ერთი კიბე, უამრავი ფუნქცია - თქვენი საიმედო დამხმარე ნებისმიერ სიმაღლეზე

თქვენც იმას ფიქრობთ, რომ კიბე ის ნივთია, რომელიც მხოლოდ კაპიტალური რემონტის დროს ან წელიწადში ერთხელ, საახალწლო მორთულობების ჩამოხსნისას გვჭირდება? არც გაგამტყუნებთ, რადგან უმეტესობა სწორედ ასე ფიქრობს, ოღონდ იქამდე, სანამ რემონტს არ შეეჭიდება ან უბრალოდ, მრავალფეროვნება უყვარს და სახლსა თუ ოფისში გარემოს ხშირად ცვლის.

მოკლედ, რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, კიბეები ყველას სჭირდება - მზარეულსაც, ფეხბურთელსაც, პედიატრსაც, მელანქოლიკსაც, სანგვინიკსაც და ხელოსნებს ხომ სჭირდებათ და სჭირდებათ. ასე მაგალითად, ჭაღის ნათურის გამოცვლა, მაღალი თაროებიდან ნივთების ჩამოღება, ეზოში ხეების გასხვლა თუ კედლების შეღებვა, ადრე თუ გვიან, ყველას გვჭირდება და ამისთვის საიმედო საყრდენი თუ არ გვაქვს, აღარ განვავრცობთ ამ მიმართულებას...

რა შეუძლია კიბეს, რა შეგიძლიათ კიბით და რატომ უნდა გქონდეთ ფარეხსა თუ სათავსოში ერთი პატარა კიბე მაინც, ქვემოთ ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ.

- ყველაზე ძველი კიბე: საიდან დაიწყო ყველაფერი?

სანამ თანამედროვე, მსუბუქ და მრავალფუნქციურ ალუმინის კონსტრუქციებამდე მოვიდოდით, კაცობრიობამ დიდი გზა გამოიარა. არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ კიბე ადამიანის ერთ-ერთი უძველესი გამოგონებაა.

ყველაზე ძველი შემონახული კიბე, რომელიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, ავსტრიაში, ჰალშტატის უძველეს მარილის მაღაროში მდებარეობს. ეს ხის კიბე დაახლოებით 3400 წლისაა და ძვ.წ. XIV საუკუნით თარიღდება. საოცარი ის არის, რომ მაღაროში არსებულმა მარილმა ხე იდეალურად შემოინახა. ეს აღმოჩენა ამტკიცებს, რომ უხსოვარი დროიდან მოყოლებული, კიბე იქმნებოდა იქ, სადაც ადამიანს შრომა უწევდა.

- როგორი კიბეები არსებობს: მრავალფეროვნება სტილისა და ფუნქციის მიხედვით

დღეს ბაზარზე იმდენად დიდი არჩევანია, რომ შეგვიძლია, კიბეები რამდენიმე ძირითად კატეგორიად დავყოთ კონსტრუქციისა და მასალის მიხედვით:

  • ორმხრივი (საოჯახო) კიბეები: ყველაზე პოპულარული მოდელი სახლისთვის. გადაშლისას ქმნის A-სებრ ფორმას, არის მდგრადი და არ საჭიროებს კედელზე მიყრდნობას.
  • მისადგმელი კიბეები: კლასიკური ვარიანტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიაყრდნოთ მყარ ზედაპირს (კედელს, ხეს).
  • ტრანსფორმერი კიბეები: თანამედროვეობის გენიალური გამოგონება. ერთი და იგივე კიბე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მისადგმელი, ისე ორმხრივი ან საერთოდ, სამუშაო პლატფორმა (ხარაჩო).
  • მასალის მიხედვით: გვხვდება ხის (ავთენტური, თუმცა მძიმე), რკინის (მყარი, მაგრამ მძიმე და ჟანგდება) და ალუმინის (თანამედროვე სტანდარტი - არის საოცრად მსუბუქი, არ იჟანგება და უძლებს დიდ დატვირთვას).

- რატომ და რისთვის გვჭირდება კიბე

ზემოთ უკვე ვთქვით, მაგრამ ქვემოთაც გავიმეორებთ - კიბე თანაბრად აუცილებელია როგორც ყოველდღიურ ყოფაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში. კერძოდ:

  • საყოფაცხოვრებო საქმეები: ჭაღის შეცვლა, მაღალი ანტრესოლებიდან სეზონური ტანსაცმლის ჩამოღება, ფარდების დაკიდება თუ ფანჯრების წმენდა.
  • ეზო და ბაღი: ხილის მოკრეფა, ვაზისა თუ ხეების გასხვლა, სახურავიდან ფოთლების ჩამოწმენდა.
  • რემონტი და მშენებლობა: კედლების შეღებვა, შპალერის გაკვრა, ელექტროგაყვანილობის მონტაჟი თუ თაბაშირ-მუყაოს გაკვრა. ყოველივე ამის გაკეთება სტაბილური საყრდენის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

- რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კიბის შერჩევისას

იმისთვის, რომ კიბემ დიდხანს გემსახუროთ და რაც მთავარია, თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იყოს, ყიდვისას ოთხი მთავარი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინოთ:

  • მაქსიმალური დატვირთვა (წონა): სტანდარტული ხარისხიანი კიბეები გათვლილია მინიმუმ 150 კგ-ზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კიბეზე ასვლისას ხშირად ხელში მძიმე ინსტრუმენტები ან მასალები გვიჭირავს.
  • საფეხურების რაოდენობა და სიმაღლე: წინასწარ განსაზღვრეთ, თქვენი სახლისა თუ ოფისის ჭერის სიმაღლე ან რა მაქსიმალურ წერტილს უნდა მისწვდეთ ეზოში. არ შეგეშალოთ: არსებობს უშუალოდ კიბის სიმაღლე და სამუშაო სიმაღლე (ეს უკანასკნელი მოიცავს ადამიანის სიმაღლესაც გაწვდილი ხელით).
  • უსაფრთხოების დეტალები: დააკვირდით, აქვს თუ არა საფეხურებს მოცურების საწინააღმდეგო რელიეფური ზედაპირი და უყენია თუ არა ფეხებზე რეზინის/პლასტმასის საცობები, რომლებიც იატაკის დაკაწვრასა და კიბის გასრიალებას უშლის ხელს.
  • კომპაქტურობა: თუ ბინაში ცხოვრობთ, შეარჩიეთ მოდელი, რომელიც დაკეცვისას მინიმალურ სივრცეს იკავებს, მაგალითად, კარადასა და კედელს შორის რომ ჩაეტიოს.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x11 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3010mm სიმაღლე გაშლისას: 5170mm სიგანე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009462
  • წონა (კგ) - 12.5
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x11

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x13 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009820
  • წონა (კგ) - 14
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009752
  • წონა (კგ) - 15.7
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება