4 ტიპის წყლის ტუმბო თქვენი სახლისთვის

თუ თქვენი სახლის წყლის სისტემა ახლომდებარე ჭაზე არის დამოკიდებული, ხარისხიანი წყლის ტუმბო დაგჭირდებათ. ბაზარი უამრავი ბრენდის, სახეობისა და სხვა მახასიათებლებით განსხვავებული წყლის ნასოსით არის გაჯერებული, რაც საბოლოო არჩევანის გაკეთებას ართულებს. თუმცა, ძირითადი დეტალების და ასპექტების ცოდნა დაგეხმარებათ ინფორმაციული არჩევანის გაკეთებაში და ისეთი წყლის ტუმბოს შეძენაში, რომელიც თქვენ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ამისთვის კი საჭიროა ერკვეოდეთ წყლის ტუმბოს ტიპში, მწარმოებელ ბრენდში, სიმძლავრეებში, წარმადობაში და წყლის მოწოდების მაქსიმალურ სიმაღლეში.

ზედაპირის წყლის ტუმბო

ჩასაძირი წყლის ტუმბო

არტეზიული ჭის წყლის ნასოსი

წყლის ტუმბოები ბენზინზე

რა ტიპის წყლის ტუმბო არსებობს?

შემდეგი ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს: ჩასაძირი, ზედაპირის, არტეზიული ჭის წყლის ტუმბო და ბენზინზე. მათი ერთმანეთისგან განსხვავება, რა თქმა უნდა, მარტივიც არის და არც წარმოადგენს მთავარ ამოცანას. მთავარია თქვენი საჭიროება რას მოიცავს. მაგალითად, თუ სტაბილური და ძლიერი წყლის ჭავლი თქვენი უპირველესი საჭიროებაა, ამასთან, ჭა სახლთან ახლოს გაქვთ, მაშინ ჩასაძირი წყლის ნასოსი საუკეთესო არჩევანია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ზედაპირის წყლის ტუმბოზე, იმ განსხვავებით, რომ ზედაპირის წყლის ტუმბო ნაკლებად არის დაცული გარე ზემოქმედებისგან, შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები აქვს ხოლმე. თუ წყლის მიწოდება პერიოდულად გჭირდებათ და რამდენიმე ადგილას (ანუ წყლის ნასოსის გადაადგილებაა მოგიწევთ) მაშინ პორტატული, ბენზინზე მომუშავე წყლის ტუმბო უნდა გახდეს თქვენი არჩევანი.

  • ჩასაძირი წყლის ტუმბო

ეს მოწყობილობა ენერგოეფექტურია და ერგონომიულია. ის წყალს უწყვეტად მოგაწვდით, თუ ანოტაციაზე მითითებული მახასიათებლები თქვენს მოთხოვნას შეესაბამება. ჩასაძირი წყლის ნასოსი გამოირჩევა სიცოცხლისუნარიანობით - მისი კორპუსი დაფარულია წყლით, რაც ამცირებს გარე ზემოქმედების რისკს. ასევე, ის რომ კორპუსით წყალში არის მოთავსებული, ზრდის მის ეფექტურობას. ასეთი წყლის ტუმბოები ყველაზე ხშირად გამოიყენება საყოფაცხოვრებო სივრცის მოსაწყობად.

  • ზედაპირის წყლის ტუმბო

ზედაპირის წყლის ტუმბოები საკმაოდ პრაქტიკულია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხმაურიანია. თუ სარდაფი გაქვთ, სადაც ზედაპირის წყლის ტუმბოს დამონტაჟებას შეძლებთ და ხმაურიც არ შეგაწუხებთ, მაშინ მისი შეძენა გონივრული გადაწყვეტილებაა. ასევე, მისი დამონტაჟება შეგიძლიათ სახლთან ახლოს, თუ დაზიანებას გამორიცხავთ. მსგავს შემთხვევაში კი შეგიძლიათ სპეცილური კონსტრუქციით დაიცვათ და ჩაკეტოთ. ზედაპირის წყლის ტუმბო საკმაოდ პრაქტიკულია იმდენად, რამდენადაც მარტივად შეგიძლიათ მისი შემოწმება დღის ნებისმიერ დროს.

  • არტეზიული ჭის წყლის ნასოსი

როგორც წესი, არტეზიული ჭა წყლის დიდი ნაკადისთვის გვჭირდება, ამიტომაც ამ შემთხვევაში მძლავრი, არტეზიული წყლის ნასოსი გამოგადგებათ. არტეზიული ჭისთვის განკუთვნილი წყლის ტუმბოები მაღალი წარმადობით გამოირჩევა. ასევე, ისინი უფრო დიდია, რის გამოც ნაკლებად გამოიყენება საყოფაცხოვრებო მოხმარებისას. მსგავსი წყლის ტუმბოები არც ისე ხშირად გვხვდება ბაზარზე, ამასთან შეძენის შემთხვევაში მისი გადატანა პრობლემურია, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის ჩვენი უფასო მიწოდების სერვისის პრაქტიკულობას.

  • წყლის ტუმბო საწვავზე

თუ პორტატული წყლის ტუმბო გინდათ, რომლის გადატანასაც ერთი ადგილიდან მეორეში შეძლებთ მაშინ წყლის ტუმბო საწვავზე საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა წყლის მიწოდება პერიოდულად გჭირდებათ. ეს წყლის ნასოსი საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა სამეურნეო ტერიტორიების მორწყვისას. ასევე, თუ თქვენ ისეთი კომპანიის წარმომადგენელი ხართ, რომლის საქმიანობაშიც პორტატული წყლის ტუმბო სამუშაოს ძალიან ამარტივებს.

Schpindel

ჩვენი ონლაინ მაღაზია Holst.ge გთავაზობთ სხვადასხვა ბრენდის წყლის ტუმბოებს. მათ შორის არის Schpindel-ის ბრენდის წყლის ტუმბოები, რომელიც ხარისხით, სიმძლავრით და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. ეს ბრენდი უკვე მრავალი წელია რაც ინდუსტრიული და საყოფაცხოვრებო ინსტრუმენტების ბაზარზე საკუთარ პროდუქციას აწარმოებს. უკვე უამრავი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. მისი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ინდუსტრიული ხელსაწყოს შეძენის, რომელთაგან უმეტესობაც პროფესიონალი არ არის. ხოლო საყოფაცხოვრებო მოწყობილობებს მაქსიმალური შესაძლო ხარისხით აწარმოებს, რაც მას ხელმისაწვდომს დატოვებს საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანებისთვის.

წყლის ტუმბოს სიმძლავრე

ეს მახასიათებელი საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ძირითადად ხაზს უსვამს ენერგოეფექტურობასა და ეკონომიურობაზე. არავის გვინდა, რომ სახლში წყლის მოწოდების სანაცვლოდ კომუნალური გადასახადები ძალიან გაიზარდოს. ამიტომაც, ყურადღება მიაქციეთ წყლის ტუმბოს სიმძლავრეს. რაც უფრო დაბალია მისი სიმძლავრე, მით ნაკლებ ელექტრო ენერგიას მოიხმარს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ნაკლებად ეფექტურია წყლის მიწოდებისას. საჭიროა დაიცვათ ბალანსი წარმადობასა და სიმძლავრის მახასიათებელს შორის მაშინ, როცა წყლის ტუმბოს შეძენას გადაწყვეტთ.

წარმადობა: წყლის ნასოსი

წყლის ტუმბოს წარმადობა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი წყლის მიწოდება შეუძლია წყლის ტუმბოს სისტემისთვის. რაც უფრო მაღალია წარმადობა, მით მაღალია ჭავლის წნევაც. თუ რამდენიმე ონკანის ერთდროულად მოხმარება გსურთ, მაშინ მაღალი წარმადობის წყლის ტუმბო უნდა შეიძინოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. რეკომენდირებულია წყლის წნევის მარეგულირებლის შეძენაც.

წყლის ტუმბოს მაქსიმალური სიმაღლე და სიღრმე

ეს მაჩვენებლები არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა დანარჩენზე, რადგან ისინი მიუთითებენ თუ რამდენად გამოსადეგი იქნება შეძენილი წყლის ტუმბო თქვენი სახლისთვის. მაგალითად, თუ წყლის ატანა მაღალ სიმაღლეზე გინდათ, შესაძლოა რომელიმე წყლის ტუმბომ ეს ვერ შეძლოს. თუმცა, უმეტესობა საყოფაცხოვრებო წყლის ტუმბოებისა მინიმუმ 20 მეტრ სიმაღლეზე ახდენენ წყლის მიწოდებას, რაც სრულიად საკმარისი უნდა აღმოჩნდეს.

წყლის ტუმბოები Holst.ge-ზე

აქ შეგხვდებათ უამრავი ბრენდის, დანიშნულების, სიმძლავრისა და სხვა მახასიათებლებით განსხვავებული წყლის ტუმბოები, რომლებიც ხარისხით გამოირჩევიან და მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ. ჩვენს საიტზე შესაძლებლობა გაქვთ სრულ გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ, რაც ინფორმაციული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას იძლევა.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h         
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

ეს ზედაპირის წყლის ტუმბო ერთ-ერთია იმ უამრავი მოდელიდან, რომლებიც ჩვენს საიტზე არის წარმოდგენილი, თუმცა მათ შორის ყველაზე გაყიდვადი. ამ წყლის ტუმბოს შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, შედეგად კი მიიღებთ უწყვეტი წყლის ნაკადს 24 საათის განმავლობაში. ეს წყლის ტუმბო მართლაც ძალიან კარგი შენაძენი იქნება, თუ ამ წყლის ტუმბოს წარმადობა აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Schpindel წყლის ტუმბო QDX1.5-12-0.25TK

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.25kw/0.37HP
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 8.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h
  • სიმაღლე (Max) - 12.7
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

ეს ჩასაძირი წყლის ტუმბო ძალიან მაღალი ხარისხისაა და გააჩნია მაღალი წარმადობა, რაც რამდენიმე ონკანის ერთდროულად მოხმარების საშუალებას მოგცემთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩასაძირი წყლის ნასოსი უფრო გამძლე და ეფექტურია, რადგან გარე დაზიანებებისგან წყლით არის დაცული და წყალში ახლო კონტაქტით მხოლოდ წყლის გამოდევნის ფუნქცია სჭირდება. ასე რომ, თუ ზედაპირის და ჩასაძირი წყლის ტუმბოს შორის არჩევანს აკეთებთ, უპირატესობა ჩასაძირს მიანიჭეთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • წარმადობა
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

Schpindel წყლის ტუმბო 90/2-43/10-0.55TK

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - არტეზიული ჭის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.55kw/0.75HP
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 12.87
  • კვების წყარო - 380V
  • წარმადობა (Max) - 4.0m3/h
  • სიმაღლე (Max) - 54

თუ არტეზიული ჭისთვის გსურთ წყლის ტუმბოს შეძენა, ეს მოდელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური და პრაქტიკულია. აქვს მაღალი წარმადობა და მიწოდების დიდი მაქსიმალური სიმაღლე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • წარმადობა

Schpindel - წყლის ტუმბო ბენზინზე 196cc 2" (50mm)

Schpindel wylis tumbo benzinze

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე       
  • სიმძლავრე - 196cc 
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 25       
  • კვების წყარო - ბენზინი         
  • ავზის მოცულობა - 3.6 l     
  • წარმადობა (Max) - 30.0m3/h         
  • სიმაღლე (Max) - 28       
  • შემსვლელი - 50mm(2'')       
  • გამომსვლელი - 50mm(2'')       
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m       
  • ზეთი - 10-40W/5-40W

წყლის ტუმბო საწვავზე საშუალებას მოგცემთ წყლის ტუმბო გქონდეთ ყველგან, სადაც ის დაგჭირდებათ. ეს მოდელი მაღალი წარმადობით და სიმძლავრით გამოირჩევა, რითაც დიდი ტერიტორიის მორწყვასაც კი ძალიან მალე შეძლებთ.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • პორტატული
  • სიმძლავრე
  • წარმადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება