომფორტი აღარ შეგექმნებათ. ინსტრუმენტი ოთახის ნებისმიერ კუთხეს სწვდება და თქვენც კმაყოფილი რჩებით. რა სჯობს ასეთ მოცემულობას?! არც არაფერი, ამიტომ, თუ დამაგრძელებლები არ გაქვთ, დროა ერთად შევარჩიოთ. ჩვენ მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით და ამით არჩევანს გაგიმარტივებთ. მაშ, დავიწყოთ!
კარგ ამბავს გამცნობთ, კერძოდ, იმას, რომ ბევრნაირი სახის დამაგრძელებელი არსებობს და ფართო არჩევანი სასიამოვნოა. პირველ რიგში, ჩამრთველების რაოდენობაზე ვთქვათ. არსებობს სამ, ოთხ, უფრო ნაკლები ან უფრო მეტ ჩამრთველიანი ხელსაწყოები. ყველას თავისი როლი აქვს, ამიტომ, ვერცერთზე ვერ ვიტყვით რომ ცუდია ან პირიქით. აქ საქმე სულ სხვა რამეშია. თუ ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის შეერთება გსურთ, მაშინ, რა თქმა უნდა, სამ ან მეტ ჩამრთველიანი დამაგრძელებელი დაგჭირდებათ. თუ არადა, ნაკლებიანიც გამოგადგებათ. მოკლედ, ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. როცა ხელსაწყოს სახეობებსა და განსხვავებებზე ვსაუბრობთ, სადენის სიგრძე არ უნდა დავივიწყოთ. თუ გსურთ, რომ დამაგრძელებელი შორ მანძილს გასწვდეს, მაშინ რაც შეიძლება გრძელი ინსტრუმენტი უნდა შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში, თუ მცირე მანძილის დაფარვა გჭირდებათ, საშუალო სიგრძის ხელსაწყო გამოგადგებათ. განსხვავებას ამპერების რაოდენობაშიც ვაწყდებით, ამიტომ, უყურადღებოდ არც ეს საკითხი დატოვოთ. ჩვენთან ყველანაირი სახის დამაგრძელებელი დაგხვდებათ, ასე რომ, არაფერზე იღელვოთ, სასურველ მოდელს აუცილებლად გადააწყდებით.
წარმოიდგინეთ, რა მაგარია, სახლიდან გაუსვლელად რომ ყველაფერი თქვენთან ჩნდება. ზუსტად ამ სერვისს გთავაზობთ, ონლაინ ჰიპერმარკეტი Holst-ი. შეგიძლიათ, ხელსაწყოები საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეარჩიოთ და გამოიწეროთ. ჩვენი კურიერები ამანათებს ყველგან მოგიტანენ, მთაშიც და ბარშიც. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მაშინ მიტანა უფასოა. გამოწერილი ინსტრუმენტები თქვენამდე მალე მოვა, საუკუნე ლოდინი არ მოგიწევთ და ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს ?! ვფიქრობ, არც არაფერი და თუ აქამდე ჩვენთან შეხება არ გქონია, დროა კომფორტი გამოსცადო.
ბევრნაირი ფერის, ფორმისა და სხვა მახასიათებლების მქონე დამაგრძელებელი არსებობს, მაგრამ ასეთ დახვეწილ მოდელს იშვიათად გადააწყდებით. როგორც ყოველთვის, Linus მოწოდების სიმაღლეზეა და ხარისხიან ინსტრუმენტს გთავაზობთ. ხელსაწყოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო დამაგრძელებლების სიაში ჩაეწეროს. მაღალი სიხშირე, კვეთა, სამი ჩამრთველი და სიგრძის მაჩვენებელი, ამისთვის საკმარისია. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ეს გზა ყველაზე მარტივია. საგარანტიო ტალონსა და ხელსაწყოს სერვის ცენტრში მიიტანთ, პრობლემაც აქ გადაიჭრება. დამაგრძელებელს შეაკეთებენ და ქარხნული წუნიც უგზოუკვლოდ გაქრება. რაც შეეხება გარეგნულ მხარეს, ინსტრუმენტი დახვეწილი დიზაინისაა და ნებისმიერ სივრცეს დაამშვენებს.

უპირატესობები:
Linus -ის კიდევ ერთ, ისეთ დამაგრძელებელს წარმოგიდგენთ, რომელსაც დენის ფილტრი აქვს და უსაფრთხოების ყველა წესი გააქტიურებულია. ხელსაწყოს ხუთი ჩამრთველი აქვს და საკმაოდ გრძელია, ამიტომ, კარგად გამოიყენებთ. ამპერების რაოდენობაც მაღალია, ეს კი დამატებითი უპირატესობაა. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

უპირატესობები:
მესამე დამაგრძელებელს ოთხი ჩამრთველი აქვს და იდეალურად მუშაობს. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ძალიან კომპაქტურია.

უპირატესობები: