ზუსტი ჭრა ერთ მოძრაობაში და ბეწვა ხერხის სხვა საიდუმლოებები

ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შესაძლებლობა, ბეწვა ხერხი საქმეში გამოეცადა, კარგად ეცოდინება, რამდენად ზუსტია ხოლმე ეს ინსტრუმენტი, ხოლო ვისაც ჯერ არ ჰქონია მსგავსი გამოცდილება, წინ ნამდვილად დიდი სიამოვნება ელის - როცა საქმეს ისე აკეთებ, როგორც საჭიროა, იშვიათად, ამ გრძნობას რამე სჯობდეს.

ზოგადად თუ ვიტყვით, ლობზიკი საჭიროა იმისთვის, რომ გავჭრათ ფილები ან ლითონის ნაჭრები, თანაბრად დავჭრათ ხის სქელი პანელები და რაც მთავარია, მივიღოთ რთული ფორმის დეტალები ყველა ნახსენები მასალისგან. სხვადასხვა მასალასთან მუშაობისა და სხვადასხვა დავალების შესრულებისთვის ხელსაწყოს სხვადასხვა ოფციაა საჭირო.

რამდენად რთულია ბეწვა ხერხით მუშაობა, რა საიდუმლოებები უნდა იცოდეთ საუკეთესო შედეგის მისაღებად, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.

როგორი შეიძლება იყოს ბეწვა ხერხი?

დავიწყოთ იმით, რომ ბაზარი გაჯერებულია მრავალფეროვანი ბეწვა ხერხებით, რომლებიც განსხვავებულია გამოყენების ხასიათით, ტექნიკური მახასიათებლებით, კვების ტიპებითა თუ კონსტრუქციული თავისებურებებით. გამოყენების ხასიათის მიხედვით, ლობზიკი ამგვარად შეგვიძლია გამოვყოთ:

  • - საყოფაცხოვრებო;
  • - პროფესიონალური;
  • - სამრეწველო.

კვების ტიპების მიხედვით ხელსაწყო ასე იყოფა:

  • - ქსელური;
  • - აკუმულატორიანი.

არსებობს ბეწვა ხერხის ორი ტიპი: სამაგიდო და ხელის, განსაკუთრებული პოპულარობით კი ეს უკანასკნელი სარგებლობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელსაწყო ზედმეტად არ ღლის ხელს (წონა 1,2-3 კგ-მდე მერყეობს) და ამასთან ერთად, ძალიან ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოს შესრულება შეუძლია.

ხელის ბეწვა ხერხის შერჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს კორპუსის გარეგნობას, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული კომფორტი გამოყენებისას და კვეთის ხარისხიც კი.

რა არის მთავარი, რასაც შეძენისას ყურადღება უნდა მიაქციოთ

  • - ჩამოყალიბდეთ, რომელი ტიპის ხელსაწყო გჭირდებათ - ხელის ინსტრუმენტი განსაკუთრებით მოსახერხებელია დიდი ზომის მასალაზე მუშაობისას, მცირე ზომის დეტალების მისაღებად კი უფრო მაგიდის ლობზიკი გამოდგება.
  • - ყურადღება მიაქციეთ პარამეტრებსა და სიმძლავრეს - დიდწილად სწორედ ამაზეა დამოკიდებული ხერხის წარმადობა და სამუშაოს ხარისხი.
  • - შეარჩიოთ კვების ტიპი - ქსელური ლობზიკი 220 ვოლტით იკვებება, აკუმულატორის - ელემენტებისგან. ეს უკანასკნელი ბევრად მობილურია, გამოყენება კი კომფორტულია სიმაღლეზე და ქუჩაში მუშაობისას, თუმცა აკუმულატორი მუდმივ დატენას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დენის გარეშე მაინც არაფერი გამოვა.
  • - არ დაგავიწყდეთ სიმძლავრე - რაც მეტია სიმძლავრე, მით უფრო შედეგიანი იქნება ინსტრუმენტი და მით უფრო მყარ მასალას მოერევა.
  • - ყურადღება მიაქციოთ დამატებით ფუნქციებსა და აქსესუარებს - რათა კიდევ უფრო კომფორტულად და ხარისხიანად იმუშაოთ.

TOLSEN TOL2399-79552 ელექტრო ბეწვა ხერხი 600W

Tolsen bewva xerxi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799733
  • წონა (კგ) - 2.28
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - საცვლელი პირი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 800-3000min
  • ფუნქციები - ჰაერის შეფრქვევა; მტვრის შეგროვება
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 60mm; მეტალი: 6mm
  • მუშაობის პარამეტრები - -45 ° to 45 °

Schpindel SPK-06800 ელ. ბეწვა ხერხი 800W სიჩქარის რეგულირებით

Schpindel bewva xerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1152519204543
  • წონა (კგ) - 2.76
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ხის საჭრელი პირი + ექვსკუთხა ქანჩი + მტვრის შესაგროვებელი მილი + პარალელური მიმმართველი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ფუნქციები - ლაზერი; ხერხის პირის სწრაფი გამოცვლის შესაძლებლობა; ორბიტალური მოძრაობა, 4 დონით რეგულირებადი; ჩამრთველის ფიქსაციის ფუნქცია
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 100mm; მეტალი: 10mm
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; 5 დონიანი ცვლადი სიჩქარით

CROWN CT25003HX ელექტრო ხერხი ლობზიკი 20 V Max

Crown bewva xerxi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბეწვა ხერხი
  • სიმძლავრე - 20V
  • ელემენტი - 4Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs
  • ზომა - 26mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177424778
  • წონა (კგ) - 2.8
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 700-3000min
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 45°
  • მუშაობის სიღრმე - ხე: 85mm ფერადი ლითონი: 20mm მეტალი: 10mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება