| დაუჯერებელია - კიბე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა |
| დაუჯერებელია - კიბე ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ინსტრუმენტი აღმოჩნდა |
ბრიტანელ მეცნიერებს ჩაუტარებიათ მორიგი უცნაური კვლევა - რომელია ყველაზე ნაკლებად საჭირო ინსტრუმენტი ხელოსნებისთვისო და გინდათ, გაგაკვირვოთ? კიბე დასახელდა.
აი, გადარჩენილები არიან ხელოსნებიც და ყველა, ვინც ამ კვლევაში მონაწილეობა მიიღო, რომ კიბეს გონება არ აქვს და არ შეუძლია, ეს ამბავი გაიგოს, გააანალიზოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, თორემ ვნახავდით მერე, როგორ გადაივსებოდა ტრავმატოლოგიურები, ყველას ჯვარი სწერია ოთხივ კუთხით!..
სინამდვილეში, კიბე ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრაქტიკული და გამოსადეგი ინსტრუმენტია და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებით. ხოლო ვისაც მაინც ეჭვი ეპარება, მარტივად დავარწმუნებთ, რომ კიბეები არა მხოლოდ ხელოსნებს სჭირდებათ, არამედ, ნებისმიერ ოჯახშიც კი მისი ქონა აუცილებელია, მით უმეტეს, თუ კერძო სახლსა თუ აგარაკზეა საუბარი.
მოდით, ჯერ ის ვთქვათ, არის თუ არა განსხვავება პროფესიონალურსა და საყოფაცხოვრებო კიბეებს შორის.
პასუხი ასეთია: პირველი განსხვავება გამოყენების სფეროებია. ასევე, ფუნქციები და გამძლეობა. საყოფაცხოვრებო კიბეები, როგორც წესი, გამოიყენება აგარაკზე, სახლში, ფარეხში, საკუჭნაოში, ბიბლიოთეკაში. არ ღირს ძვირი და შესანახად არც ისე დიდი ადგილია საჭირო.
რაც შეეხება პროფესიონალურ კიბეს, პროექტდება სიმაღლეზე კომფორტულად და უსაფრთხოდ მუშაობისთვის, გათვალისწინებულია, რომ უნდა გაუძლოს მუდმივ დატვირთვასა და ნებისმიერ გარემო პირობებს. კონსტრუქცია მტკიცე და მყარია, გამოიყენება ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის, მათ შორის, სამრეწველო მშენებლობაშიც.
იმისთვის, რომ შეიძინოთ კიბე, რომელიც გჭირდებათ, შემდეგი 5 მომენტი უნდა გაითვალისწინოთ:
- გამოყენების სიმაღლე - უნდა განსაზღვროთ გადაადგილების ტრაექტორია, ასე ვთქვათ, მოსანიშნია სიმაღლე, სადაც მუშაობა მოგიწევთ. ასევე, გასარკვევია, მხოლოდ ზემოთ-ქვემოთ უნდა იმოძრაოთ, თუ მარცხნივ-მარცხნივ.
აღწერაში ყურადღება უნდა მიაქციოთ პუნქტს - მაქსიმალური სამუშაო სიმაღლე და გახსოვდეთ, არ არის რეკომენდებული ბოლო საფეხურზე დადგომა.
- ექსპლუატაციის დრო - უნდა განსაზღვროთ, რამდენად ხშირად მოგიწევთ შესანახი ადგილიდან კიბის გადმოღება. მარტივი ლოგიკაა - რაც უფრო ხშირია კიბის ექსპლუატაცია, მით საიმედო უნდა იყოს გადაბმები. გასათვალისწინებელია ისიც, რამდენ ხანს უნდა იდგეთ მუშაობის პროცესში საფეხურებზე. რთული ლოგიკა არც აქ არის - თუ დიდხანს დგახართ ერთ პოზიციაში, უმჯობესია, კიბეს ფართო საფეხურები ჰქონდეს.
სხვათა შორის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კიბეზე გადაბმულად 2 საათზე მეტხანს მუშაობა რეკომენდებული არ არის.
- ექსპლუატაციის პირობები - მაგალითად, ლესვით თუ სამღებრო სამუშაოებისას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს, რით იქნება დაფარული კიბის ზედაპირი. თუმცა, სულ სხვა საქმეა, როცა თეთრ ჭერთან გიწევთ შეხება - შეუღებავი ალუმინის გამო, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ხელები დაგესვაროთ, დალაქავდეს ჭერი, რაც კარგ გუნებაზე არავის დააყენებს.
მნიშვნელოვანია, როგორ ზედაპირზე იდგმება კიბე. მაგალითად, გრუნტზე სულაც არ არის აუცილებელი, პირველი კლასის რეზინი ჰქონდეს ძირს, ხოლო კერამიკაზე - მაღალი ხარისხის რეზინი თქვენი ჯანმრთელობის გარანტიაა.
- მობილურობა და კომპაქტურობა - წინასწარ უნდა გადაწყვიტოთ, რამხელა ადგილის დათმობა შეგიძლიათ კიბისთვის. თუ ეს მხოლოდ პატარა კუთხეა საკუჭნაოში, ლოგიკურია, რომ დიდი კიბის შეძენა პრობლემებს შეგიქმნით - მეუღლესთან, მეზობელთან (თუ საკუჭნაო საზიაროა), სიდედრთან (თუ მწნილეულსა და კომპოტებს თავისთან ვერ ტევს და თქვენთანაც მოაქვს ხოლმე). იმასაც მიაქციეთ ყურადღება, დაეტევა თუ არა კიბე ავტომობილის საბარგულში, თუ უფრო დიდი მანქანა დასჭირდება?
- ღირებულება - თუკი ზედა 4 პუნქტში კარგად გაერკვიეთ და გადაწყვეტილებები მიიღეთ, წესით, არჩევანი უკვე მარტივად უნდა გააკეთოთ, მით უმეტეს, რომ Holst.ge-ზე კიბეების საკმაოდ ფართო ასორტიმენტია და შესაბამისად, სასურველს იოლად მოიძიებთ.


