ზუსტად იცით, რაში გამოგადგებათ წყლის ტუმბო?

სავსებით შესაძლებელია, წყლისა თუ სხვა ნებისმიერი სითხის ა პუნქტიდან ბე პუნქტში გადატუმბვა არა მხოლოდ საკუთარ სახლსა და კარ-მიდამოში, არამედ დიდ წარმოებებშიც გახდეს საჭირო. მსგავსი მიზნების მისაღწევადაც, ადამიანმა ცხოვრება მნიშვნელოვნად გაიადვილა და წყლის ტუმბოები გამოიგონა. უფრო მეტიც, არსებობს ტუმბოები, რომლებიც განსხვავებიდან, მაგალითად, გამოყენების სფეროთი, ტექნიკური მახასიათებლებით, კონსტრუქციით. თუკი ერთი ტუმბო სუფთა წყლის გადასატუმბად გამოიყენება, მეორით სხვადასხვა ორგანულ ნაერთთან და ქვიშასთან გამკლავებაც კი შეიძლება.

მოკლედ, თუ ზუსტად გინდათ იმის გაგება, რისთვის გამოიყენება წყლის პომპა, ქვემოთ ყველაფერზე ამომწურავად ვისაუბრებთ.

როგორი შეიძლება იყოს წყლის ტუმბო

როგორც ზემოთაც ვთქვით, არსებობს წყლის ტუმბოების უამრავი სახეობა. თუმცა, ძირითადი კლასიფიკაცია დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • ზედაპირის ტუმბო;
  • თვითამომქაჩი;
  • სატუმბი სადგური;
  • ჩასაძირი წყლის ტუმბო;
  • ჭაბურღილის;
  • სადრენაჟო;
  • საკანალიზაციო;
  • ცირკულარული.

როგორ უნდა შეარჩიოთ წყლის პომპა

მსგავსი რამ სხვა აღჭურვილობებზეც ხშირად გვითქვამს ხოლმე და ასეა წყლის ტუმბოების შემთხვევაშიც - პირველ რიგში, საჭიროა დეტალურად აღწეროთ რამდენიმე მომენტი, რომლებიც არჩევანის გაკეთებას გააადვილებს:

  • - რის ამოტუმბვას აპირებთ (აუცილებელია სითხის სახელწოდების ან ფორმულის, თვისებების, შემადგენლობისა თუ ტემპერატურის ცოდნა);
  • - რა დროში რა მოცულობაა ამოსატუმბი (დაახლოებით რა დრო გაქვთ განსაზღვრული/მოცემული დავალების შესრულებისთვის);
  • - რა მანძილზეა გადასატუმბი და როგორი წნევაა საჭირო (გადატუმბვა შეიძლება როგორც ერთი ჭურჭლიდან (რეზერვუარიდან) მეორეში 1 მეტრზე, ისე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე).

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს ტუმბო სითხის ტიპის მიხედვით. არაფრით შეიძლება, მაგალითად, ფეკალიების პომპა სადრენაჟო ორმოსთვის იქნეს გამოყენებული (და პირიქით, სადრენაჟო - ფეკალიების გადასატუმბად), ხოლო ჭის ტუმბო - მჟავეებისა თუ ტუტეებისთვის.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სწორად შერჩეული ტუმბო დიდხანს იმუშავებს პატრონის გულის გასახარად და ბევრ რამეში ბავშვობის თუ არა, ჯარის მეგობარივითაც დაეხმარება (კარგ მეგობრებზე გვაქვს საუბარი ოღონდ, ყველაფერს რომ მარტივად ივიწყებენ, იმათი სახელის ხსენებაც არ ღირს).

ახლა კი მთავარი - ქვემოთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე მოგახსენებთ, რომლებსაც მომხმარებლები წყლის ტუმბოს შერჩევისას უშვებენ:

  • - ძვირი ბევრად უკეთ მუშაობს, ვიდრე იაფი - ძალიან კარგი ნათქვამია: „ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ იაფიანი ვიყიდო“, მაგრამ ფასი ყოველთვის ნამდვილად არ არის ხარისხის გარანტია! ამოცანებს თუ სწორად დასახავთ, ზედმეტად აღარ დაიხარჯებით.
  • - ფიზიკის კანონების იგნორირება - ხშირად ხდება ხოლმე, რომ მომხმარებელი ყიდულობს ზედაპირის წყლის პომპას 9 მეტრზე მეტი სიღრმიდან ამოსატუმბად, რაც ფიზიკურად შეუძლებელია. ასევე, შეუძლებელია ზედაპირის წყლის ტუმბოთი ცელსიუსით +80 გრადუსზე გაცხელებული წყლის გადაქაჩვა, რადგან მილში ასეთ დროს ვაკუუმი წარმოიქმნება და მუშაობის გაგრძელების საშუალება აღარ რჩება.
  • - ქიმიის კანონების უგულებელყოფა - როგორც უკვე ვთქვით, აუცილებელია იმის განსაზღვრა, რა ტიპის სითხის გადასატუმბად გჭირდებათ პომპა. როგორც წესი, ქიმიური ტუმბო გაცილებით ძვირი ღირს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი ჩანაცვლება წყლის ტუმბოთი შეიძლება - ეს ძალიან დიდი და რაც მთავარია, საშიში შეცდომაა.
  • - დაბალი ტემპერატურისას სითხის სიბლანტის მომატების გაუთვალისწინებლობა - ბუნებრივია, ტემპერატურის ცვალებადობა სითხეზე გავლენას ახდენს, რაც როცა ტუმბოს შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
  • - დასვენება წყლის ტუმბოსაც სჭირდება - არსებობს ძალიან ბევრი ტუმბო, რომელთა მუშაობა რამდენიმე  დღის მანძილზე შეუჩერებლად  არაფრით შეიძლება. ასეთ რეჟიმში მუშაობა დანადგარის დაზიანებას გამოიწვევს. ეს დეტალიც, როცა შეძენაზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა დააზუსტოთ.

Schpindel SCHI-169122 წყლის ტუმბო ბენზინზე (TRASH) 80MMX223CC

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 223cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7314518169122
  • წონა (კგ) - 35.5
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 3.6 l
  • წარმადობა (Max) - 58m3/h
  • სიმაღლე (Max) - 26
  • შემსვლელი - 80mm(3'')
  • გამომსვლელი - 80mm(3'')
  • ზეთი - SAE 10W-30

Schpindel SCHI-169092 წყლის ტუმბო ბენზინზე 150MMX459CC

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 459cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7314518169092
  • წონა (კგ) - 100.6
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 30 l
  • წარმადობა (Max) - 120m3/h
  • სიმაღლე (Max) - 20
  • შემსვლელი - 150mm(6'')
  • გამომსვლელი - 150mm(6'')
  • ზეთი - SAE 10W-30

Schpindel SCHI-169146 წყლის ტუმბო დიზელზე 150MMX531CC

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 531cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7314518169146
  • წონა (კგ) - 103.2
  • კვების წყარო - დიზელი
  • ავზის მოცულობა - 12.5 l
  • წარმადობა (Max) - 140m3/h
  • სიმაღლე (Max) - 18
  • შემსვლელი - 150mm(6'')
  • გამომსვლელი - 150mm(6'')
  • ზეთი - SAE 10W-30

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება
. query_insert_error