სამეგრელოსკენ ერთხელ თუ მაინვ გაგივლიათ, აუცილებლად აღფრთოვანდებოდით იქაურების საუცხოოდ მოვლილი ეზოებით. საერთოდაც, საკუთარი ეზოს მოვლა ნამდვილი თერაპიაა, ერთი კია, როცა ბენზო სათიბელას ხელში პირველად იღებთ, შესაძლოა, ეს პროცესი ცოტა დამაბნეველი და საპასუხისმგებლო აღმოჩნდეს.
ბევრი დამწყებისთვის ბენზინისა და ზეთის ნაზავი, დაქოქვის სპეციფიკური მექანიზმი და უსაფრთხოების წესები ნამდვილი გამოწვევაა.
როგორ აამუშაოთ ხელსაწყო პირველივე ცდაზე, მივყვეთ და განვიხილოთ ყველა დეტალი.
ბენზო სათიბელა სიმძლავრისა და მობილურობის საუკეთესო კომბინაციაა, თუმცა მისი ეფექტიანობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად სწორად მოვექცევით მას მუშაობის პირველივე წუთებიდან. არასწორმა დაქოქვამ ან საწვავის არაზუსტმა პროპორციამ შესაძლოა, ხელსაწყო მუშაობის დაწყებამდეც კი დააზიანოს.
საწვავის მომზადება: რატომ არის პროპორცია გადამწყვეტი?
ბენზო სათიბელების უმეტესობა ორტაქტიანი (2T) ძრავითაა აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ მას არ აქვს ზეთის ცალკე რეზერვუარი.
ოქროს წესია, რომ გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ბენზინი და სპეციალურად 2T ძრავებისთვის განკუთვნილი ზეთი.
ყველაზე გავრცელებული თანაფარდობაა 1:40 ან 1:50 (მაგალითად, 1 ლიტრ ბენზინზე 20-25 მლ ზეთი).
არასწორი პროპორცია (ძალიან ცოტა ზეთი) გამოიწვევს ძრავის გადაწვას, ხოლო ზედმეტი ზეთი - სანთლის (სვეჩის) დაბინძურებასა და ბოლვას.
პირველი დაქოქვა: ყურადღება მიაქციეთ სტარტერს
ბენზო სათიბელას დაქოქვა თავიდან რთული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს გარკვეული ალგორითმია.
- - საწვავის მიწოდება: დააწექით პრაიმერს (პატარა გამჭვირვალე ბურთულას) 5-6-ჯერ, სანამ შიგნით საწვავს არ დაინახავთ.
- - ჰაერის საკეტი: ცივ ძრავაზე გადაწიეთ ბერკეტი Close დაკეტილ პოზიციაში.
- - სტარტერი: გამოწიეთ თოკი ნელა, სანამ წინააღმდეგობას არ იგრძნობთ და მხოლოდ შემდეგ დაქაჩეთ მკვეთრად.
- - გახსნა: როგორც კი ძრავის ხმას გაიგებთ, (თუნდაც მაშინვე ჩაქრეს), გადაწიეთ ბერკეტი Open ღია პოზიციაში და თავიდან დაქოქეთ.
აღჭურვილობა და უსაფრთხოება
ბენზო სათიბელას პირი ბრუნავს უზარმაზარი სიჩქარით, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პატარა ქვა ან ტოტი შეიძლება ნამდვილ ტყვიად იქცეს.
- - დამცავი სათვალე/ნიღაბი: ეს აბსოლუტური აუცილებლობაა თვალების დასაცავად.
- - ჩექმები და გრძელი შარვალი: არასოდეს თიბოთ შორტებით ან ღია ფეხსაცმლით.
- - ყურსასმენები: ბენზინის ძრავა ხმაურიანია, ხანგრძლივი მუშაობა კი სმენას ღლის.
როგორ უნდა მოიქცეთ მუშაობის შემდეგ - შენახვის ოქროს წესები
თუ გსურთ, რომ ბენზო სათიბელა ხვალაც მარტივად დაიქოქოს:
- - გასუფთავება: მოაცილეთ სველი ბალახი დამცავ ფარს და მჭრელ თავს. სველი ბალახი კოროზიას იწვევს.
- - საწვავის დაცლა: თუ ხელსაწყოს 2 კვირაზე მეტხანს არ გამოიყენებთ, დაცალეთ ავზი. ბენზინისა და ზეთის ნაზავი დროთა განმავლობაში თვისებებს კარგავს და კარბუირატორს აზიანებს.
- - ჰაერის ფილტრი: პერიოდულად ამოიღეთ და გარეცხეთ (ან გამოცვალეთ) ჰაერის ფილტრი, რომ ძრავამ ისუნთქოს.
შეიძლება ითქვას, ბენზო სათიბელა თქვენი ბაღის მთავარი მომვლელია. მთავარია, დასაწყისშივე გამოიჩინოთ ცოტაოდენი ყურადღება დეტალების მიმართ - სწორად მოამზადოთ საწვავი და დაიცვათ უსაფრთხოების წესები. ამ მარტივი ნაბიჯების დაცვით, არა მხოლოდ იდეალურ გაზონს მიიღებთ, არამედ დაზოგავთ დროს, ენერგიას და რაც მთავარია, თქვენს ხელსაწყოს წლობით შეუნარჩუნებთ მუშაობის უნარს.
Keengross KG-12340 ბენზო სათიბი 52cc

- ბრენდი - KEENGROSS
- პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
- სიმძლავრე - 1400W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 1152359212340
- წონა (კგ) - 7.67
- კვების წყარო - საწვავი
- ძრავის მოცულობა - 52cc
- ავზის მოცულობა - 1.2 l
- ბრუნვის სიჩქარე - 2800-3200 min
- ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 26mm
Lux Garden ბენზო სათიბელა LX-52CC

- ბრენდი - LUX GARDEN
- პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
- სიმძლავრე - 1600W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 4059901288112
- წონა (კგ) - 8.43
- კვების წყარო - საწვავი
- კომპლექტაცია - 2 საცვლელი პირი + ქამარი
- ძრავის მოცულობა - 52cc
- ავზის მოცულობა - 1.2 l
- ბრუნვის სიჩქარე - 7500 min
- ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 1500mm/28mm
- ძუა - 2.5mm
- მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით
CROWN CT20113 - მრავალფუნქციური სათიბელა

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ბენზო სათიბელა
- სიმძლავრე - 900W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177424433
- წონა (კგ) - 11.87
- კვების წყარო - საწვავი
- კომპლექტაცია - ბენზო ხერხის + ბუჩქის საკრეჭის + სათიბელას პირები
- ძრავის მოცულობა - 32.6cc
- ავზის მოცულობა - 0.9 L
- ბრუნვის სიჩქარე - 3000 min
- მოტორი - 2 ტაქტიანი/გაგრილების სიტემით