საუკეთესო კუთხლივ სახეხის / ბარგალკის მწარმოებელი ბრენდები

ბარგალკის შეძენას გეგმავთ, მაგრამ არ ხართ გარკვეული ამ ხელსაწყოებში ? არ იცით როგორ აარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური კუთხლივ სახეხი?

შესაძლოა არც ის იცით, თუ რამდენად მრავალმხრივი გამოყენება აქვს კუთხ სახეხს სხვადასხვა დისკების ხარჯზე. ამ სტატიაში შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი რაც გაინტერესებთ.

დავიწყოთ სულ თავიდან. არსებობს რამდენიმე ისტორია კუთხ სახეხის წარმოშობაზე. ერთი ისტორიის მიხედვით 1954 წელს გამოიგონეს გერმანიაში. სხვა ისტორია 1973 წელს ამერიკელ ტომას ჯოზეფს აწერს მის შექმნას. ფაქტი ერთია, ვისაც არ უნდა შეექმნა ბალგარკა, დღეს ის ძალიან პოპულარული და საჭირო ხელსაწყოა.

  1. ბარგალკის დისკები და ფუნქციები?
  2. როგორ გამოვიყენოთ კუთხლივ სახეხი უსაფრთხოდ?
  3. B&D კუთხლივ სახეხი
  4. Dewalt კუთხლივ სახეხი
  5. Tolsen კუთხლივ სახეხი
  6. Crown კუთხლივ სახეხი

ბალგარკის დისკები და ფუნქციები

კუთხ სახეხი სხვადასხვა დისკის მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციებს ითავსებს. ბარგალკას შეგიძლიათ მოარგოთ შემდეგი პირები:

  • მეტალის საჭრელი ბორბალი
  • აბრეზული საფქვავი
  • ქვის დასამუშავებელი ბორბალი
  • გასაპრიალებელი
  • სინის ჩოთქი

თითოეული დისკის დასახელება მის ფუნქციაზეც და სამუშაო მასალის ტიპზე მიგითითებთ.

Holst.ge-ზე სხვადასხვა მწარმოებლის ბარგალკებს შეხვდებით, რომლებიც ხარისხით და საიმედოობით გამოირჩევიან. ზოგი მათგანი სამოყვარულოა, ზოგიც პროფესიონალებისთვის არის განკუთვნილი.

უსაფრთხოება კუთხლივ სახეხის ხმარებისას

ბევრის თქმით, სხვა ელექტრო ხელსაწყოებთან შედარებით, ბარგალკა ყველაზე სახიფათო ინსტრუმენტია. შესაძლოა, ეს მოსაზრება არ იყოს აზრს მოკლებული, რადგან ბარგალკის ხმარებას მართლაც სჭირდება სიფრთხილე და წესების დაცვა.

კუთხლივ სახეხი დამცავი ფარით

ზოგიერთ იაფფასიან ბარგალკას არ აქვს დამცავი ფარი. თუ მოყვარული ხართ ან ახლა იწყებთ ამ ინსტრუმენტთან ურთიერთობას, აუცილებლად შეარჩიეთ ბარგალკა რომელსაც ექნება დამცავი ფარი და არავითარ შმთხვევაში არ მოხსნათ. ის მაქსიმალურად ამცირებს ბარგალკის მიერ ასხლეტილი ნაწილებისგან დაზიანების შესაძლებლობას.

დამატებითი სახელური

დამატებითი სახელური ბარგალკის მყარად და საიმედოდ ხელში ჭერაში დაგეხმარებთ. ასევე უფრო კომფორტულს და ნაკლებად დამღლელს ხდის კუთხლივ სახეხის გამოყენებას. ეცადეთ შეიძინოთ ბარგალკა რომელსაც დამატებითი სახელური მოყვება.

Holst.ge - ზე სახელურის გარეშე ბარგალკის პოვნა გაგიჭირდებათ.

შეარჩიეთ ბარგალკა ისეთი ღილაკით, რომელიც თვითნებურად ჩართვას გამორიცხავს

ბარგალკების უმრავლესობას სპეციალური ღილაკი აქვს, რომელიც გამორიცხავს კუთხლივ სახეხის თვითნებურად ჩართვას. სხვა შემთხვევაში ბარგალკა ბევრად საშიში ხდება.

გამოიყენეთ ხელთათმანი და სამუშაო სათვალე

სამუშაო ხელთათმანის რეზინის გარსი საკმაოდ კარგად ეჭიდება ზედაპირს. ბარგალკის ხმარებისას გამოიყენეთ ეს ხელთათმანი, კუთხ სახეხის ვიბრაციაც ნაკლებად დაგღლით და ხელს არ გატკენთ, ამასთან დაცული იქნებით ბარგალკის ხელიდან გასრიალების ან რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევისგან. მიუხედავად დამცავი ფარისა, სპეციალისტები გვირჩევენ სამუშაო სათვალის ტარებასაც, რომ ასხლეტილი ნაწილისგან დაზიანების მიღების მინიმალური ალბათობა 0-მდე დავიყვანოთ.

იმუშავეთ ფრთხილად და დაკვირვებით

გაითვალისწინეთ ყველა ზემოთ გაცემული რეკომენდაცია და იყავით ფრთხილად ბარგალკის ხმარებისას. ეცადეთ კუთხ სახეხის ხშირმა მოხმარებამ ზედმეტად არ გაგათამამოთ მასთან.

Holst.ge - ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თავდაცვის ინსტრუმენტი, ხარისხიან ბარგალკასთან ერთად. აქ შეგხვდებათ რამდენიმე მწარმოებლის მიერ გამოშვებული კუთხლივ სახეხი.

როდესაც ამა თუ იმ კომპანიის პროდუქტს პირველად ვყიდულობთ, ამ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიება საუკეთესო ვარიანტია გადაწყვეტილების გასამარტივებლად. ბრენდების დიდი ისტორია მათ მიერ სწორად წარმოებულ პროდუქტზე მიუთითებს, სხვა შემთხვევაში კომპანია დროს ვერ გაუძლებდა.

B&D - ბრენდის ბარგალკა

ბლექ ენდ დეკერი 1910 წელს დაარსა დანკან ბლექმა (1883–1951) და ალონზო გ. დეკერმა (1884–1956) ამერიკაში. მოწყობილობების და დანადგარების პარატა მაღაზია. 1917 წელს კი პირველი საწარმო გახსნა. ამ დროიდან მოყოლებული ვითარდებოდა და ძლიერდებოდა. ამ კომპანიას რამდენიმე გამოგონება და პატენტი ეკუთვნის. დღეს, მისი სათაო ოფისი ამერიკაში, ვინკონსინის შტატშია. ის ერთ-ერთი გაყიდვადი ბრენდია ამერიკაში ელექტრო ინსტრუმენტების კუთხით. ამერიკელი ხალხი ენდობა და უყვართ კიდეც ბლექ ენდ დეკერი და მისი წარმოებული დრელები, ბარგალკები თუ სხვა ელექტრო ინსტრუმენტები.

Holst.ge-ზე ბლექ ენდ დეკერის ხელსაწყოების დიდი არჩევანია. რადგან სტატია ბარგალკებზეა, წარმოგიდგენთ ამ მწარმოებლის მიერ წარმოებულ კუთხ სახეხებს.

B&D BEG220-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 800W

black&decker kutxliv saxexi xelsawyo

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 800W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-12000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.19

ბლექ ენდ დეკერის ეს დაბალბიუჯეტიანი მოდელი უამრავ საქმიანობაში გაგიმართავთ ხელს. B&D BEG220-QS მოყვარულის დონის ხელსაწყოა, შესაბამისად სახლის შესასრულებელ სამუშაოებში გამოიყენეთ. ასევე მცირე და საშუალო პროექტებზე მუშაობისას არ შეგიქმნით არანაირ პრობლემას. მოკლე ტარიანია და წონაც პატარა აქვს, რაც მის კომპაქტურობაზე მეტყველებს. ბრუნვის სიჩქარე საკმაოდ მაღალია, რაც ხარისხიან და სწრაფად შესრულებულ საქმეს უზრუნველყოფს. 

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე
  • ხარისხი

B&D BEG110-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 115mm 750W

black&decker kutxliv saxexi xelsawyo2

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 750W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 115mm
  • კვების წყარო 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე 0-12000min
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 1.7

კიდევ უფრო კომპაქტური, მოსახერხებელი და დახვეწილი ბარგალკა ბლექ ენდ დეკერისგან. სიმძლავრეში ძალიან მცირე სხვაობაა წინა მოდელთან შედარებით. გამძლეობაზე და ხარისხიანობაზე ლაპარაკი იუხერხულიც კია, ეს ხომ ბლექ ენდ დეკერია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სიმძლავრე
  • ხარისხი

B&D KG1202K-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1200W

black&decker kutxliv saxexi xelsawyo3

  • ბრენდი BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 1200W 
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია:
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.37

თუ უფრო პროფესიონალურ მოდელს ეძებთ, ეს ბარგალკა შესაბამისია. ძალიან მძლავრია და დიდი პროექტებისთვის გამოსადეგი. გრძელ ტარიანია, რაც მის სიმძლავრის გამომუშავებას დასჭირდა, თუმცა, მჭიდროდ და საიმედოდ შეგიძლიათ ხელში დაიჭიროთ. თქვენი უსაფრთხოებისთვის მოყვება დამცავი სახელური და დამცავი. დიდ პროექტებზე მუშაობას თუ გეგმავთ ბლექ ენდ დეკერის KG1202K-QS კუთხლივ სახეხი უნდა შეიძინოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ხარისხი

DEWALT - დრელი

დევალტი 1923 წელს დაარსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში რაიმონდ დევალტის მიერ. მან სწრაფად დაიწყო ზრდა. 1960 წელს ეს კომპანია შეიძინა ბლექ ენდ დეკერმა და დღეს დევალტი მისი შვილობილი კომპანიაა. ბლექ ენდ დეკერმა დევალტი აქცია ტოპ ხარისხის მწარმოებელ კომპანიად. ნებისმიერი, ელექტრო სამუშაო იარაღების მცოდნე ადამიანმა იცის დევალტი და მისი ხარისხის შესახებ. დღეს დევალტს 7 საწარმო ქარხანა აქვს მსოფლიო მასშტაბით, სადაც იწყობა დევალტის ბრენდული პროდიქტები. დევალტი იმდენად დიდი ენთუზიაზმით უდგება მშენებლობის განვითარებას და ხარისხს, რომ 2016 წელს შექმნა სმარტფონი მშენებლებისთვის, რომელიც უძლებს მაღალი სიმაღლიდან ბეტონზე ვარდნას და უძლებს ტემპერატურის დიდ ცვლილებას.

Dewalt DWE4157-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

dewalt kutxliv saxexi xelsawyo

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 900W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11800min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.05

დევალტის წარმოებული ბარგალკა DWE4157 მცირე და საშუალო სირთულის პროექტებისთვის იდეალური ვარიანტია. ის აუცილებლად გაუძლებს დროის გამოცდას, თუ რა თქმა უნდა გაუფრთხილდებით და დაიცავთ ბარგალკის მოხმარების წესებს. მოკლე ტარიანია და სულ რაღაც 2 კილოს იწონის. კომპაქტურია და მარტივია სატარებლად. არც სათავსოში დაიკავებს დიდ ადგილს. მაღალი ბრუნი აქვს და საკმაოდ მძლავრია.

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • კომპლექტაცია
  • ბრუნვის სიჩქარე

Dewalt DWE4207-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1010W

dewalt kutxliv saxexi xelsawyo2

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 1010W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.2

მცირე, საშუალო და საშუალოზე მაღალი სირთულის სამუშაოების შესრულება თუ ერთი ინსტრუმენტით გინდათ, დევალტის ეს ბარგალკა ოპტიმალური ვარიანტია. მსუბუქია და მოკლე ტარიანი, თუმცა ძალზედ მძლავრი.

მოკლედ დევალტის მოღვაწეობას კარგად ასახავს ეს მოდელი. დიზაინიც რა დახვეწილია. უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული. თითოეული ნაწილი ხარისხიანი, რისგანაც შედგება კუთხ სახეხი. დევალტის პროდუქრების ქება არასდროს მოგვწყინდება.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომობა
  • გამძლეობა
  • საიმედოობა

Dewalt DWE4579-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 230mm 2600W

dewalt kutxliv saxexi xelsawyo3

  • ბრენდი DEWALT
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 2600W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 230mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-6500min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 5.5

პროფესიონალებისთვის, რეკომენდაციას დევალტის DWE4579 მოდელის ბარგალკას ვაძლევთ. 2600W_იანი ძალიან მძლავრი ხელსაწყო. ოპტიმალური სიგრძისაა ბარგალკის მოხმარებისთვის. 5,5 კგ წონა არც თუ ისე ცოტაა, მაგრამ აღნიშნული სიმძლავრე ამას აკომპენსირებს.

Holst.ge-ზე დღესვე შეგიძლიათ მისი შეძენა და გამოცდა.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • საიმედოობა
  • ხარისხი

ამ ორი გიგანტი მწარმოებლის გარდა holst.ge-ზე შეხვდებით შედარებით დაბალბიუჯეტური მოდელების ბრენდებს CROWN-ს და TOLSEN-ს. მიუხედავად მათი დაბალბიუჯეტურობისა, არ შეიძლება განვიხილოთ ისინი როგორც უხარისხო, პირიქით ისინი საკმაოდ გამძლე და საიმედო ინსტრუმენტებს აწარმოებენ. ხშირად დაბალ ფასად მაღალი სიმძლავრის ბარგალკა, დრელი ან პნევმატური დრელი გვინდა ვიყიდოთ, ამ დროს სწორედ ტოლსენის და ქრაუნის პროდუქტებს უნდა დავუწყოთ თვალიერება holst.ge-ზე.

Tolsen - ბარგალკები

TOLSEN TOL1526-79520 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 850W

tolsen eleqtro saxexi xelsawyo

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 850W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 115mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-12000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4

850w სიმძლავრე მაქსიმალურად დაბალ ფასად, ამის შემოთავაზება ტოლსენს თუ შეუძლია. აუცილებლად გამოგადგებათ სახლის საქმეებში.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1305-79521 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 125mm 950W 125MM

tolsen eleqtro saxexi xelsawyo2

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 950W
  • ფორმა მოკლე ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3

ეს მოდელი არა მარტო სახლის მცირე საქმიანობისას, საშუალო სირთულის პროექტებზეც გამოგადგებათ. საკმაოდ კომპაქტურია და წონაც ნორმალური. წინა მოდელთან შედარებით მეტად მძლავრია და კომპაქტური, ფასში კი მინიმალური სხვაობაა.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1527-79524 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 230mm 2350W

tolsen eleqtro saxexi xelsawyo3

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 2350W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 230mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-6000min
  • ფუნქციები 180°-ით მოძრავი სახელურით
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 3.5

რთული და დიდ პროექტებისთვის, დაბალბიუჯეტურ ბარგალკას თუ ეძებთ, ტოლსენის ეს მოდელი ალბათ უალტერნატივოა. 3.5 კილოგრამი სატარებლადაც მსუბუქია და მუშაობის პროცესშიც. მოძრავი სახელური კი მოუხერხებელ ადგილებშიც მოგცემთ მუშაობის საშუალებას. პროფესიონალებისთვის ალბათ ახსნაც აღარ ღირს თუ რამდენად დიდია 2350W სიმძლავრე.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • 180°-ით მოძრავი სახელურით

Crown - ბარგალკები 

CROWN CT13293-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm სიჩქარის მარეგულირებლით

crown kutxliv saxexi xelsawyo

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 860W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min
  • ფუნქციები სიჩაქრის რეგულირება
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.1

სახლის მცირე პროექტებისთვის იაფად თუ ეძებთ ბარგალკას არჩევანი ამ მოდელზე უნდა შეაჩეროთ. საკმაოდ კომპაქტურია და მსუბუქი. სიმძლავრე კი საშინაო საქმეებისთვის სრულიად საკმარისი. შეიძინეთ და მოუფრთხილდით ამ მოდელს, ის არ დაგაღალატებთ. სიჩქარის მარეგულირებელი კი თქვენთვის სასურველ ბრუნვის სიჩქარით მუშაობის საშუალებას მოგცემთ, რაც თქვენი უსაფრთხოებისთვისაც უკეთესია.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • სიჩქარის მარეგულირებელი

CROWN CT13505-კუთხლივ სახეხი ხელსაწყო "ბარგალკა" 125mm 900W

crown bargalka

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 900W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 125mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-11000min
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 2.18

CROWN CT13505 მომცრო და საშუალო ზომის სამუშაოსთვის ზედგამოჭრილია. ამასთან ძალიან მსუბუქი და კომპაქტურია. მისი შენახვა რომელიმე უჯრაში შეგიძლიათ და საჭიროების ჟამს ტარებაც მარტივია. არის საკმაოდ იაფი და ხარისხიც საშუალოზე მაღალი აქვს

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • კომპაქტურობა

CROWN CT13508-180DN - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 180mm 1300W

crown bargalka2

  • ბრენდი CROWN
  • პროდუქტის ტიპი კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე 1300W
  • ფორმა გრძელ ტარიანი
  • ზომა 180mm
  • კვების წყარო 220-240V
  • კომპლექტაცია
  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე 0-8000min
  • მუშაობის სიღრმე გრძელ ტარიანი
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 4.6

მაღალი სიმძლავრის ბარგალკების მაძიებლებს ქრაუნის CT13508 მოდელი გვინდა წარმოგიდგინოთ. მისი 1300W სიმძლავრე დიდ პროექტებსაც გაართმევს თავს და არ გიღალატებთ. წონა და ზომაც მისაღებია და ნორმალური. ასე რომ დიდი პროექტებისთვის დაბალ ფასიანი მოდელით თუ ხართ დაინტერესებული ქროუნის ბარგალკა უნდა აირჩიოთ.

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • დაბალი ფასი

ნებისმიერ ზემოთ წარმოდგენილ ბარგალკას შეუძლია დიდხანს გემსახუროთ. ამისთვის ბარგალკებს, როგორც სხვა ნივთების უმრავლესობას, მოფრთხილება სჭირდებათ. კუთხლივ სახეხების მოვლა განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვს. ზედმეტად არ უნდა გადატვირთოთ და შეძლებისდაგვარად დაასვენოთ ხოლმე.

არასოდეს დადოთ ძირს მბრუნავი ბარგალკა ან ნებისმიერი ინდუსტრიული ელექტრო ინსტრუმენტი. მათი გაგრილების სისტემა მძლავრია და შეიძლება მტვრის დიდი ნაწილაკი შეისრუტოს, რითაც დააზიანოს შიდა ნაწილები.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება