ელექტრო დრელი: „სუპერ გმირი“, რომელიც კარადის სიღრმეში იმალება

სულაც არ არის აუცილებელი, შავი ლაბადა ჰქონდეს მოსხმული, ან გნებავთ - თვალები ნიღბით დაიფაროს და გარშემომყოფებს საკუთარ შესაძლებლობებს უმალავდეს - დიახაც, ელექტრო დრელი არაფრით ჩამოუვარდება ყველა ცნობილ სუპერ გმირს, რადგან ადამიანს პრაქტიკულად, შეუძლებლის შეძლებაში ეხმარება.

აბა, გაიხსენეთ, არ გქონიათ მომენტი, როცა ახალი თარო იყიდეთ, სახლში გახარებული მიხვედით, მაგრამ უცებ მიხვდით, რომ ხელში მხოლოდ სახრახნისი და დიდი ენთუზიაზმი გიჭირავთ? ჰოდა, აი, სწორედ აქ ჩნდება ავანსცენაზე ელექტრო დრელი - ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე გამოუცდელ ხელოსანსაც კი პროფესიონალად აქცევს.

ამასაც რომ თავი დავანებოთ, საკუთარი ხელით რაღაცის შექმნას განსაკუთრებული „მუღამი“ აქვს. იქნება ეს ძველი სკამის რესტავრაცია თუ კედელზე ფოტოების ან ნახატების დაკიდება - აქ უკვე ელექტრო დრელი ჩვენს იდეებს რეალობად აქცევს.

რაში დაგეხმარებათ ეს ინსტრუმენტი, ქვემოთ სწორედ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით.

რაში დაგჭირდებათ დრელი

- თუკი ძირითადად მხოლოდ ბურღვას აპირებთ, შეგიძლიათ, დარტყმის ფუნქციის ან ამ ფუნქციის არმქონე დრელი შეარჩიოთ იმის გათვალისწინებით, რა სახის მასალებთან მოგიწევთ მუშაობა. ასეთი მოდელით შეძლებთ, მაგალითად, გაამზადოთ როზეტის ბუდეები აგურისა თუ თაბაშირის კედლებში, დაიტანოთ ჭერში ხვრელები ანკერული ელემენტებისთვის. ინსტრუმენტით შეიძლება საჭირო ადგილებზე სამაგრების მონტაჟიც, თუმცა როცა სიზუსტეა საჭირო, პროცესის მართვა შედარებით რთულია. მაღალი სიჩქარისას, შესაძლოა, შლიცი დაზიანდეს, რაც გაართულებს პროცესს როგორც დამაგრებისას, ისე მოშვებისას;

- თუკი გჭირდებათ ინსტრუმენტი როგორც ბურღვისთვის, ისე სამაგრებთან მუშაობისთვის, უმჯობესია, დრელი სახრახნისი შეიძინოთ. ჩვეულებრივი სახრახნისისგან ის გაზრდილი სიმძლავრით გამოირჩევა. ასეთი ინსტრუმენტით მარტივად გაიხვრიტება არა მხოლოდ თაბაშირმუყაო, მერქანბურბუშელას ფილა (დეესპე), მერქანბოჭკოვანი ფილა (დევეპე), ორიენტირბურბუშელას ფილა (ოესბე), ისე ლითონი და სხვა არაერთი მასალა;

- თუკი რეგულარულად ვიწრო სივრცეებში უნდა ბურღოთ, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, კუთხური დრელი. სიმძლავრე ასეთ მოდელს, როგორც წესი, შედარებით ნაკლები აქვს, ვიდრე კლასიკურ ინსტრუმენტებს. ჩვეულებრივ, მას ყიდულობენ როგორც კლასიკური დრელის ერთგვარ დამატებას.

როგორ უნდა მოუაროთ „სუპერ გმირ“ ინსტრუმენტს

იმისთვის, რომ დრელი დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ მრავალი წლის მანძილზე, აუცილებელია მისი მოხმარებისა და შენახვის ყველა წესის გულმოდგინედ დაცვა.

  • დარწმუნდით, რომ ელექტროქსელი ზედმეტად დატვირთული არ არის;
  • მაქსიმალურად საიმედოდ უნდა შემოწმდეს და დაფიქსირდეს ყველა მოძრავი დეტალი;
  • გულდასმით უნდა შემოწმდეს, რამდენად მყარად არის დამაგრებული ვაზნა.

მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს:

  • ნებისმიერ პირობებში, აუცილებელია ინსტრუმენტი ორივე ხელით გეჭიროთ. საკმაოდ ხშირია, როცა ცდილობენ, დრელს ერთი ხელით გაუმკლავდნენ, რაც უდიდესი შეცდომაა და ამასთან ერთად, ძალიან სახიფათო;
  • არ უნდა დააწვეთ დრელით საგანს მისი შეკავების მიზნით;
  • კატეგორიულად არის აკრძალული რევერსის გადამრთველის გამოყენება მაშინ, როცა ძრავა ჩართულია და მუშაობს;
  • აკრძალულია ინსტრუმენტისთვის ხელის გაშვება, თუკი ის ჩართულია და მუშაობს;
  • ჭერთან მუშაობის შემთხვევაში, აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, დრელი ხელში უნდა გეჭიროთ იქამდე, სანამ ბრუნვები საბოლოოდ არ შეჩერდება;
  • მუშაობის დასრულების შემდეგ, უმჯობესია, საბურღს („სვერლოს“) ხელი არ შეახოთ, მაშინაც კი თუკი ძრავა გაჩერებულია - შესაძლოა, ამან ძლიერი დამწვრობა გამოიწვიოს;
  • დრელი კოლოფში ან სპეციალური ქსოვილის ტომარაში უნდა ინახებოდეს.

TOLSEN TOL2402-79498 ელექტრო დრელი 650W 13MM

Tolsen eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528799672
  • წონა (კგ) - 1.98
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 13mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

CROWN CT10129 - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 750W 

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWNპროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 750W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420176
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/30mm/13mm

Schpindel SPA-05850 ელ. დრელი ჩაქუჩით 850W - M

Schpindel eleqtro dreli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 850W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1920512914970
  • წონა (კგ) - 2.85
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 13mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 1 წყვილი ნახშირი + ინსტრუქცია + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + ქანჩი
  • დარტყმის სისწრაფე  -0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/N/A
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მეტალის ვაზნით

 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება