როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საჭირო პულივიზატორი ?

სარემონტო სამუშაოები დროთა განმავლობაში უფრო მარტივი და სასიამოვნო პროცესი ხდება, რადგან ხელსაწყოების თანამედროვეობა აადვილებს სამუშაოს მიმდინარეობას, დროს კი ამცირებს. საღებავი აპარატი ერთ-ერთი გამოსადეგი და მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, რომელმაც ჯაგრისი ჩაანაცვლა, სამუშაო პროცესი კი რამდენადმე გაამარტივა. პულივიზატორი (საღებავი აპარატი) ელექტრო მოწყობილობაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირის გადაღებვა, თუმცა გააჩნია როგორც მასალას ასევე საღებავის კონსისტენციასაც.

როგორ უნდა შეარჩიოთ პულივიზატორი ?

crown pulivizatori

ნებისმიერი ხელსაწყოს შეძენისას აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ზუსტი საჭიროებები და აქცენტი გააკეთოთ იმ მახასიათებლებზე რაც თქვენთვის პრიორიტეტია.

სწორედ ამიტომ შეგიძლიათ გაეცნოთ პულივიზატორების (საღებავი აპარატი) მახასიათებლებს, ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა წარმოებისა და ბრენდის პროდუქტს.

პულივიზატორის შეძენის პროცესში, სასურველია თუ არჩევანს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე შეაჩერებთ, როგორებიცაა: Black&Decker; Crown; Dewalt.

საღებავი აპარატის კომპონენტები, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში:

  • ბრენდი 
  • სიმძლავრე 
  • სიჩქარე
  • სათავსოს მოცულობა 
  • მაქსიმალური სიბლანტე

არსებობს ორი ტიპის საღებავი აპარატი ხელის და ელექტრო პულივიზატორი, ეს უკანასკნელი მეტად გავრცელებულია და მისი გამოყენება ხშირად ხდება, როგორც პროფესიული საქიანობისათვის ინტენსიურად, ასევე იშვიათად საჭიროების შემთხვევაშიც საკმაოდ პრაქტიკული ხელსაწყოა. პროფესიული საქმიანობისათვის დახმარებას გაგიწევთ უფრო მძლავრი და მაღალი სიჩქარის მქონე საღებავი აპარატი, რომელიც დაგეხმარებათ მინიმალურ დროში შეასრულოთ მოცემული სამუშაო.

რა უნდა ვიცოდეთ პულივიზატოზე?

pulivizatori

თუ თქვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი არის რემონტი, შეკეთება, ან ნებისმიერი სიდიდის საგნების შეღებვაა, ამ შემთხვევაში არჩევანი გააკეთეთ მძლავრ 400W-დან ზემოთ პულივიზატორზე;

იკითხეთ რა ზომის შესაფრქვევი ლულაა და რეგულირებადია თუ არა ცხვირის ტიპი. თუ თქვენ გიწევთ იმუშაოთ დიდი ზომის შესაღებ სივრცეზე მაშინ შესაფრქვევი ლულის ზომის სიდიდე საჭიროა, მაგრამ თუ თქვენ მუშაობთ პატარა მოცულობის საგნებთან ამ შემთხვევაში კარგია საშუალო ზომის ლულა, რომლის საღებავის გაფრქვევის მოცულობის დარეგულირებაში დაგეხმარებათ ეგრეთწოდებული რეგულირებადი ცხვირი.

გაითვალისწინეთ რა სახისა და კონსისტენციის საღებავთან გიწევთ მუშაობა, რადგან ამ დროს სხვადასხვა სიმძლავრის პულივიზატორია საჭირო.

როგორი და სად შეიძინოთ ხარისხიანი პულივიზატორი?

crown pulivizatori

ქართულ ბაზარზე არსებობს მრავალფეროვანი არჩევანი ელექტრო ხელსაწყოების, თუმცა ყველა მათგანი სანდოობითა და ხარისხით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ არსებობს ონლაინ ჰიპერმაკეტი რომლის ვებ-გვერდზეც შეხვდებით თანამედროვე და საჭირო ატრიბუტებით აღჭურვილ საღებავ აპარატებს. Holst.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ თქვენთვის იდეალურ და ხელსაყრელ აპარატზე.

ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულია საუკეთესო ბრენდების პულივიზატორები, რომლებიც გამოირჩევა სიმძლავრითა და პროფესიული მახასიათებლებით. აქ შეძენილი ორიგინალი მოდელები უზრუნველყოფს თქვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, სწორედ ამიტომ Holst.ge იდეალური გადაწყვეტილებაა. 

იმისათვის რომ მეტი წარმოდგენა გვქონდეს პულივიზატორზე (საღებავი აპარატი) გაეცანით მაღალი ხარისხის ერთ-ერთ მოდელს.

Crown-ის ეს ელექტრო აპარატი გამოირჩევა მწარმოებელი ბრენდით, სიმძლავრითა და ავზის მოცულობით. ელექტრო პულივიზატორის მსგავსი მოდელი გამოიყენება ყოველდღიური საქმიანობისათვის, ის ნამდვილად უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ხარისხს.

Holst.ge-ს ვებ-გვერდზე განთავსებული Crown-ის ელექტრო პულივიზატორს აქვს 1200W სიმძლავრე; საკმაოდ დიდი ავზის მოცულობა 900 ml; რეგულირებადი ცხვირის ტიპი; შესაფრქვევი ლულის ზომით 2/2.5/3mm; მაქსიმალური სიბლანტე 150DIN; აღსანიშნავია ისიც რომ ერთი წლის განმავლობაში მომწოდებელი ჰიპერმარკეტი Holst.ge გასცემს საგარანტიო ბარათს.

როგორ ვყიდულობთ პულივიზატორს Holst.ge-ზე?

black decker pulivizatori

იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტთ საღებავი აპარატის შეძენას, Holst.ge-ს ვებ-გვერდის პულივიზატორის კატალოგიდან მარტივად აარჩევთ თქვენთვის სასურველი სიმძლავრისა და სიჩქარის პროდუქტს. შერჩევის შემდეგ სასურველ მისამართზე მიიღებთ შეძენილ ნივთს, ასე დაზოგავთ როგორც დროს ასევე ენერგიას. Holst.ge გიქმნით კომფორტულ გარემოს.

პროფესიული სამუშაოს თუ სამოყვარულო დონეზე წამოწყებულ საქმიანობაში დახმარებას გაგიწევთ ელექტრო პულივიზატორი, რომელიც საქმეს გაგიადვილებთ, გააუმჯობესებს ხარიხსა და იზრუნებს იდეალურ შედეგზე. მაღალი დონისა და ცნობილი ბრენდების საღებავ აპარატებს კი ონლაინ ჰიპერმარკეტ - Holst.ge-ზე შეხვდებით, ხელმისაწვდომი ფასითა და ხარისხის გარანტიით. ასე მაქსიმალურად შეძლებთ უზრუნველყოთ თქვენი შესრულებული საქმის მაღალი ხარისხი. კომერციული საქმიანობაში გამოყენებული პულვილიზატორები კი თქვენი ბიზნეს საქმიანობის წარმატებას განსაზღვრავს. 

pulivizatori

Holst.ge ყოველთვის ცდილობს იზრუნოს მომხმარებლის კეთილდღეობაზე, მოგაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რათა გაგიადვილდეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

 

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება