ზუსტად იცით, რამდენი შეუძლია ელექტრო ფრეზს?

დიდი ვაჟა-ფშაველასი არ იყოს, აზრი სწორი, შრომა მედგარი და ფრეზი - საუკეთესო...

მართლაც ასეა, გააზრებით, მედგარი შრომითა და საუკეთესო ფრეზით შედეგიც შესაბამისი იქნება.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო ფრეზი, რამდენად გაგიმარტივებთ მუშაობას ეს ხელსაწყო, შევეცდებით, სურათი ყველა პერსპექტივიდან დაგანახოთ.

რისთვის არის საჭირო ელექტრო ფრეზი

ხის დასამუშავებელ ყველა სხვა ინსტრუმენტს შორის, ფრეზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, მართლაც მარტივი კონსტრუქცია აქვს, თუმცა შესაძლებლობები - შთამბეჭდავი. მისი დახმარებით შესაძლებელია ყველაზე განსხვავებული ოპერაციების შესრულება. მოკლედ რომ ვთქვათ, აი, რისთვის არის საჭირო ელექტრო ფრეზი:

  • ავეჯი და მისთვის საჭირო დეკორაციები;
  • ქოთნები მცენარეებისა და ყვავილებისთვის;
  • სამზარეულოს დანების ჩასადები;
  • სამაგიდო თამაშები;
  • პარკეტი;
  • სარეკლამო სტენდები;
  • სარეკლამო პროდუქცია;
  • საკიდები;
  • ბიჟუტერია;
  • სუვენირები;
  • ზარდახშები;
  • ღობეები...

ფრეზის მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი

ყველა ფრეზი შეიძლება ასე დავაჯგუფოთ: ხელისა და სტაციონარული. უფრო ხშირად სტაციონარული სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება, სადაც საჭიროა 3 კვტ-ზე მეტი სიმძლავრე. აქვს განსაკუთრებული კონსტრუქცია, წონა კი ხშირად 500 კგ-ს აღემატება. ხელის ფრეზი მრავალ სფეროში გამოიყენება და ამაზე ზემოთ უკვე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. ასეთი ხელსაწყო მსუბუქი და კომფორტულია.

ფრეზის მოწყობილობა ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, ვიდრე სხვა ელექტროინსტრუმენტების. აღჭურვილია მოტორით, რომელიც ბასრი პირების მეშვეობით დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით უმკლავდება.

მართვის ღილაკები კორპუსზეა განთავსებული. საუბარია ჩამრთველზე, გამომრთველზე და ასევე, შემთხვევით ჩართვისგან დამცავ და ბრუნების დასარეგულირებელ ღილაკებზე. ზოგ შემთხვევაში, ჩართვის ღილაკს შესაძლოა, ფიქსაციის ფუნქციაც ჰქონდეს მიღებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია მჭრელი პირების სიღრმეში ჩასვლის შემზღუდველი. მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია საჭირო სიღრმისა და ბრუნების განსაზღვრა. გამოუსადეგარ დეტალზე წინასწარ შემოწმების შემდეგ, მარტივად დასადგენია, სწორად არის თუ არა მითითებული როგორც სიღრმე, ისე - ბრუნების სიჩქარე.

კიდევ რისთვის გამოიყენებთ ფრეზს?

სხვა დანარჩენის პარალელურად, ფრეზი აქტიურად გამოიყენება ავეჯის დამზადებაში. ინსტრუმენტს შემდეგი სამუშაოებისთვის იყენებენ:

  • ფრეზირება;
  • ზედაპირების გასწორება;
  • ფიგურული ჭრა;
  • დეტალების კოპირება;
  • დეტალების გადაბმა;
  • ფოსოების ამოვსება;
  • დეტალების მოპირკეთება;
  • ხვრელების ბურღვა;
  • ზედაპირების გრავირება
  • და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი რამ...

ელექტრო ფრეზი ასევე გამოიყენება ნაკეთობაზე ორნამენტების დატანისთვის, ფიგურული ბოძკინტებისა და პლინთუსების დასამზადებლად, ავეჯის ფურნიტურისა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მონტაჟისას, ხის, მერქანბურბუშელის (დეესპე), ფანერისა და პლასტიკის პროდუქციაზე მუშაობისას. კიდევ ერთი დანიშნულება - ზედაპირის გასწორება იქ, სადაც რეისმუსის გამოყენება არ შეიძლება. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ფრეზით შესაძლებელია ბარელიეფებისა და ჰორელიეფის, პანოს, სამგანზომილებიანი კომპოზიციების ამოკვეთაც კი.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამით ფრეზის შესაძლებლობები არ სრულდება და ა, ბატონო, კიდევ რამდენიმე მაგალითი, რისთვის გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ინსტრუმენტი, რომელიც როგორც გითხარით, „რაც ზემოთაა, ერთი იმდენი კიდევ მიწისქვეშ არის“:

  • დეკორატიული დამუშავება, ლოგოტიპების ამოჭრა, წარწერების დატანა ხის ნაწარმზე;
  • დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრო ფრეზი ე.წ. ჰენდმეიდ სფეროში, სადაც მას იყენებენ, მაგალითად, საჩუქრების, სამკაულებისა და სათამაშოების შექმნისთვის.

სასურველი ფრეზის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

- თუკი უნივერსალური ინსტრუმენტი გჭირდებათ, არჩევანი ვერტიკალურ ფრეზზე უნდა შეაჩეროთ.

- თუ ფიქრობთ, რომ მარტივი ან საშუალო სირთულის ოპერაციები გაქვთ შესასრულებელი, ნამდვილად არ ღირს ზედმეტის გადახდა მაღალ სიმძლავრეში.

- უნდა დააზუსტოთ, რეგულირდება თუ არა ღერძის ბრუნვის სიჩქარე. მოდელები, რომლებსაც ეს ფუნქცია არ აქვთ, როგორც წესი, მარტივი ოპერაციებისთვის უფრო გამოიყენება.

- უნდა გაარკვიოთ ისიც, რამდენად ზუსტად რეგულირდება ფრეზის სამუშაო ციკლი. რაც უფრო ზუსტია რეგულირება, შედეგიც შესაბამისად, უკეთესია.

- უნდა გაითვალისწინოთ, სად მოგიწევთ მუშაობა. თუკი უფრო ხშირად გიწევთ ყოფნა არა საკუთარ სახელოსნოში, არამედ დამკვეთის ღია ტერიტორიაზე, უმჯობესია, მძლავრი აკუმულატორის მქონე უსადენო მოდელი მოიძიოთ.

- შეაფასეთ ფუნქციონალი. რაც მეტია დამატებითი ფუნქციები, მით კომფორტული იქნება ინსტრუმენტით მუშაობა.

- გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია აქსესუარები. რაც უფრო მარტივია მათი შეძენა და რაც უფრო მრავალფეროვანია ასორტიმენტი, მით მარტივად შეძლებთ, ფრეზს სხვადასხვა მისია დააკისროთ.

TOL2291-79539 ელ. მინი ფრეზი 650W

Tolsen eleqtro frezi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 500W
  • ზომა - 1/4″ & 6mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799368
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 33500min

Crown CT26010HX - როუტერი ელემენტის გარეშე 20V Max

Crown eleqtro frezi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - 6 / 8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186240840
  • წონა (კგ) - 2.29
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კომპლექტაცია - მიმმართველი + მტვრის შესაგროვებლის ადაპტერი + პარალელური მისაბჯენი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 10000-30000min
  • მუშაობის სიღრმე - 20mm

Dewalt DW615-QS ელექტრო ფრეზი 900W

Dewalt eleqtro frezi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო ფრეზი
  • სიმძლავრე - 900W
  • ზომა - 6-8mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402294176
  • წონა (კგ) - 2.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - გადამყვანი 17/13mm და 8mm + მიმმართველი + მტვრის შესაგროვებლის + პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 8000-24000min
  • ფუნქციები - ფრეზირების დიამეტრი 36mm
  • მუშაობის სიღრმე - 0-55mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება