რა უნდა ვიცოდეთ და როგორ შევარჩიოთ სასურველი ბარგალკა/კუთხლივ სახეხი?

ნებისმიერი ხელსაწყოს შერჩევისას აუცილებელია გაითვალისწინოთ შესაბამისი ფუნქციები, ალბათ გსმენიათ, რამდენად მოსახერხებელი და საჭირო ნივთია ბარგალკა / კუთხლივ სახეხი, თუნდაც ეს იყოს სახლის პირობებეში შესასრულებელი სამუშაოები. 

არსებობს უამრავი ელექტრო მოწყობილობა, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა ფუნქციები და გამოყენების პირობები . პირველ რიგში, მთავარია იცოდეთ რა სამუშაოების შესასრულებლად დაგჭირდებათ ბარგალკა, ამ სტატიაში განხილულია ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი და ტიპი, რომლებიც გადაწყევტილების მიღების პროცესში დაგეხმრებათ.

რატომ უნდა შეიძინოთ კუთხლივ სახეხი / ბარგალკა?

ბარგალკა გამოიყენება სხვადასხვა სამუშაო პროცესში, მას შეხვდებით სამშენებლო ობიექტებზე, ავტოფარეხებში, ლითონის დამამუშავებელ მაღაზებში, ასევე ნებისმიერ ადგილას, ვისაც სურს მყარი და ლითონის მასალის გაჭრა, ამოღება ან თუნდაც გასწორება, ეს გახლავთ ხელსაწყო რომელიც დაგეხმარებათ სახელოსნო და სახლის საქმეებში.

ბარგალკის ძირითადი დანიშნულებაა:

  • მყარი ლითონების გაჭრა 
  • პირების გასწორება 
  • სხვადასხვა ფილების გაჭრა 
  • ზედაპირების მოპრიალება ( თუნდაც ლითონიდან ჟანგის მოშორება) 

ბარგალკა არის ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი ელექტრო ხელსაწყო, რომელიც მუშაობს თავზე დამაგრებული რგოლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გაჭრათ, გახერხოთ, და გააპრიალოთ სხვადასხვა მასალების სქელი მასა. ბარგალკით შესაძლებელია ჭანჭიკებისა და ლითონის ნაწილების დანაწევრება , ქვისა და კერამიკული ფილების ჩასწორება , საღებავებისა და ჟანგის მოცილება. კუთხლივ სახეხი შესაძლოა მუშაობდეს დენის წყაროზე პირდაპირი მიერთებით. აგრეთვე არსებობს ჰაერის წნევაზე მომუშავე ბარგალკებიც , ასევე შედარებით დაბალი სიმძლავრის ბატარეაზე მომუშავე კუთხის სახეხიც .

რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენისას?

ელექტრო კუთხლივი სახეხის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები:

  • ძრავის კვების წყარო 
  • სიმძლავრე 
  • ბრუნვის მომენტი
  • დიამტერი 

აღსანიშნავია რომ დისკებს შორისაც არის განსხვავება, მაგალითად ( არსებობს ალმასის პირიანი საჭრელი დისკი , მეტალის საჭრელი აბრაზიული ქვა , ცირკონის ზედაპირებიანი დისკები , საპრიალებელი დისკები და ა.შ. ) 

ბარგალკების ტიპები

არსებობოს პროფესიონალური , ნახევრად პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო ბარგალკები , არჩევანის გაკეთება საჭიროებებიდან გამომდინარე შეგიძლიათ. 

დისკი - არსებობს სხვადასხვა ზომები, თუმცა ყველაზე ხშირად გამოყენებადი და გავრცელებული ზომებია 115 მმ (4 ½ ) და 230 მმ (9) .თქვენთვის შესაბამისი საჭირო დისკის შერჩევის დროს დარწმუნდით რომ დისკებს, რომელსაც იძენთ თქვენთვის სასურველი ზომისაა .

სიმძლავრე - რაც უფრო მეტია ელექტროენერგიის სიმძლავრე მით მეტი ძალა ექნება მას გამოყენების პროცესში , რაც უფრო დიდია დისკი და რთულად დასამუშავებელ მეტალზე უწევს მუშაობა უფრო მეტი სიმძლავრეა საჭირო .

დამხმარე სახელური - ხშირად მას გვერდით სახელურსაც უწოდებენ , მის მოსახერხებლობა აუცილებელია სამუშაოს შესრულების პროცესში , შესაძლებელია მარჯვენა ან მარცხენა მხარეს გადაანაცვლოთ სახელური საჭიროებისამებრ , თუმცა არსებობს ისეთი კუთხლივ სახეხი , რომელსაც აქვს 3 სახელურის პოზიცია მეტი მანევრირებისათვის . .

როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები ?

როცა საუბარია კუთხლივ სახეხზე / ბარგალკაზე მნიშვნელოვანია გაეცნოთ რამდენიმე სახის რჩევას, რაც უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტი იქნება და მინიმუმამდე დაიყვანს დაზიანების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია რომ  შეამოწმოთ  დისკის დამაგრების სიმყარე, ასევე ჯობს ხშირად შეამოწმოთ გაბზარული ხომ არ არის დისკი, ასეთ შემთხვევაში გადაუდებლად უნდა გამოცვალოთ საჭრელი პირი და მხოლოდ ამის შემდეგ განაგრძოთ გამოყენება.

ყურადღებით იყავით რომელი მასალის დასამუშავებლად რომელი სახის დისკს იყენებთ, რადგან კერამიკის დისკი არ გამოდგება ლითონის საჭრელი დისკითვის. სანამ გადაწყვეტთ ბარგალკის გამოყენებას დარწმუნდით რომ ის გამორთულ მდგოამრეობაშია, მხოლოდ ამის შემდგომ დაუკავშირეთ იგი დენის წყაროს. 

შეძენის შემდეგ აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას, ფუნქციებისა და მუშაობის შესახებ, დენის დანადგარების გამოყენების დროს სიფრთხილე უპირველესია, სწორედ ამიტომ გაეცანით და დარწმუნდით რეჟიმებსა და სხვადასხვა მახასიათებლებში. კარგი იქნება თუ შესაბამის ტანისამოსს ატარებთ, ასევე უსაფრთხოების სათვალის გამოყენებაც მოგიწევთ, რადგან ნაპერწკლებთან ერთად მასალის პატარა ნაწილაკების ასხლეტაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულების დროს, რამაც შესაძლოა თვალის ან თქვენი კანის ზედაპირის დაზიანება გამოიწვიოს. 

როდესაც ბარგალკას სახლის სხვადასხვა სამუშაოებისათვის იყენებთ, მუშაობის პროცესში ახლოს არ უნდა იყოს სხვა ადამიანი სპეციალური სამოსისა და სათვალის გარეშე.

როგორი სიმძლავრის კუთხლივ სახეხი გამოგადგებათ ?

ხშირად, ელექტრო ხელსაწყოები წარმოდგენილია მაღალი ხარისხის სამუშაოს შესრულების მახასიათებლებით, სწორედ ეს შემთხვევაა კუთხის სახეხიც, მუდმივი სიმძლავრე და ძლიერი ძრავი ნიშნავს რომ თქვენ გაუმკლავდებით ნებისმიერი სახის მდგრად მასალებს, რომელთა გაჭრასაც შეძლებთ შედარებით მარტივად ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა ხელმისაწვდომი.

თუ დიდ და საკმაოდ ხისტ ზედაპირზე გიწევთ მუშაობა უნდა შეარჩიოთ  შესაბამისი დისკი, ხოლო თუ ეს ეხება ზედაპირის გასუფთავებას თქვენ შეგიძლიათ დაბალი სიმძლავრითა და შესაბამისი დისკით სამუშაოს შესრულება. იმისათვის რომ სამუშაო გაგიადვილდეთ ეცადეთ შერჩევის დროს დააკვირდეთ რამდენად მოსახერხებელი სახელურია, არის თუ არა ის შესაბამისი გარსით დაფარული.

სწორად შერჩეული კუთხლივ სახეხი პირველი ნაბიჯია ყველაზე რთული ამოცანების გადასაჭრელად, სამუშაოსთვის საჭირო ინსტრუმენტის არჩევა რამდენიმეჯერ აადვილებს შესასრულებელ დავალებას, აქვე აღსანიშნავია რომ თავდაპირველად შეძენის შემთხვევაში კუთხლივ სახეხი აღჭურვილია რამდენიმე დისკით, დროთა განამავლობაში კი მათი შეცვლა აუცილებელი იქნება, სწორედ ამ დროს გმართებთ ყურადღება, უნდა შეარჩიოთ მოცემული ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში სახიფათოა არასათანადო თავაკის მორგება ელექტრო მოწყობილობაზე.

საბოლო მაგალითისათვის წარმოვადგინოთ რამდენიმე სახის კუთხლივ სახეხის მიმოხილვა, რომლებიც საუკეთესო ბრენდისა და ხარისხის არის, ესენია:TOLSEN-სა და CROWN-ის ბრენდის კუთხლივ სახეხი/ბარგალკა.

TOLSEN -ის კუთხლივ სახეხი / ბარგალკა - TOLSEN TOL1526-79520

tolsen kutxliv saxexi (bargalka)

  • სიმძლავრე 850 W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 115 mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა ( კგ ) 4
  • კვების წყარო 220 - 240V
  • კომპლექტაცია დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0 – 12000 min

ეს კონკრეტული ბარგალკა საყოფაცხოვრებო ტიპისაა, ის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმეების შესასრულებლად დიდ დახმარებას გაგიწევსთ, ამ ბალგარკის უპირატესობა ის არის რომ ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელია, ის სამუშაოს კარგად შეასრულებს ძნელად მისადგომ ადგილებშიც.

მეორე კუთხლივ სახეხი / ბარგალკა ეს არის - CROWN CT13502

crown kutxliv saxexi (bargalka)

ქვემოთ მოცემული კუთხლივ სახეხი საკმაოდ მძლავრი და პრაქტიკულია, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერი სამუშაოსათვის გამოიყენოთ, თავის ბევრ საუკეთესო ფუნქციურ მახასიათებლებთან ერთად შეგვიძლია აღვნიშნოთ მისი სიმსუბუქე (2.05 კგ), რომელიც სამუშაოს უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის.

  • სიმძლავრე 1010 W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125 mm
  • გარანტია 1 წელი
  • წონა ( კგ ) 2.05
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაციადამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე0-11000min
  • ფუნქციები Soft Start, Restart Protection

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ თვენთვის საჭირო და მაღალი ხარისხის ბარგალკა, რომელიც შეგიმსუბუქებთ სახლის საქმეებს , ან თუნდაც გამოგადგებათ სახელოსნოში მუშაობის დროს , მისი დანიშნულება მეტად ხელსაყრელია, როგორც საშინაო ასევე სამშენებლო საჭიროებების შემთხვევაშიც .

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება