ყველაზე მოთხოვნადი გენერატორები

უენერგიო დღეებში არაფრის კეთება გვინდა. საკმარისი ძალა არ გვაქვს და ვერაფერზე ვკონცენტრირდებით. რეალობის შეცვლა კი სხვადასხვა ფაქტორს შეუძლია, მაგალითად, კოფეინს ან მზის ოქროსფერ სხივებს. ასე მხოლოდ ადამიანები არ ვართ. მსგავსი პრობლემა ხელსაწყოებსაც აქვთ. უცნაურად ჟღერს მაგრამ ასეა. სათანადო ენერგიის გარეშე ვერც ინსტრუმენტები ფუნქციონირებს. ყოველდღიურობაში უამრავ ასეთ ნივთს მოვიხმართ, მაგალითად, ტელევიზორს, მაცივარს და მსგავს ტექნიკას. მათი ფუნქციონირების წყარო კი ელექტროენერგიაა. ამ ყველაფერთან გენერატორი რა შუაშია ? აუცილებლად მოგიყვებით.

გენერატორი, როგორც ენერგიის საბადო

გენერატორი სტაბილური ელექტროენერგიის წყაროა. სწორედ ისეთის, როგორიც ხელსაწყოებს სჭირდება. ინსტრუმენტის მეშვეობით მუშაობის პრობლემა ტელევიზორს, მაცივარს ან სარეცხ მანქნას არასდროს შეექმნება. დროსა და ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერ მომენტში დაგეხმარებათ. გამოუვალ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის დიდოსტატია. დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას ინახავს და სხვა ხელსაწყოებს ამუშავებს. სწორედ ესაა გენერატორის მთავარი ფუნქცია.

რა უპირატესობით სარგებლობს გენერატორი ?

მართალია 90- იანი წლები და სიბნელე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ გამონაკლისები მაინც არსებობს. ელექტროენერგია მაინც შეიძლება გამოირთოს. ასეთი სიტუაციებისთვის კი თადარიგი უნდა დაიჭიროთ. ამაში გენერატორი დაგეხმარებათ. ხელსაწყო დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას გამოიმუშვებს, შესაბამისად დამოუკიდებლად, ყოველგვარი სხვა წყაროს გარეშე მუშაობს. უშუქობა მისი გადასაჭრელი პრობლემაა. გენერატორის მეშვეობით ასეთ დროსაც კი სახლი გადანათებული იქნება და თქვენც ჩვეულებრივ გააგრძელებთ საყვარელი ფილმის ყურებას. გენერატორი ტექნიკას ელექტროენერგიას მიაწოდებს და ყველაფერი ძველებურად იფუნქციონირებს. სწორედ ეს ძალა სჭირდება ხელსაწყოებს, რაც გენერატორის შემთხვევაში სტაბილურია. ტექნიკა კი მეტად დაცულია.

რა განსხვავებაა გენერატორებს შორის ?

გენერატორები ენერგიით სავსეა, მაგრამ ყველა ერთნაირად არა. ზოგი მეტ ძალას ფლობს და ზოგიც ნაკლებს. პირველი მნიშვნელოვანი განსხვავება ესაა. თუ კი გენერატორს ხშირად მოიხმართ, მაშინ მძლავრი ხელსაწყო გჭირდებათ. ენერგია დიდხანს რომ შემორჩეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა, ყოელთვის მძლავრი ინსტრუმენტი საჭირო არაა. თუ გენერატორს იშვიათად იყენებთ და უბრალოდ სათადარიგო როლს ასრულებს, შედარებით დაბალი სიმძლავრეც გამოგადგებათ. გენერატორებს შორის მხოლოდ ეს განსხვავება არ არის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ავზის მოცულობაა. ხელსაწყო საწვავზე მუშაობს. შესაბამისად, რაც უფრო ტევადია, მით კომფორტულია. მეტს იტევს და უკეთ მუშაობს. საწვავის ხშირი ჩამატებაც არ მოგიწევთ და ეს კი დიდი პლიუსია. განსხვავებას სტარტერშიც ვაწყდებით. ჩამოთვლილი ხელაწყოებიდან უმეტესობას ავტომატური აქვს, თუმცა მექანიკური სტარტერიც გვხვდება. ზოგიერთ გენერატორს კომპლექტაცია მოყვება. ასევე, სხვადასხვაა წონა და ზეთის მაჩვენებელი.

რატომ უნდა შეიძინოთ გენერატორები Holst.ge - ზე ?

გენერატორების ხარისხზე რომ არაფერი ვთქვათ, Holst.ge ყველანაირად საუკეთესო პლატფორმაა. ონლაინ ჰიპერმარკეტში თავმოყრილი ბრენდები, გამძლეობითა და მაღალი რესურსებით გამოირჩევა. ცუდი ხელსაწყოების ადგილი აქ არ არის. თუმცა, ეს ყველაფერი არაა. უკვე გაიგეთ, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად რომ იძენთ ? დიახ, დაივიწყეთ მაღაზიაში დროის კარგვა და მსგავსი რამეები. ახლა მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერაღა დაგრჩათ და რამდენიმე დღეში ხელსაწყოები თქვენთან იქნება. გამოწერას დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებთ. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება. საკურიერო მომსახურება კი მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია. ხელსაწყოებს მახასიათებლები აწერია, მაგრამ  დამატებითი კითვების შემთხვევაში, ამომწურავ პასუხს არც ჩვენი ოპერატორები დაიზარებენ. ახლა კი დროა დეტალები გავიგოთ და გენერატორების გულში ჩავიხედოთ.

LEO - გენერატორი 7KW KB7000E

რიგში ბევრი კარგი ბრენდია. Leo - ით დავიწყოთ და ვნახოთ თუ რა გამორჩეული თვისებები ახასიათებს. პირველ რიგში, ყურადღება გამძლეობაზე გავამახვილოთ.. მაღალი სამუშაო რესურსის მქონე გენერატორი, თავს არასდროს ზოგავს და მაინც დიდხანს ძლებს. ეს კი ხარისხის დამსახურებაა. თითოეული დეტალი ზუსტადაა გათვალისწინებული. მექანიზმები აბსოლუტურად გამართულია. გენერატორს სიმძლავრეც ხელს უწყობს. მუშაობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია. ხელსაწყოს ტევადი ავზი აქვს. როგორც უკვე ვთქვით, ეს დიდი უპირატესობაა. სტარტერი ავტომატური და მარტივად სამართავია. კომპლექტაციაში სახელური და საბურავები მოყვება. გადაადგილება ასე ბევრად მარტივია. ამიტომ, კომპლექტაციაში შემავალი ნივთები საქმე გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტი საკმაოდ მძიმეა, თუმცა, მონაცემებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის. გენერატორს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LEO generatori

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 7kw     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 84
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 28 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 420cc     
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

კომპლექტაცია:

  • სახელური
  • ბორბლები     

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • სამუშაო რესურსი
  • ავტომატური სტარტერი
  • მოცულობა
  • ხარისხი

LEO - გენერატორი 5KW KB5000E

მეორე ხელსაწყოს იმავე ბრენდს ეკუთვნის. როგორც ყოველთვის, Leo გენერატორებში ფართო არჩევანს გვთავაზობს. წინა მოდელისგან ოდნავ განსხვავებული მონაცემები აქვს, თუმცა ხარისხი ისევ უცვლელი რჩება. სიმძლავრით ნაკლებია და ავზის მოცულობაც შედარებით მცირეა. ფუნქციურად კი იმდენად გამართულია, რომ ხანგრძლივი მუშაობა არ უჭირს. ენერგიას საწვავის მეშვეობით იღებს და შემდეგ სხვა ხელსაწყებს უნაწილებს. ავტომატური სტარტერი აქვს და ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ასევე, ზუსტად იმავე კომპლექტაცია, რაც წინა მოდელს. კონკრეტულად, სახელური და საბურავები. Leo თქვენს კომფორტზე ბოლომდე ზრუნავს. ხელსაწყო კომპაქტური გამოსაყენებელია და საქმესაც საუკეთესოდ ასრულებს.

LEO generatori

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 5kw     
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 79
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 13 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 272cc     
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

კომპლექტაცია:      

  • სახელური
  • ბორბლები     

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • გამძლეობა
  • გარანტია
  • სამუშაო ძალა

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

Tolsen სრულყოფილ ხელსაწყოებს წამოგვიდგენს. გამონაკლისი არც გენერატორებია. კონკრეტული ინსტრუმენტიც გამართულია და მაღალ სამუშაო რესურსს ფლობს. მძლავრიაო ვერ ვიტყოდით, უფრო საშუალო ითქმის. ავზის მოცულობა 16 ლიტრია. ხელსაწყოს ავტომატური სტრატერი აქვს. დანარჩენებთან შედარებით მსუბუქია. ინსტრუმენტის მაქსიმალურად დატვირთვა, კარგს არაფერს მოიტანს. გენერატორი საშუალო სიმძლავრისაა და ასეთივე საქმეს ასრულებს. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ტალონის გამოყენება, ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეგიძლით.

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 3.0kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 47.1         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 16 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გარანტია
  • ავტომატური სტარტერი

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

შემდეგი ბრენდი Schpindel - ია. გენერატორი სხვებისგან მეტად გამოირჩევა. შედარებით დაბალი სიმძლავრისაა და ავზის მოცულობაც მცირეა. თუმცა, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და გამძლეობითაც ცნობილია. კომპაქტურია და ერთ წლიანი გარანტაიც თან ახლავს. შედარებით მსუბუქია. ინსტრუმენტი დღე და ღამე მუშაობას მიჩვეული არ არის. ძირითადად, მსუბუქი საქმეები მოსწონს. საუკეთესო დამხმარეა, მაგრამ საშუალო სირთულის სამუშაოზე. Schpindel - ის გენერატორს კარგად გამოიყენებთ, თუ რამდენიმე საათით გჭირდებათ. ასეთ სიტუაციებში ნამდვილი დიდოსტატია და მისი იმედი სულ შეგიძლიათ გქონდეთ .

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 2.8kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 15 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 196cc     
  • სტარტერი - მექანიკური       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება