| ელექტრო ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ეფექტურად მუშაობისთვის გჭირდება |
| ელექტრო ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ეფექტურად მუშაობისთვის გჭირდება |
თანამედროვე სახელოსნოში არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც მხოლოდ სამუშაოს გამარტივებისთვის არ არის შექმნილი, არამედ ისინი ოსტატს საშუალებას აძლევს, ჩვეულებრივი მასალა საინტერესო და გამორჩეულ ნამუშევრად აქციოს. სწორედ ასეთია ელექტრო ფრეზი, მრავალფუნქციური ხელსაწყო, რომელიც სიზუსტეს, სისწრაფესა და შემოქმედებით თავისუფლებას აერთიანებს.
ელექტრო ფრეზი არის ელექტრული ხელსაწყო, რომლის მბრუნავი საჭრელი პირი მასალის ზედაპირს ამუშავებს, აძლევს სასურველ ფორმას და ქმნის სხვადასხვა ზომისა თუ სიღრმის ღარებს. მისი გამოყენება განსაკუთრებით გავრცელებულია ხის დამუშავებაში, ავეჯის წარმოებაში, სარემონტო სამუშაოებსა და დეკორატიული დეტალების შექმნისას.
ერთი შეხედვით, ფრეზი შეიძლება ჩვეულებრივ სამუშაო მოწყობილობად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. მისი დახმარებით შესაძლებელია ხის კიდეების დამრგვალება, შეერთებების მომზადება, ორნამენტების ამოჭრა, დეკორატიული პროფილების შექმნა და ავეჯის დეტალებისთვის დასრულებული იერის მიცემა.
ფრეზის მთავარი უპირატესობა სიზუსტეა. მაშინ, როდესაც ხელით დამუშავებას დიდი დრო და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, სწორად შერჩეული ფრეზით შესაძლებელია განმეორებადი, თანაბარი და მოწესრიგებული შედეგის მიღება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი მრავალფეროვნებაა. საჭრელი პირის შეცვლით ოსტატს შეუძლია განსხვავებული ფორმებისა და ზომების ღარების დამუშავება. ეს ნიშნავს, რომ ერთი ხელსაწყო სხვადასხვა ტიპის სამუშაოს მოერგება და სახელოსნოში რამდენიმე ამოცანის შესრულებას გაამარტივებს. ელექტრო ფრეზი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს, პრაქტიკულ ფუნქციასთან ერთად ნამუშევრის ვიზუალურ მხარესაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს.
კარგი ფრეზი მხოლოდ სიმძლავრის მიხედვით არ უნდა შერჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს:
სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ხელსაწყო კონკრეტულ სამუშაოს. სიჩქარის რეგულირება განსაკუთრებით გამოსადეგია სხვადასხვა მასალისა და საჭრელი პირის გამოყენებისას.
ჭრის სიღრმის რეგულირება საშუალებას გაძლევთ, სამუშაო მასალა საჭირო სიღრმეზე დაამუშაოთ და უფრო ზუსტი შედეგი მიიღოთ.
საჭრელი პირების თავსებადობა წინასწარ შეამოწმეთ, რა ზომის პირებს იღებს ფრეზი და რამდენად მარტივია მათი შეცვლა.
თუ ხარისხსა და კომფორტზე ორთნაირად ხართ ორიენტირებული, მაშინ ხელსაწყოები ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში უნდა შეიძინოთ. ჰოლსტზე საუკეთესო ბრენდები დაგხვდებათ და ამავდროულად, შესაძენად სახლიდან გასვლა სულაც არ გჭირდებათ. ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ, რაც გეხმარებათ დროის დაზოგვაში.
Crown-ის ელექტრო ფრეზი საშუალო სიმძლავრისაა და ეფექტურად მუშაობს. ხელსაწყოს თან ახლავს საცვლელი პირი, ადაპტერი, მტვრის შესაგროვებელი ადაპტერი და პარალელური მისაბჯენი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია.

უპირატესობები:
Crown ყოველთვის ფართო არჩევანს გვთავაზობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. მეორე ფრეზი უფრო მაღალი სიმძლავრისაა და უკეთესია შედარებით რთული საქმეებისთვის. ინსტრუმენტს მოყვება დამატებითი ნივთები და აქვს ხელმისაწვდომი ფასი.

უპირატესობები:
CROWN CT11002-ელექტრო ფრეზი 1400W
მაღალი სიმძლავრის ფრეზს თუ ეძებთ, Crown-ის ეს მოდელი უნდა შეიძინოთ, რადგან ზუსტად ასეთია. ხელსაწყო გამართულად მუშაობს და თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია + დამატებითი ნივთები.

უპირატესობები: