| ელექტრო გამათბობელი - როგორ ვაქციოთ სახლი მყუდრო ციხესიმაგრედ |
| ელექტრო გამათბობელი - როგორ ვაქციოთ სახლი მყუდრო ციხესიმაგრედ |
სახლი რომ ციხესიმაგრედ ვაქციოთ, სულაც აღარ არის საჭირო რეგულარული არმია, რაინდების ორდენი თუ მეისრეთა ასეული - ერთი ჩინებული ელექტრო გამათბობელი და ჩათვალეთ, ყველაფერი რიგზეა.
Holst.ge-ზე ერთს კი ერთ კი არა, საკმაო რაოდენობის ელექტრო გამათბობელი დაგხვდებათ, რომელთაგან სასურველს იოლად შეარჩევთ და როგორც იტყვიან ხოლმე - ეგ არის და გორის ციხე. ნუ, ქსნის ციხე იყოს, ან როგორც დავიწყეთ, აქაც გავიმეოროთ - ეგ არის და საკუთარი ციხესიმაგრე.
ახლა იმ საკითხსაც შევეხოთ, როგორი ელექტრო გამათბობლები არსებობს და სასურველის შერჩევა, წესით, ასე უფრო გაგიადვილდებათ.
დავიწყოთ იმით, რომ გამათბობლების ინდუსტრია წარმოუდგენლად განვითარდა და უამრავი ტიპის მოწყობილობას გვთავაზობს. მაგალითად:
- ინფრაწითელ გამათბობელს
- ელექტრო გამათბობელს
- მონოლითურ გამათბობელს
- ზეთის გამათბობელს
- კონვექტორულ გამათბობელს
- გაზის გამათბობელს
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
განვიხილოთ, მაგალითად, ინფრაწითელი გამათბობელი.
კვარცის, ანუ ინფრაწითელი გამათბობელი - გათბობის მოწყობილობაა, რომლის დანიშნულებაც მცირე ან საშუალო ზომის შენობების გათბობით უზრუნველყოფაა. არსებობს აგრეგატების ორი ნაირსახეობა: მონოლითური და ინფრაწითელი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინფრაწითელი გამათბობელი შენობაში ზედაპირებს ათბობს. ეს რას ნიშნავს და: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტია სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.
გარეგნულად ჩვეულებრივ პანელის ბატარეას ჩამოჰგავს, თუმცა ძალიან თხელს. შიგნიდან ნიკელისა და ქრომის სპირალი გასდევს, რომელიც სრულად იზოლირებულია გარემოსგან და რომელიც კვარცის ღუმელს აცხელებს. კონვექციის ხარჯზე, ხდება შენობის გათბობა. დათბობის საშუალო დრო 15 წუთია, ხოლო გაგრილების - 1,5-2 საათი.
კვარცის მონოლითური გამათბობლის უპირატესობებია:
შენობაში ათბობს ზედაპირებს. ეს რას ნიშნავს და დაახლოებით მსგავსი პრინციპით „მუშაობს“ მზეც: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტი - სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.
გამათბობლის უპირატესობებია:
არჩევანის გაკეთებისას გახსოვდეთ - თქვენ ყიდულობთ არა უბრალოდ ტექნიკას, არამედ ზამთრის გრძელ საღამოებს კომფორტში. მთავარია, შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მოდელი და სიმყუდროვეც გარანტირებულია. ასე რომ, მოიმარაგეთ საყვარელი წიგნები და გაატარეთ ზამთარი თქვენს ციხესიმაგრეში მყუდროდ და კომფორტულად.


