ცირკული ხერხი - რა უნდა იცოდე ხელსაწყოს შესახებ?

ცირკული ხერხი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ელექტროინსტრუმენტია, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო სამუშაოებში, ხის დამუშავებასა და სარემონტო პროექტებში. მისი მთავარი დანიშნულებაა მასალის სწრაფი, სწორი და ზუსტი ჭრა. სწორი დისკისა და შესაბამისი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, ცირკული ხერხით შესაძლებელია სხვადასხვა მასალაზე მუშაობა, მათ შორის ხეზე, პლასტმასსა და გარკვეულ მეტალებზე.

რა არის ცირკული ხერხი?

ცირკული ხერხი არის ელექტრო ან აკუმულატორზე მომუშავე საჭრელი ხელსაწყო, რომლის ძირითადი სამუშაო ელემენტი მრგვალი, მბრუნავი დისკია კბილებით. ძრავა დისკს მაღალი სიჩქარით ატრიალებს, რის შედეგადაც შესაძლებელია მასალის გაჭრა.

ინსტრუმენტი განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც საჭიროა ფიცრების, ხის პანელების, ლამინატის საფუძვლის ან სხვა მსგავსი მასალების სწორი ხაზით მოჭრა. მისი გამოყენება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ხელოსნებს, ისე სახლის პირობებში მომუშავე ადამიანებს.

როგორ შევარჩიოთ ცირკული ხერხი?

  • სიმძლავრე: შეარჩიეთ სამუშაოს სირთულის მიხედვით. უფრო რთული და ინტენსიური ჭრისთვის საჭიროა შესაბამისი სიმძლავრისა და წარმადობის მოდელი.
  • დისკის დიამეტრი: განსაზღვრავს მაქსიმალურ ჭრის სიღრმეს. შეამოწმეთ მწარმოებლის მიერ მითითებული ჭრის სიღრმე როგორც 90°, ისე დახრილი ჭრის დროს.
  • დისკის კბილების რაოდენობა: ნაკლები კბილი, როგორც წესი, უფრო სწრაფ ჭრას უზრუნველყოფს, ხოლო მეტი კბილი ხშირად უფრო სუფთა ზედაპირს იძლევა.
  • ელექტროქსელი თუ აკუმულატორი: თუ ხშირად მუშაობთ სხვადასხვა ადგილზე, აკუმულატორული მოდელი პრაქტიკული არჩევანია. ხანგრძლივი სამუშაოებისთვის კი ქსელური მოდელი შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს.
  • ერგონომიკა და წონა: ხელსაწყო კომფორტულად უნდა გეჭიროთ და მარტივად აკონტროლებდეთ.
  • უსაფრთხოების ფუნქციები: ყურადღება მიაქციეთ დისკის დამცავ საფარს, შემთხვევითი ჩართვისგან დაცვასა და დისკის სწრაფი გაჩერების ფუნქციას, თუ მოდელს ეს შესაძლებლობა აქვს.

TOLSEN TOL1637-79532 ცირკული ხერხი 1300w,185mm

TOLSEN-ის ცირკული ხერხი 1300W, 185 მმ განკუთვნილია ხის მასალების სწრაფი და ზუსტი ჭრისთვის. 1300 ვატის სიმძლავრე და 5000 ბრ/წთ ბრუნვის სიჩქარე ეფექტურ მუშაობას უზრუნველყოფს. ჭრის მაქსიმალური სიღრმე 90°-ზე 65 მმ-ია, ხოლო 45°-ზე,  44 მმ. კომპლექტში შედის ხის საჭრელი დისკი და პარალელური მიმმართველი.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1300W
  • ზომა - 185mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528788423   
  • წონა (კგ) - 4.6           
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 5000min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°       
  • მუშაობის სიღრმე - 0-65mm

უპირატესობები:

  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ფუნქციები
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტური ზომა
  • დამატებითი ნივთები

Schpindel SPK-06150 ელ. ცირკული ხერხი 190MM 1500W

Schpindel-ის ცირკული ხერხი არის 1500 ვატიანი ინსტრუმენტი, რომელიც იდეალურია ხის მასალის სწრაფი და ზუსტი ჭრისთვის. 190 მმ-იანი დისკი და 6000 ბრუნი წუთში უზრუნველყოფს ეფექტურ მუშაობას. ჭრის სიღრმე 90°-ზე 66 მმ-ს, ხოლო 45°-ზე 50 მმ-ს აღწევს. კომპლექტაციაში შედის ხის საჭრელი პირი და პარალელური მიმმართველი.

Schpindel cirkuli xerxi

  • ბრენდი - SCHPINDEL       
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1500W
  • ზომა - დისკი: 190mm       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1152519203539       
  • წონა (კგ) - 5.41         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კომპლექტაცია - ექვსკუთხა ქანჩი + ხის საჭრელი ხერხის პირი + პარალელური მიმმართველი         
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000min         
  • ფუნქციები - რეგულირებადი ჭრის სიღრმე 0-45°-მდე 
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 50mm; 90° - 66mm   
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • ფუნქციები
  • მუშაობის სიღრმე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

STANLEY SC16-RU ცირკული ხერხი 1600W 190mm

STANLEY-ის ცირკული ხერხი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვინც სამუშაოს ხარისხსა და ეფექტურობას აფასებს. 1600 ვატიანი ძრავა და 190 მმ-იანი დისკი უზრუნველყოფს ხის მასალის სწრაფ და ზუსტ დამუშავებას. ხერხი 90°-ზე 65 მმ-მდე, ხოლო 45°-ზე 50 მმ-მდე სიღრმის ჭრის საშუალებას იძლევა. პრაქტიკული კონსტრუქცია და ერგონომიული სახელური ხელს უწყობს კომფორტულ მუშაობას როგორც სახელოსნოში, ისე სამშენებლო ობიექტზე.

Stanley cirkuli xerxi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1600W
  • ზომა - 190mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5056174504412     
  • წონა (კგ) - 5 
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე  - 0-5500min     
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 50mm; 90° - 65mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მუშაობის სიღრმე
  • კომფორტული ზომა
  • გამძლეობა
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე და სიღრმე        

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება