Dewalt-ის მძლავრი რეისმუსი, რომელიც უნდა შეიძინო

ხისა და ბეტონის დამუშავება რთულ საქმეებს განეკუთვნება. ბევრი შრომაა საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგი დაიდოს. ამასთანავე, აუცილებლად დაგჭირდებათ ისეთი მძლავრი და მარჯვე ხელსაწყო, რომელიც ამ საქმეში ბოლომდე თქვენს გვერდით იქნება და გულითადად დაგეხმარებათ. მაინც რომელია ასეთი ინსტრუმენტი? ამ და სხვა დეტალებს ბლოგში გაიგებთ.

რა არის რეისმუსი და რაში დაგეხმარებათ ხელსაწყო?

რეისმუსი ხისა და ბეტონის დასამუშავებელი ინსტრუმენტია და თუ ამ ყველაფერთან შეხება გაქვთ, ის აუცილებლად დაგჭირდებათ. ხელსაწყო ზუსტად ისეთივე მარჯვეა, როგორი სიყოჩაღეც ამ საქმეს სჭირდება. რეისმუსი ძირფესვიანად ამუშავებს ორივე სახის მასალას და რაც მთავარია, საქმეს საკმაოდ მოკლე დროში ასრულებს. თუ დიდ პროექტებზე მუშაობთ, წყალი არ გაუვა იმას, რომ ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. ხელსაწყო სამუშაო პროცესს უფრო მეტად შეგაყვარებთ, რადგან ძალიან კარგად იმუშავებთ მასთან ერთად, სრულიად კომფორტულად შეასრულებთ რთულ საქმესაც კი. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალებისთის არ არის განკუთვნილი. ინსტრუმენტი დასჭირდება დამწყებსაც. თუ კი ოდნავი შეხება მაინც გაქვთ ხის და ბეტონის დამუშავებასთან, მაშინ რეისმუსი თან უნდა გქონდეთ.

რას გთავაზობთ ჰოლსტი?

თუ გსურთ, რომ ხარისხი და კომფორტი ერთდროულად მიიღოთ, მაშინ ჰოლსტი შესაფერისი ადგილია. ჩვენთან თითოეული ბრენდი მრავალჯერაა გადამოწმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საიტზე მხოლოდ საუკეთესოები მოხვდა. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ სასურველი ხელსაწყოს შერჩევა. თუმცა, ყველაფერი ეს არ არის. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს დაზოგავთ ამ მეთოდით?! ლოდინის პარალელურად შეგიძლიათ სხვა საქმე შეასრულოთ და ყველაფერი გაიმარტივოთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ნივთები კი თქვენამდე საკმაოდ სწრაფად მოვა.

კიდევ რა უპირატესობა აქვს ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს?

რა უნდა ქნათ, მაშინ თუ ინსტრუმენტი სასწრაფოდ გჭირდებათ, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ? ასეთ ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში პრობლემის გადასაჭრელად, საუკეთესო გზა განვადებაა. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის აუცილებელია კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად დაფარავთ.

რომელი ბრენდი დაგხვდებათ საიტზე?

Dewalt ის ბრენდია, რომელიც ყველას უყვარს, ვინც მასთან ერთხელ მაინც გადაკვეთილა. მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები მისი ძლიერი მხარეა და სწორედ ამის გამო იწვევს მუდამ კმაყოფილებას. Dewalt-ის ნებისმიერი ხელსაწყო საუკეთესო მასალისგან მზადდება და ამავდროულად, ფუნქციურადაც სრულად გამართულია. მოკლედ, ყოველმხრივ იდეალური არჩევანია.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

დროა რეისმუსი დეტალურად განვიხილოთ. ეს კონკრეტული ხელსაწყო საკმაოდ მძლავრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის შეუსრულებელი საქმე არ არსებობს. ყველაფერს სრულყოფილად აკეთებს, რადგან სიმძლავრე ხელს უწყობს. გარდა ამისა, სხვა მონაცემებიც არაჩვეულებრივია. ხელსაწყო საკმაოდ ღრმად ამუშავებს ორივე სახის მასალას და ამ კუთხითაც გამორჩეულია. ყველაფერში კი ეხმარება მაღალი ბრუნვის სიჩქარეც. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი. კონკრეტული ხელსაწყოები კიდევ უფრო გაგიმარტივებთ სამუშაო პროცესს. რეისმუსს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. მუშაობისას ზოგჯერ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ეს უკანასკნელი მხოლოდ უშუალოდ საქმიანობისას ვლინდება. საგარანტიო ტალონი კი ასეთი სიტუაციებისთვისაა შექმნილი. ამ დროს ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და პრობლემა მარტივად გადაიჭრება.

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი       
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112       
  • წონა (კგ) - 33.6         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min   
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • დამატებითი ნივთები
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება