10 საოჯახო საქმე, რომელსაც ელექტრო სახრახნისი 5 წუთში მოგიგვარებთ

დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სახლის მოწესრიგებას ეხება. რატომ უნდა დაკარგოთ თუნდაც ნახევარი საათი იმაზე, რისი გაკეთებაც 5 წუთშიც შეიძლება?

ელექტრო სახრახნისი სწორედ ის ინსტრუმენტი გახლავთ, რომელიც თქვენს ენერგიასა და დროს დაზოგავს. სხვათა შორის, თუ გგონიათ, რომ ის მხოლოდ რემონტის დროს გჭირდებათ, ძალიანაც შემცდარხართ.

ქვემოთ 10 საოჯახო საქმის შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც ელექტრო სახრახნისი მომენტალურად, მარტივად და ყოველგვარი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე მოგიგვარებთ, მაგრამ ალბათ, თავადაც მოგეხსენებათ, რომ ამ ინსტრუმენტს გაცილებით მეტი შეუძლია.

  • 1. ახალი ავეჯის აწყობა თვალის დახამხამებაში

ახალი კარადა, მაგიდა თუ საწოლი - ყუთიდან ამოლაგებულ დეტალებს ყოველთვის მილიონი ხრახნი მოჰყვება. ხელის სახრახნისით ამ საქმეს შეიძლება მთელი საღამო მოანდომოთ და ხელებიც გადაიტყავოთ. შურუპავიორტი კი ავეჯის აწყობას სულ რამდენიმე წუთში შეგაძლებინებთ.

  • 2. კარადის მოშვებული სახელურების გამაგრება

სახლში აუცილებლად მოიძებნება ერთი კარადის კარი ან უჯრა, რომლის სახელურიც მუდმივად ყანყალებს. ნაცვლად იმისა, რომ ყოველ კვირას ხელით უტრიალოთ, აიღეთ ელექტრო სახრახნისი და პრობლემა 3 წამში დაივიწყეთ.

  • 3. ფარდების კარნიზებისა და თაროების დაკიდება

კედელზე ახალი თაროს, სურათის ჩარჩოს ან კარნიზის დასამაგრებლად ხრახნის ბოლომდე შეყვანა საკმაო ფიზიკურ ძალას მოითხოვს. შურუპავიორტი ამ საქმეს ერთ დაჭერაში აკეთებს - მთავარია, სწორი საცმი შეარჩიოთ.

  • 4. სამზარეულოს კარადების ანჯამების გასწორება

დროთა განმავლობაში სამზარეულოს კარადის კარები იღრიცება ან კარგად აღარ იხურება. მათი გასწორება მარტივი რეგულირებითაა შესაძლებელი - ელექტრო სახრახნისით წამებში მოუჭერთ ან მოუშვებთ საჭირო ჭანჭიკებს იდეალური ბალანსის მისაღწევად.

  • 5. ბავშვის სათამაშოებში ელემენტების შეცვლა

ბავშვის თითქმის ყველა თანამედროვე სათამაშოს ელემენტების განყოფილება უსაფრთხოების მიზნით პატარა ხრახნითაა ჩაკეტილი. როცა ელემენტები ხშირად ჯდება, ხელის სახრახნისით მათი გახსნა და დაკეტვა ნამდვილი ტანჯვაა. ელექტრო ინსტრუმენტით კი ამ ამბავს წამებში გაუმკლავდებით.

  • 6. როზეტებისა და ჩამრთველების გამოცვლა

ინტერიერის განახლებისას ან დაზიანების გამო როზეტების შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია. უსაფრთხოების წესების დაცვით (დენის გამორთვის შემდეგ), ელექტრო სახრახნისი დაგეხმარებათ ძველი ბუდის სწრაფად მოხსნასა და ახლის მყარად დაფიქსირებაში.

  • 7. ტექნიკისა და გაჯეტების პატარა რემონტი

თუ კომპიუტერის ქეისის გახსნა, ტელევიზორის კედლის საკიდზე დამაგრება ან თუნდაც კედლის საათის ჩამოხსნა გჭირდებათ, ელექტრო სახრახნისი საქმეს მინიმუმ სამჯერ აჩქარებს.

  • 8. ფეხსაცმლის თაროს ან საკიდის მოდიფიკაცია

შემოსასვლელში ფეხსაცმლის საკიდი მოირყა ან ახალი კაუჭის დამატება გსურთ? ხეზე მუშაობა ელექტრო ხელსაწყოთი სასიამოვნო პროცესია, რადგან ხრახნი მასალაში ძალისხმევის გარეშე, თან ძალიან სწორად შედის.

  • 9. ძველი ავეჯის დაშლა გადასაყრელად ან გადასატანად

ბინის გამოცვლისას ან რემონტის დროს ავეჯის დაშლა უფრო შრომატევადია, ვიდრე აწყობა. ელექტრო სახრახნისს აქვს რევერსის (უკუღმა ტრიალის) ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ხრახნებს ადგილიდან წამებში ამოაძრობს.

  • 10. ბონუსი: ღრმა წმენდა (სპეციალური საცმით)

ბევრმა არ იცის, რომ ელექტრო სახრახნისზე შესაძლებელია სპეციალური მრგვალი ჯაგრისების დამაგრება. ამ ხერხით შეგიძლიათ, იდეალურად და ძალისხმევის გარეშე გაწმინდოთ ნაკერები ფილებს შორის, აბაზანა ან თუნდაც მანქანის დისკები.

B&D CS3653LC-XK - ელ. სახრახნისი 3.6V

Black&Decker eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2.5hrs
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048477540
  • წონა (კგ) - 1.24
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-190min
  • ბრუნვის მომენტი - 6Nm
  • ვაზნის დიამეტრი - HEX 1/4''
  • ფუნქციები - რვერსი
  • დამატებითი კომპლექტაცია - 1 ელემენტი + დამტენი

TOLSEN TOL2204-79037 ხრახნმჭერი ელემენტზე 12V

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V
  • ელემენტი - 1.5Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789659
  • წონა (კგ) - 1.34
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2400min
  • ბრუნვის მომენტი - 100Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4"

Schpindel SPP-35260B 20V სახრახნისი ელემენტზე 60N.m 2x2Ah BL

Schpindel eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 20V
  • ელემენტი - 2x2Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1621129198158
  • წონა (კგ) - 4.5
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-450 / 0-1900min
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 60Nm
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2x ელემენტი + დამტენი + 6x25mm სახრახნისის თავაკი + 6x საბურღი თავაკი + თავაკების დამჭერი
  • დამატებითი ინფორმაცია - ბრუნვის მომენტის რეგულირების საფეხურები: 23+1

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება