| 3 გენერატორი, რომელთა შეძენას არასდროს ინანებ |
| 3 გენერატორი, რომელთა შეძენას არასდროს ინანებ |
გენერატორი კვლავ იმ ნივთების სიაში რჩება, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეთ. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ რაიმე სახის საწარმო ან სპეციალური დაწესებულება გაქვთ. მაინც რატომაა ასეთი საჭირო ხელსაწყო და კონკრეტულად რა დროის შეიძლება გამოგადგეთ? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ბლოგში იპოვით.
დავიწყოთ იმით, რომ ინსტრუმენტი ენერგიის წყაროა და რთულ სიტუაციებში გამოსავალს სწრაფად გაპოვნინებთ. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ელექტრო ენერგია გჭირდებათ, მაგრამ უეცრად მის გარეშე რჩებით. ნამდვილად ძალიან უსიამოვნო მომენტია. სწორედ ამიტომ არსებობს გენერატორები. თუ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებით და ხელსაწყო თან გექნებათ, უსიამოვნო მომენტიც ავტომატურად გაქრება. ასეთ დროს ჩვეულებრივად შეძლებთ დამუხტოთ მობილური, ჩართოთ ტელევიზორი და ა.შ. მაშინაც კი, როცა ელექტრო ენერგია არ გექნებათ.
ინსტრუმენტი ბევრ სივრცეშია საჭირო. პირველ რიგში გეტყვით, რომ ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ ისეთ ადგილებში, სადაც ელექტრო ენერგია ხშირად არ არის. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში, განსაკუთრებით კი ზამთარში, ეს პრობლემა ხშირია. გენერატორები ზუსტად ასეთი მომენტებისთვისაა შექმნილი, რათა დისკომფორტი არ შეგექმნათ. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. არსებობს ისეთი დაწესებულებებიც, სადაც ხელსაწყოს ქონა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, სამედიცინო ცენტრები გენერატორის გარეშე რთული წარმოსადგენია. ინსტრუმენტი დაგჭირდებათ სხვადასხვა ტიპის საამქროებსა და საწარმოებში. მოკლედ, ყველა მსგავს სივრცეში გენერატორი აუცილებლად უნდა გქონდეთ.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბევრი დადებითი თვისებითაა სავსე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ხარისხია. თითოეული ინსტრუმენტი მაღალი სამუშაო რესურსებით გამოირჩევა, რაც მათ სანდოობას უსვამს ხაზს. ხელსაწყოებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ძალიან კომფორტულია, არა?! წარმოიდგინეთ, არ გიწევთ მაღაზიაში წასვლა, საცობსა და რიგში დგომა. ყველა ამ უსიამოვნო პროცედურას თავიდან ირიდებთ და ნივთებს კომფორტულად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
Chpindel-ი ტრადიციულად, მაღალი ხარისხის გენერატორს გვთავაზობს. ხელსაწყო გამართულად მუშაობს და დაკისრებულ მოვალეობას თავს იდეალურად ართმევს. ინსტრუმენტს მექანიკური სტარტერი აქვს და ძალიან კომფორტულია. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ფურცელი პრობლემას მარტივად მოაგვარებს.

უპირატესობები:
თუ პირველზე მეტად მძლავრი ხელსაწყო გსურთ, მაშინ Tolsen-ის ეს კონკრეტული გენერატორი შეიძინეთ. ინსტრუმენტს კარგი სიმძლავრე აქვს და ტევადი ავზითაც გამოირჩევა. ამასთანავე, ავტომატურ-მექანიკური სტარტერითაა აღჭურვილი.

უპირატესობები:
მაღალი სიმძლავრის გენერატორს ეძებთ? მაშინ Leo-ს ხელსაწყო საუკეთესო არჩევანია. ინსტრუმენტს დამატებითი კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ სახელური და ბორბლები. გენერატორი ავტომატური სტარტერითაა აღჭურვილი, რაც კიდევ უფრო მარტივად გამოსაყენებელს ხდის. ასევე, ტევადი ავზითაც გამოირჩევა.

უპირატესობები: