ბარგალკა და მისი ტიპები - რომელია საუკეთესო თქვენი საჭიროებისთვის?

ადამიანებს ხშირად გვჩვევია, მარტივად გამოვძვრეთ ხოლმე კონკრეტული სიტუაციებიდან და ასეთივე ამბავია ფიზიკური შრომის მიმართულებითაც - გვინდა ხოლმე, რომ ერთი ხელსაწყოთი შევასრულოთ ყველანაირი ტიპის სამუშაო, რაც რა თქმა უნდა, არასწორია. განსაკუთრებით, ბარგალკის შემთხვევაში აქვს არჩევანს დიდი მნიშვნელობა. რატომ და იმიტომ, რომ არასწორად შერჩეული კუთხსახეხი შესაძლოა, დისკის არასაკმარისი ბრუნვის სიჩქარის ან ზედმეტი სიმძლავრის მიზეზი გახდეს, რაც სასურველი შედეგებით ნამდვილად ვერ გაგვახარებს.

ქვემოთ იმაზე უნდა ვისაუბროთ, რა ტიპის ბარგალკები არსებობს, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რაც მთავარია, როგორ შეარჩიოთ ისეთი ბალგარკა, რომელიც ზუსტად თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტს მოერგება.

ბარგალკა და მისი ტიპები

კუთხსახეხი, იგივე ბარგალკა არის მრავალმხრივი და ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც სხვადასხვა მასალის: ლითონის, ბეტონის, ქვისა თუ ხის საჭრელად გამოიყენება, ასევე, სალესად და გასაპრიალებლად. კვების წყაროს მიხედვით ბარგალკა იყოფა სამ ძირითად ტიპად:

  • ქსელის (სადენიანი) ბარგალკა: იკვებება ელექტრო ქსელით. გამოირჩევა მაღალი და სტაბილური სიმძლავრით. განკუთვნილია ხანგრძლივი და რთული სამუშაოებისთვის, თუმცა მისი მოძრაობა შეზღუდულია სადენის სიგრძით.
  • აკუმულატორიანი (უსადენო) ბარგალკა: მუშაობს ლითიუმ-იონურ ელემენტებზე. უზრუნველყოფს სრულ მობილურობას და განსაკუთრებით მოსახერხებელია ისეთ ადგილებში, სადაც დენის წყაროზე წვდომა არ არსებობს. თანამედროვე მოდელებს საკმაოდ დიდი რესურსი აქვთ.
  • პნევმატიკური ბარგალკა: მუშაობს კომპრესორის მიერ მიწოდებული ჰაერის წნევით. ძირითადად გამოიყენება პროფესიულ სფეროში, მაგალითად, ავტოსახელოსნოებსა და საწარმოო ხაზებზე, რადგან არის მსუბუქი, კომპაქტური და არ გააჩნია ელექტროძრავის გადახურების რისკი.

რომელი მოდელი რისთვის გამოიყენება

ინსტრუმენტის შერჩევა პირდაპირ კავშირშია იმ სამუშაოსთან, რომლის შესრულებასაც აპირებთ. მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი დისკის დიამეტრი და სიმძლავრეა:

  • - მცირე ზომის მოდელები (დისკის დიამეტრი 115-125 მმ):

გამოიყენება სახლის პირობებისთვის, წვრილი ლითონის მილების, არმატურის ან ფილების საჭრელად. იდეალურია ზედაპირების გასაპრიალებლად და ჟანგის მოსაშორებლად.

  • - საშუალო ზომის მოდელები (დისკის დიამეტრი 150-180 მმ):

გამოიყენება ნახევრად პროფესიული და სარემონტო სამუშაოებისთვის. შეუძლია უფრო სქელი მასალების, ბლოკებისა და დიდი დიამეტრის მილების დაჭრა.

  • - დიდი ზომის მოდელები (დისკის დიამეტრი 230 მმ):

გამოიყენება მძიმე სამშენებლო სამუშაოებში. განკუთვნილია სქელი ლითონის კონსტრუქციების, ბეტონისა და ასფალტის ღრმა ჭრისთვის. მოითხოვს მეტ ფიზიკურ ძალასა და გამოცდილებას.

უსაფრთხოების წესები

ბარგალკა მომეტებული საფრთხის შემცველი ინსტრუმენტია. უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია ტრავმის თავიდან ასაცილებლად.

  • დამცავი აღჭურვილობა: ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი სათვალე ან ფარი, მჭიდრო ხელთათმანები და საჭიროების შემთხვევაში რესპირატორი (მტვრისგან თავის დასაცავად).
  • დამცავი ფარი: არასდროს გამოიყენოთ ინსტრუმენტი დამცავი ფარის გარეშე. ის ბლოკავს ნაპერწკლებსა და დისკის დაზიანების შემთხვევაში წარმოქმნილ ნამსხვრევებს.
  • დისკის სწორი შერჩევა: დისკის ბრუნვის მაქსიმალური სიჩქარე (RPM) უნდა ემთხვეოდეს ან აღემატებოდეს ბარგალკის მონაცემებს. აკრძალულია დაზიანებული დისკების გამოყენება.
  • სამუშაო პოზიცია: მყარად იდექით ფეხზე და ინსტრუმენტი ორივე ხელით დაიჭირეთ. ჭრისას მოარიდეთ სხეული დისკის ბრუნვის მიმართულებას, რათა თავიდან აიცილოთ უკუცემა.

Schpindel SPA-01850 კუთხსახეხი ხელსაწყო 125MM 850W

Schpindel bargalka

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 850W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1920512914031
  • წონა (კგ) - 2.25
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამცავი ფარი + დამხმარე სახელური + 1 წყვილი ნახშირი + ქანჩის გასაღები + ინსტრუქცია
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მოკლე და რბილი, მოცურების საწინააღმდეგო დამხმარე სახელური; ნახშირის მარტივად შეცვლის მექანიზმი; ალუმინის რედუქტორის კორპუსი

TOLSEN TOL1868-88580 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 125mm 950W 125MM

Tolsen bargalka

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 950W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798002
  • წონა (კგ) - 2.325
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-9500min

Dewalt DWE4207-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1010W

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 1010W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048464359
  • წონა (კგ) - 2.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება