ზედაპირის წყლის ტუმბოები |
ზედაპირის წყლის ტუმბოები |
ნებისმიერი პროდუქტის მსგავსად, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე მახასიათებელი იქამდე, სანამ წყლის ტუმბოს შეიძენთ. ამ სტატიაში მოცემულია ხუთი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ თქვენი მოთხოვნების შესაფერისი წყლის პომპა შეიძინოთ.
LEO-ს მაღალი ხარისხის წყლის პომპა
ჭავლის სიჩქარე
პროფესიულ ენაზე ეს იგივეა, რაც წყლის ტუმბოს ეფექტურობა. ნაკადის სიჩქარე ნიშნავს წყლის ნასოსის მიერ განსაზღვრულ დროში ამოტუმბულ წყლის რაოდენობას, რომელიც იზომება ლიტრი წუთში, ან ლიტრი საათში. თუ წყლის ტუმბოს გამოყენებას სამუშაო ადგილებისათვის ან ფერმებისთვის აპირებთ, უნდა შეიძინოთ ისეთი წყლის ნასოსი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა წუთში 150 ლიტრ წყალზე მეტი ამოტუმბოს. ხოლო საშუალო სიდიდის სახლისათვის 40-დან ზემოთ ლიტრი წუთში ეფექტურობა საკმარისია.
სატუმბი სარქველის ზომა
წყლის ტუმბოების უმეტესობას აქვს 3 სანტიმეტრიდან 15 სანტიმეტრამდე მილის ზომა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში წყლის პომპას მილის სიგანე ამ რიცხვს აღემატება. ცენტრიდანული წყლის ტუმბოები წყალს შესასვლელიდან იწოვენ და აწარმოებენ მას გამავალი სარქველის საშუალებით. ამ შემთხვევაში, რაც უფრო დიდია შესასვლელი სარქველის ზომა, მით მეტი წყლის ამოტუმბვას შეძლებს წყლის პომპა და უფრო სწრაფად შეასრულებს საქმეს.
წყლის ტუმბოს მაქსიმალური სიმაღლე და წნევა
წყლის ტუმბოს მაქსიმალური სიმაღლე ნიშნავს ყველაზე დიდი მანძილს სიმაღლის თვალსაზრისით, რა სიმაღლეზეც წყლის ნასოსი წყლის ამოტუმბვას შეძლებს. მაგალითად, თუ თქვენ ყიდულობთ წყლის ტუმბოს 30 მეტრი მაქსიმალური სიმაღლით და ამავდროულად წყლის ამოღებას მასზე მაღალ სიმაღლეზე გეგმავთ, მაშინ ნაკადის სიჩქარე ნული იქნება. საერთოდ, თქვენს მიერ არჩეულ წყლის ნასოსის ტიპს უნდა ჰქონდეს მაქსიმალური სიმაღლე იმაზე მაღალი, ვიდრე წყლის ამოტუმბვას აპირებთ.
ხარისხი
დროა, საჭირო მონაცემების მიხედვით არჩეული წლის ტუმბოებიდან საუკეთესო ხარისხისა და გამძლე წყლის ნასოსი აარჩიოთ. იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის წყლის ტუმბო იპოვოთ ძირითადად ორი ტიპის მეთოდი არსებობს. პირველი, ჩაატაროთ ტექნიკური კვლევა და მოტორის მიხედვით დაადგინოთ ამა თუ იმ წყლის ტუმბოს ხარისხი. ეს მეთოდი ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს და საკმაოდ რთული პროცედურაა. მეორე და აპრობირებული მეთოდია მომხმარებლების შეფასებების კვლევა. მომხმარებელი ყოველთვის მართალია, მაშინ განსაკუთრებით, როცა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს სხვა მომხმარებელს ამა თუ იმ ბრენდის პროდუქტის განხილვისას.
წყლის პომპას ტიპი
არსებობს სხვადასხვა ტიპის წყლის ნასოსი. ერთმანეთისგან მახასიათებლებით განთავსების ადგილმდებარეობთ განსხვავდება. ჩასაძირი წყლის ტუმბო წყალში უნდა მოათავსოთ და მას არ სჭირდება დამატებითი შლანგი ამოსატუმბად, ვინაიდან თავად იწოვს წყალს. ზედაპირის წყლის პომპა ზედაპირზე დევს და წყალთან დასაკავშირებლად შლანგი სჭირდება. მეორე ტიპი შედარებით ხმაურიანია, ვინაიდან ჩასაძირი წყლის ტუმბოს ხმას თავად წყალი შთანთქავს.
ჩვენი ონლაინ მაღაზია წყლის ტუმბოების დიდ არჩევანს გთავაზობთ. ამ სტატიაში განვიხილავთ ზედაპირის წყლის ტუმბოს რამდენიმე ვარიანტს. დანარჩენების სანახავად შეგიძლიათ Holst.ge-ს ეწვიოთ.
Schpindel-ის წყლის ტუმბო 2,4 ეფექტურობით ორნახევარ ტონა წყალს აწარმოებს ერთ საათში, რაც სრულიად საკმარისი სიმძლავრეა პატარა და საშუალო სიდიდის სახლისათვის.
უპირატესობები:
LEO-ს წყლის ტუმბოები მაღალი ხარისხით გამოირჩევა. წინა, Schpindel-ის წყლის ნასოსის მსგავსი წარმადობისაა, თუმცა უფრო დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი გააჩნია.
უპირატესობები:
თუ მაღალი წარმადობის წყლის ტუმბო გჭირდებათ, შეგიძლიათ Schpindel-ის ეს წყლის ნასოსი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ Holst.ge-ზე. მას 6 ტონა წყლის წარმოება შეუძლია 1 საათში.
უპირატესობები: