გაატარე ზამთარი თბილად, ტოპ 3 ელექტრო გამათბობლის მეშვეობით |
გაატარე ზამთარი თბილად, ტოპ 3 ელექტრო გამათბობლის მეშვეობით |
ზამთრის სუსხიანი დღეების გადასატანად, ცხელი ჩაი და თბილი ოთახი საუკეთესო გამოსავალია. ასეთი გარემოდან არც ფანჯრიდან დანახული ქარიანი ამინდი და თოვლი შეგაშინებთ. ამ განწყობის შექმნაში ელექტრო გამათბობელი დაგეხმარებათ. მისი მეშვეობით, დიდი ძალისხმევის გარეშე, ოთახი მარტივად თბება. შეძენა კი სახლიდან გაუსვლელად, Holst.ge - დან შეგიძლიათ.
Schpindel - ის კვარცის გამათბობელი სიძლიერითა და ხარისხით გამოირჩევა. თერმოსტატის მეშვეობით, ტემპერატურა თავისით რეგულირდება. როცა ის გარკვეულ ნიშნულს აღწევს, გაგრილების სისტემა ირთვება და მოწყობილობა დროებით ითიშება. სიმძლავრიდან გამომდინარე, კარგად ერევა, როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცესაც. მისი დახმარებით ოთახის თოთოეულ კუთხეში ჰაერის თბილი ტემპერატურა დაფიქსირდება.
უპირატესობები:
Schpindel - ის ბრენდი კიდევ ერთ კვარცის გამათბობელს გვთავაზობს. ოთხ მილაკიანი და თერმოსტატის მქონე გამათბობელი სიმძლავრით გამორჩეულია. წინა მოდელისგან განსხვავებით, დამატებითი კომპლექტაცია მოყვება, კერძოდ, ჰაერის დამატენიანებელი. მსგავსი ტიპის ელექტრო გამათბობლები სიმშრალეს იწვევს, ამიტომ, ტენიანობის გამომწვევი ხელსაწყოს ყიდვა, ცალკე აღარ დაგჭირდებათ და გამათბობელთან ერთად მიიღებთ.
უპირატესობები:
Winger- ის ინფრაწითელი გამათბობელს რეგულირებადი თერმოსტატი, ერთი მილაკი და ერთწლიანი გარანტია აქვს. სიმძლავრე და კვების წყარო სივრცის მაქსიმალურად გათბობაში უწყობს ხელს. დიზაინიდან გამომდინარე, კომპაქტურია, დიდ ადგილს არ იკავებს და კომფორტულად ერგება ნებისმიერ გარემოს. რეგულირებადი თერმოსტატის მეშვეობით, მისი კონტროლი თავად შეგიძლიათ.
უპირატესობები:
უსაფრთხოება მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ, ამ საკითხს მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ. გაითვალისწინეთ რომ სასურველი არ არის გამათბობლის დაფარვა, რაიმე ქსოვილით და სახლიდან გასვლის წინ კარგად დარწმუნდით, მის გამორთულ მდგომარეობაში დატოვებაზე. თან გზად, სახლში მიბრუნების და გადამოწმების ფიქრებსაც თავიდან აირიდებთ. სხვა შემთხვევაში, არანაირი პრობლემა არ არის.
ელექტრო გამათბობლებს თავისი უპირატესობები აქვს. გაზის გამათბობლის გამოყენების შემთხვევაშიც, ელექტრო გამათბობლის ყიდვა, რთულ და გაუთვალისწინებელ დროს საუკეთესო გამოსავალია. მაგალითად, თუ გაზმომარაგება უეცრად შეწყდება, ჩამანაცვლებელი საშუალება გექნებათ და ამაზე დარდიც აღარ მოგიწევთ. სიცივეში რამდენიმე საათის გატარებაც კი ძალიან რთულია, ამიტომ, თავის დაზღვევა ამ პრობლემას მარტივად გადაგიჭრით. თუ მაღაზიებში სიარულიც გერთულებათ, მეტ კომფორტს შეგიქმნით და Holst.ge - დან შეძენის შემთხვევაში, პროდუქტს სახლში მიიღებთ. შემდეგ კი, მშვიდად იქნებით და ცივ დღეებსაც სითბოში გაატარებთ.