ელექტრო გამათბობელი - მიკროკლიმატის დარეგულირების საუკეთესო საშუალება

ცენტრალური გათბობის სისტემა თუ სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მთელი შენობის საჭირო ტემპერატურით უზრუნველყოფას, საამისოდაც აქვს ადამიანს ნაფიქრი და ელექტრო გამათბობელი გამოგონებული - მიკროკლიმატის დარეგულირებისთვის მასზე უკეთესი საშუალება, პრინციპში, არ არსებობს.

რა ტიპის ელექტრო გამათბობლები არსებობს, რა სხვაობაა მათ შორის და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მისი შერჩევისას, ყველაფერი ქვემოთ განვიხილოთ:

ელექტრო გამათბობლების ტიპები

  • ზეთის გამათბობელი - ლითონის ჰერმეტული კორპუსი მინერალური ზეთით არის შევსებული. ჩართვისას ჯერ მატულობს ზეთის ტემპერატურა, შემდეგ - კორპუსის, ბოლოს კი სითბო გარემოში იფანტება.

უპირატესობები:

    • გათიშვის შემდეგ, გამათბობელი კიდევ დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას;
    • არ დგება უსიამოვნო სუნი მტვრის დამწვარი ნაწილაკების გამო;
    • უხმაუროა სრული სიმძლავრით მუშაობის დროსაც კი;
    • ტემპერატურის რეგულირების შესაძლებლობა;
    • ეკოლოგიურად უსაფრთხო.

მინუსები:

    • დიდი ზომები;
    • არის საკმაოდ მძიმე და ნაკლებად მობილური;
    • გადაყირავების შემთხვევაში, არის კორპუსიდან ზეთის გაჟონვის რისკი.
  • კონვექტორი - მოწყობილობა შედგება ნასვრეტების მქონე ლითონის კორპუსისგან და გამათბობელი ელემენტისგან. მოქმედების პრინციპი ფიზიკის კანონებს ეფუძნება: სპირალის მიერ წარმოქმნილი თბილი ჰაერი ზევით ადის და ჩარჩოში გავლის შემდეგ ოთახში ვრცელდება.

უპირატესობები:

    • კედელზე დამონტაჟების, ან ფეხებზე დაყენების შესაძლებლობა;
    • თანამედროვე დიზაინი;
    • რეგულირების შესაძლებლობები;
    • კორპუსის არც ისე მაღალი ტემპერატურა, რაც შეხებისას დაწვის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს;
    • შედარებით მცირე წონა და მობილურობა.

მინუსები:

    • დიდი ფართის გათბობას დიდი დრო სჭირდება;
    • გათიშვის შემდეგ, კონვექტორი მალე ცივდება;
    • სპირალზე მოხვედრილი მტვერი უსიამოვნო სუნის გაჩენის მიზეზი ხდება;

  • თბოვენტილატორი - მოწყობილობის კორპუსში, გამათბობელი ელემენტის გარდა, ვენტილატორიც არის დამონტაჟებული. ფრთების ბრუნვის შედეგად, თბილი ჰაერის მძლავრი ნაკადი წარმოიქმნება, რომელიც ოთახში სწრაფად ვრცელდება. მოწყობილობა კომპაქტური და ეფექტიანია. ჩართვიდან სულ რამდენიმე წუთში შენობა კომფორტულ ტემპერატურას იღებს.

უპირატესობები:

    • შენობის სწრაფად გათბობის შესაძლებლობა;
    • ჩვეულებრივ ვენტილატორად გამოყენების შესაძლებლობა;
    • მცირე წონა და მობილურობა.

მინუსები:

    • სხვა მოდელებთან შედარებით, ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს;
    • ხმაურიანი;
    • აშრობს ჰაერს;
    • გათიშვის შემდეგ სწრაფად ცივდება.

  • ინფრაწითელი გამათბობლები - ინფრაწითელი გამათბობლების მთავარი ელემენტი ნათურა, ან კვარცის მილაკია. მოწყობილობის გამოსხივება ათბობს არა ჰაერს, არამედ გარშემო არსებულ საგნებს: ავეჯს, ჭერს, იატაკს, კედლებს. ასეთი მოწყობილობის მოქმედების რადიუსში მყოფი ადამიანი სითბოს მყისიერად შეიგრძნობს. ჰაერი ოთახში მოგვიანებით თბება, უკვე უშუალოდ გამთბარი საგნებისგან.

ინფრაწითელი გამათბობლები მრავალფეროვანი ფორმებითა და ზომებით იწარმოება. შესაძლებელია ისეთი მოდელის შერჩევა, რომელსაც კედელზე ან გნებავთ, ჭერზე მიამაგრებთ. ხშირად ირჩევენ პიკნიკებისთვის, ბუნებაში მოწყობილი ვახშმებისთვის, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ეს მოწყობილობა ბრწყინვალედ გამოიყენება ოთახების მუდმივი გათბობისთვისაც.

უპირატესობები:

    • უხმაურო მუშაობა;
    • ღია სივრცეებში გათბობის შესაძლებლობა (ვერანდები, აივნები);
    • ელექტროენერგიის ეკონომიურად მოხმარება;
    • გათბობის ელემენტებისა და სხვა აალებადი ნაწილების არარსებობა.

მინუსები:

    • გამათბობელი ნაკლებად ეფექტიანია ოთახში წინაღობებით;
    • სითბოს შეგრძნება ჩნდება გამათბობელთან ახლოს, ჰაერი ოთახში კომფორტული მხოლოდ საგნების გათბობის შემდეგ ხდება;

ელექტრო გამათბობელი წარმოადგენს პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტას ცივი სეზონისთვის, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც ცენტრალური გათბობა ვერ უმკლავდება ან უარესი - არ არის ხელმისაწვდომი. მისი მარტივი გამოყენება, სწრაფი გათბობა და სხვადასხვა მოდელის არჩევანი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად შეარჩიოს ოპტიმალური ვარიანტი. თუმცა, მნიშვნელოვანია ენერგომოხმარების, უსაფრთხოების წესებისა და ხარისხის გათვალისწინება, რათა გამათბობლის გამოყენება იყოს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ეკონომიური და უსაფრთხოც. სწორი არჩევანის შემთხვევაში, ელექტრო გამათბობელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საცხოვრებელი გარემოს სიმყუდროვესა და კომფორტს.

Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8694740228323
  • წონა (კგ) - 3.015
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

Zilan - ZLN0344 ელ. გამათბობელი კვარცის 1600w

Zilan eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6423154020344
  • წონა (კგ) - 2.425
  • კვების წყარო - 220-240V
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869005006129
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • ღია სივრცე - 13m²
  • დახურული სივრცე - 24m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება